საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
784

სტეფანწმინდაში მდინარე ყუროს ხევის მონაკვეთზე მაგისტრალური გაზსადენის საჰაერო გადასასვლელი აშენდა

ელიტა ანდღულაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-20 14:16:00


სტეფანწმინდაში მდინარე  ყუროს ხევის მონაკვეთზე მაგისტრალური გაზსადენის საჰაერო გადასასვლელი აშენდა, რომლის საშუალებითაც ტრანზიტის სახით რუსეთიდან სომხეთს გაზი მიეწოდება. ახალი ინფრასრუქტურული პროექტი ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა მოინახულეს.

 მაგისტრალური გაზსადენის დიამეტრი 1200 მეტრია და პროექტის ჯამური ღირებულება 1 700 000 ლარია.

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი პროექტს ინოვაციურს უწოდებს. მისი განცხადებით, ამგვარი ტიპის საჰაერო გადასასვლელები მსოფლიოში არ არსებობს. 

" ეს არის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურა, რადგან მთლიანად არის სომხეთის მიწოდება გაზით ამ ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებული და ასევე ჩვენი ქვეყანა სატრანზიტო გადასახადებს გატარებული გაზიდან იღებს ამ მაგისტრალიდან. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასრუქტურაა და მისი ჩრდილოეთ მონაკვეთი გადის  საკმაოდ აქტიურ გეოდეზიურ ტერიტორიებზე, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის მაგისტრალური გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთის სამუშაოები მთლიანად ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ არის ჩატარებული . 

გენერალური დირექტორის დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, მშენებლობა გასული წლის შემოდგომიდან მიმდინარეობდა და 50 წლის განმავლობაში ობიექტს აღარ დააჭირდება ყურადღების მიქცევა.

"ერთ - ერთი შტო ამ გაზსადენის გადიოდა მდინარის კალაპოტში, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მდინარე ყუროს გააჩნია თავისებური, საკმაოდ რთული ჰიდროგეოლოგიური მდგომარეობა, მილსადენი კალაპოტში გაშიშვლდა, დაზიანდა და გამოუყენებელი გახდა. ქართველ სპეციალისტებთან და მეცნიერებთან ერთად იქნება შემუშავებული ინოვაციური პროექტი, რომლის მიხედვით გაზსადენი კვეთს მდინარეს დაკიდული ხიდის საშუალებით", - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა
სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია, ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა
სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია, ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა
ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელის ლ
წაკითხვა