საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1147

WWF-ის პრეზიდენტი იოლანდა კაკაბაძე: ჰესების მშენებლობისას ხშირად შეცდომებს ვუშვებთ

სანდრო ჯუფალაკიანი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-19 13:28:00

ჰესები ელექტროენერგიის წარმოებისთვის აუცილებელია, თუმცა ხშირად შეცდომებს ვუშვებთ, როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას, თუ სად უნდა აშენდეს სადგურები,  — განაცხადა ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) პრეზიდენტმა იოლანდა კაკაბაძემ

„პირველი არხი“ დაინტერესდა, თუ რას ფიქრობს კაკაბაძე მსგავს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ დიდი ჰესები გარემოზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

„ჩვენ არ გამოვდივართ კაშხლების წინააღმდეგ, უბრალოდ გვაქვს გარკვეული რჩევები. მაგალითად, სად უნდა განთავსდეს ეს კაშხლები და რა ფაქტორები უნდა იყოს გათვალისწინებული. ჰესები აუცილებელია ელექტროენერგიის წარმოებისთვის, ბევრი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ამ რესურსების ათვისება, მაგრამ ხშირად შეცდომებს ვუშვებთ, როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას, თუ სად უნდა აშენდეს სადგურები. არის ადგილები, სადაც გავლენა ბუნებაზე მცირეა და პირიქით. მაგალითად, ბიომრავალფეროვნების კუთხით მდიდარ ადგილებში კაშხლები არ უნდა აშენდეს. კიდევ ერთი რეკომენდაციაა, რომ ჰესები სასურველია განთავსდეს მდინარეების შენაკადებზე. ქვეყნებს უნდა ჰქონდეთ მკაფიო ხედვა იმისა, თუ სად უნდა აშენდეს სადგურები და სად არა“, — აღნიშნა კაკაბაძემ.

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის პრეზიდენტმა „პირველ არხს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.


დატოვე კომენტარი