საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
493

გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში ხუთ საკითხზე შეთანხმდნენ

ელიტა ანდღულაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-19 18:17:00


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიციური პარტიები საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში ხუთ საკითხზე შეთანხმდნენ.

შეთანხმება ეხება, როგორც პროპორციულ საარჩევნო სისტემასა და პრეზიდენტის არჩევის წესს, ასევე საარჩევნო ბარიერის დაწევას და საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებას.

„საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ვითვალისწინებთ რა, კონსტიტუციის განუსაზღვრელ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და სახელწიფოებრივი გაძლიერებისათვის, აუცილებლად მივიჩნევთ ქვეყნის უმთავრესი კანონის განახლებული რედაქცია მიღებულ იქნეს კონსენსუსის საფუძველზე. კონსტიტუცია ვერ გახდება განსხვავებული სოციალურ-პოლიტიკური ხედვების მქონე მოქალაქეთა გამაერთიანებელი დოკუმენტი, თუ მას ექნება მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა. შესაბამისად, კონსტიტუციური რეფორმისთვის საჭირო საზოგადოებრივ-პოლიტიკური თანხმობის მინიმალური ხარისხის მიღწევის შესაძლებლობას ვხედავთ მხოლოდ შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვალასა (მანდატების განაწილების სამართლიანი წესით) და სახელმწიფოს მეთაურის პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნების შემთხვევაში.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, მიუხედავად განსხვავებული იდეოლოგიურ-პოლიტიკური პოზიციებისა, ვთანხმდებით კონსტიტუციის შემდეგ საკითხებზე:
1. პროპორციული საარჩევნო სისტემის (მანდატების განაწილების სამართლიანი წესით) დაუყოვნებლივ შემოღება და პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის წესის შენარჩუნება;
2. ბარიერის დაწევა 3%-მდე და საარჩევნო ბლოკების შენარჩუნება;
3. უშიშროების საბჭოს კონსტიტუციურ ორგანოდ შენარჩუნება; ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების უკეთ ორგანიზება;
4. საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება;
5. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გაძლიერება“, - აღნიშნულია მხარეებს შორის მომზადებულ დოკუმენტში.
პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები მმართველ გუნდს კონსულტაციების გამართვას კიდევ ერთხელ სთხოვენ.
„ეს საკითხები ძირითადად ეფუძნება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ითვალისწინებს ქართული საზოგადოების განწყობებს. კიდევ ერთხელ გვსურს აღვნიშნოთ, რომ კონსტიტუციის მიღების პროცესში კონსენსუსს აქვს უდიდესი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მნიშვნელობა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. შესაბამისად, სახელისუფლებო პოლიტიკურ პარტიას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ გამოიყენოს კონსტიტუციური პროექტის კონსენსუსით მიღების ისტორიული შანსი“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა