საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1194

WWF-ის პრეზიდენტი იოლანდა კაკაბაძე: გახშირებული ხანძრები კლიმატის ცვლილებას უკავშირდება

სანდრო ჯუფალაკიანი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-19 12:52:00

ტყეებში გახშირებული ხანძრები კლიმატის ცვლილებას და უფრო მშრალ სეზონებს უკავშირდება, — განუცხადა „პირველ არხს“ ბუნების მსოფლიო ფონდის პრეზიდენტმა იოლანდა კაკაბაძემ. სპეციალისტი ამბობს, რომ ამ საკითხთან მიმართებაში კომპლექსური მიდგომაა საჭიროა.

„ტყის ხანძრებით ზარალდება ყველა — შეერთებული შტატები, კანადა, რუსეთი, პორტუგალია, საქართველო... ეს მოვლენები ყველგან ხდება. მე და ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს დაკავშირებულია უფრო მშრალ სეზონებთან. ხანძრების რაოდენობა უჩვეულოდ არის გაზრდილი და შეგვიძლია ეს კლიმატის ცვლილებასთან დავაკავშიროთ. რა უნდა გავაკეთოთ? საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც უნდა აღვადგინოთ, გავაჯანსაზოთ ბუნება. მაგალითად, პრევენციის ერთ-ერთი საშუალება ტყეებში მცენარეთა მრავალფეროვნების გაზრდაა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია გასაკეთებელი საზოგადოების განათლების კუთხითაც“, — აღნიშნა კაკაბაძემ, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს.

„პირველი არხი“ დაინტერესდა, თუ როგორ აფასებს WWF-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ. 

„შეერთებულ შტატებში არაერთმა ორგანიზაციამ, პოლიტიკურმა ლიდერმა, კერძო სექტორის წარმომადგენელმა გაზარდა ძალისხმევა ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით. მოძრაობაც კი შეიქმნა „We are still in“, რომლის წევრები ამბობენ, რომ ისინი ხელს შეუწყობენ პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას. ამასთან, ტრამპის გადაწყვეტილება არ შეიძლება ამოქმედდეს 2020 წლამდე. ვიმედოვნებ, რომ მანამდე ტრამპი იფიქრებს ამ თემაზე. ჩვენ ვხედავთ, მაგალითად, ქარიშხლების დამანგრეველ ძალას. ეს ერთგვარი ნიშანია, რომ კლიმატის ცვლილების საკითხში უნდა ვიყოთ უფრო აქტიურები“, — დასძინა კაკაბაძემ.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის პრეზიდენტმა „პირველ არხს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.


დატოვე კომენტარი