საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
541

გარემოს დაცვის სამინისტრო - ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის მორიგი ფაქტები გამოვლინდა

გამოქვეყნებულია 2017-09-21 09:51:00


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ელექტროშოკური აპარატით უკანონო თევზჭერის ოთხი ფაქტი გამოავლინეს.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხაშურისა და მცხეთის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე, ასევე სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყირთან, მდინარე რიონზე, ​მოქალაქეები ე.წ. ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატებით, ნავებიდან ახდენდნენ უკანონო თევზჭერას.

სამინისტროს ცნობით, მათ ჯამში მოპოვებული ჰქონდათ 21 კგ-მდე სხვადასხვა სახეობის თევზი.

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერასთან ბრძოლა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. დეპარტამენტის თანამშრომლებს, რიგ შემთხვევებში, დაპირისპირება უწევთ კარგად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან, რომლებიც სწრაფმავალი ნავებით, გადამცემებითა და ღამის ხედვის საშუალებებით არიან აღჭურვილნი.

მიმდინარე წელს, 2017 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, უკანონო თევზჭერის 433 ფაქტი გამოვლინდა. აქედან, 175 ფაქტი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ამავე პერიოდში, ამოღებულია 25 ერთეული რეზინის ნავი, მათ შორის 7 ძრავზე მომუშავე, 45 ერთეული ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატი, 235 სახლართი ბადე და თევზჭერის სხვა აკრძალული იარაღები“,- აღნიშნულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა