საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
431

არჩილ თალაკვაძე - მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩში მონაწილეობით ჩვენი პარტია არანაირ პოლიტიკურ აგიტაციას არ ეწევა

ანი ფაცია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-20 11:43:00

„არ ხდება სახელმწიფო ბიუჯეტის გამოყენება და კახი კალაძე ამ მატჩში მონაწილეობით არ აპირებს საარჩევნო კამპანიის გაკეთებას“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მატჩში „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახი კალაძის მონაწილეობასთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიების შესახებ საუბრისას აღნიშნა. 

„ბიუჯეტის თანხები, რომელიც ფედერაციას ერიცხება არ იხარჯება და ჩვენი კანდიდატი კახი კალაძე და ჩვენი პარტია ამ მატჩში მონაწილეობით არანაირ პოლიტიკურ აგიტაციას ან წინასაარჩევნო პროპაგანდას არ ეწევა. შესაბამისად, ერთადერთი კომენტარის გაკეთება შემიძლია - ეს უკმაყოფილება, რომელიც საქველმოქმედო მატჩთან დაკავშირებით გამოითქვა, არის ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილება და მათი დამოკიდებულება ჩვენი საარჩევნო კამპანიისადმი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოწვევით, 29 სექტემბერს თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან, მათ შორის: ფრანჩესკო ტოტი, კარლეს პუიოლი, რივალდო, დიდა, ანდრეი შევჩენკო, ხავიერ ძანეტი, ზვონიმირ ბობანი, სერჟინიო, პაოლო მალდინი, ლუკა ტონი, ერნან კრესპო, ვინსენტ კანდელა, მარეკ იანკულოვსკი, ალესანდრო კოსტაკურტა, დემეტრიო ალბერტინი, დინო ბაჯო, მასიმო ამბროზინი, მასიმო ოდო, მარკო დელვეკიო, სებასტიან ფრეი, ანჯელო დი ლივიო, ენრიკო ანონი, კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი, ჯუზეპე ფავალი, მაურო ტასოტი, ანჯელო კარბონე, ივან კორდობა, დარიო შიმიჩი, იბრაჰიმ ბა და პიეტრო ვერხოვოდი ესტუმრებიან. საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა, მიმდინარე წლის ზაფხულში ხანძრის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
არჩილ თალაკვაძე - შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ჩანს ხედვა, პროფესიონალიზმი და მოძრაობა
არჩილ თალაკვაძე - შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ჩანს ხედვა, პროფესიონალიზმი და მოძრაობა
შემიძლია ვთქვა, რომ 2018 წლის ბიუჯეტში ჩანს ხედვა, პროფესიონალიზმი და მოძრაობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალა
წაკითხვა
არჩილ თალაკვაძე შს მინისტრის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს
არჩილ თალაკვაძე შს მინისტრის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ამ ეტაპზე ვერ ხედავს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თ
წაკითხვა
თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე საკრებულოს მომავალი უმრავლესობის წევრებს ხვდება
თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე საკრებულოს მომავალი უმრავლესობის წევრებს ხვდება
ამ წუთებში  თბილისის
წაკითხვა
ალეკო ელისაშვილი - გამარჯვებას ვულოცავ კახი კალაძეს და ვუსურვებ, იყოს წარმატებული მერი
ალეკო ელისაშვილი - გამარჯვებას ვულოცავ კახი კალაძეს და ვუსურვებ, იყოს წარმატებული მერი
გამარჯვებას ვულოცავ კახი კალაძეს და ვუსურვებ, იყოს წარმატებული მერი, - ამის შესახებ მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა გა
წაკითხვა
კახი კალაძე - მზად ვარ შრომისთვის და მზად ვარ იმისთვის, რომ ვემსახურო ჩემს ქალაქს
კახი კალაძე - მზად ვარ შრომისთვის და მზად ვარ იმისთვის, რომ ვემსახურო ჩემს ქალაქს
ჩვენ ცესკო-ს მიერ ხმების დათვლას დაველოდე
წაკითხვა
კახი კალაძე - ყოველი დღე იქნება გამარჯვების დღე იმ პრობლემებსა და წუხილებზე, რომლებიც დედაქალაქის მოსახლეობას აქვს
კახი კალაძე - ყოველი დღე იქნება გამარჯვების დღე იმ პრობლემებსა და წუხილებზე, რომლებიც დედაქალაქის მოსახლეობას აქვს
პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - კახი კალაძემ ძალიან დამაჯერებელი და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა
ირაკლი კობახიძე - კახი კალაძემ ძალიან დამაჯერებელი და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა
საარჩევნო ადმინისტრაციას პატივი უნდა ვცეთ
წაკითხვა
არჩილ თალაკვაძე - ერთეული ინციდენტი, რომელიც შესაძლოა, უბნებზე მოხდეს, იქნება სათანადო რეაგირების საგანი
არჩილ თალაკვაძე - ერთეული ინციდენტი, რომელიც შესაძლოა, უბნებზე მოხდეს, იქნება სათანადო რეაგირების საგანი
ერთეული ინციდენტი, რომელიც შესაძლოა, უბნე
წაკითხვა