function pluginCreated() {
// We don't need to see the plugin, so hide it by resizing
var plugin = document.getElementById('myPlugin');
plugin.height = 0;
plugin.width = 0;
plugin.callPluginMethod();
}
თემქაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც პირველ არხს ადგილზე განუცხადეს, მათთვის უცნობი ორი ახალგაზრდა კამათობდა, რასაც ორი გასროლა მოჰყვა. მათივე თქმით, დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს. მეორე მამაკაცი კი მიიმალა.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, სავარაუდოდ, მომხდარი ფაქტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, რომელიც შემთხვევის ადგილის სიახლოვეს არის.
შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი დანითაა დაჭრილი და ამ დროისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.