საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1002

„შინდისის“ მთავარი, საბრძოლო სცენების გადაღებისთვის გორთან ახლოს მდებარე სოფელი ორთაშენი შეირჩა

თათია კუჭუხიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-19 18:32:00

ქართული ფილმის „შინდისის“ გადაღებები დაიწყო. ფილმის მთავარი, საბრძოლო სცენების გადაღებისთვის გორთან ახლოს მდებარე სოფელი ორთაშენი შეირჩა. 

მძიმე ტექნიკითა და პიროტეკნიკით გაფორმებულ სცენებზე ჯგუფი მეხუთე დღეა მუშაობს. კინოსურათის საკვანძო ნაწილის დასრულება ამ ადგილას 25 სექტემბერს არის დაგეგმილი, რის შემდეგაც გადასაღები მოედანი ფილმის მთავარი გმირის, „ახმეტას“ ეპიზოდების გადასაღებად კასპის რაიონის სოფელ მეტეხში გადაინაცვლებს. 

გადაღებების მოსამზადებელი პერიოდი გასულ თვეს დაიწყო, როდესაც მსახიობთა 20-კაციანი შემადგენლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე ორი კვირით საცხოვრებლად შევიდა.

მხატვრულ ფილმს ირაკლი სოლომონაშვილის სცენარით, რომელიც 2008 წელს მომხდარ, რუსეთ-საქართველოს ომში რეალურად განვითარებულ მოვლენებს ეყრდნობა, რეჟისორი დიტო ცინცაძე იღებს.

ფილმის გადაღების იდეა, პროდიუსერ ედმონდ მინაშვილს ეკუთვნის, რომელსაც შინდისის გმირების შესახებ დოკუმენტური ფილმების ციკლი აქვს გადაღებული.

შინდისის“ გადაღებებისთვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 801 384 ლარი გამოიყო, თუმცა საპროდიუსერო ჯგუფს ფილმის დასასრულებლად ეს თანხა არ ჰყოფნის. ფილმის ბიუჯეტი, რომელიც საპროდიუსერო ჯგუფმა გაწერა, 2 მილიონ ლარს შეადგენს.

შინდისის გმირების შესახებ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღებები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სან პაულოს კინოფესტივალზე სამ ქართულ ფილმს აჩვენებენ
სან პაულოს კინოფესტივალზე სამ ქართულ ფილმს აჩვენებენ
სან პაულოს
წაკითხვა
ქართული ფილმი “8 წუთი“ მანჰეტენის ფესტივალის გამარჯვებულია
ქართული ფილმი “8 წუთი“ მანჰეტენის ფესტივალის გამარჯვებულია
ქართული ფილმი „8 წუთი“ მანჰეტენის ფესტივა
წაკითხვა
„შინდისი“ - ახალი ქართული ფილმის  გადაღებები გრძელდება
„შინდისი“ - ახალი ქართული ფილმის გადაღებები გრძელდება
ახალი ქართული ფილმის „შინდისი“ გადაღებები გრძელდება. ფილმის მთავარი, საბრძოლო სცენებისთვის გადასაღები მოედანი სოფელ ორთაშენშია მოწყობილი. &
წაკითხვა
ქართული ფილმი „8 წუთი“ მანჰეტენის ფესტივალის ფინალისტებს შორის მოხვდა
ქართული ფილმი „8 წუთი“ მანჰეტენის ფესტივალის ფინალისტებს შორის მოხვდა
მანჰეტენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტი
წაკითხვა
ტრაგიკული თარიღი - შინდისის ბრძოლას გადარჩენილი გმირები იხსენებენ
ტრაგიკული თარიღი - შინდისის ბრძოლას გადარჩენილი გმირები იხსენებენ
ტრაგიკულ თარიღს შინდისის ბრძოლის გადარჩენილი გმირები იხსენებენ. 2008 წლის 11 აგვისტოს ქართულ ოცეულს რუსი სამხედროები სოფელ შინდიდის რკინიგზ
წაკითხვა
9 წლის წინ შინდისთან გამართულმა უთანასწორო ბრძოლამ 17 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა - გმირების ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს
9 წლის წინ შინდისთან გამართულმა უთანასწორო ბრძოლამ 17 ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა - გმირების ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს
2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და გამორჩეული მოვლენა. 9 წლის წინ ამ დღეს შინდისთან გამართულმა უთანასწორო ბრძოლამ 17 ქარ
წაკითხვა
შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპულ გმირებს იხსენებენ
შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპულ გმირებს იხსენებენ
შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპულ გმირებს კიდევ ერთხელ იხსენებენ. ზუსტად 9 წლის წინ რუსულ აგრესიას შინდისთან 17 ქართველი სამხედროს სიც
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - 2008 წლის 11 აგვისტოს ქართულმა ოცეულმა ერთი ნაბიჯით არ დაიხია უკან  და 17 ჯარისკაცი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე
გიორგი კვირიკაშვილი - 2008 წლის 11 აგვისტოს ქართულმა ოცეულმა ერთი ნაბიჯით არ დაიხია უკან და 17 ჯარისკაცი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე
2008 წლის 11 აგვისტო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც  გმირობისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის კიდევ ერთი დღე,- ამის შესახებ
წაკითხვა