საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1026

სოფელ ნიქოზში 22 სექტემბერს „სკვერის ბიბლიოთეკა“ გაიხსნება

თათია კუჭუხიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-21 12:36:00

სოფელ ნიქოზში 22 სექტემბერს „სკვერის ბიბლიოთეკა“ გაიხსნება.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტისთვის „სკვერის ბიბლიოთეკები“ სპეციალურად შეირჩა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლები, როგორებიცაა ანაკლია, ნიქოზი და დიცი. 

ამასთან, სამინისტროს ცნობით, სოფლებში არ არის ბიბლიოთეკები და თავშეყრის ისეთი ადგილები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა წიგნებით ისარგებლებს, განახორციელებს საგანმანათლებლო აქტივობებსა და შემეცნებით ღონისძიებებს.

პროექტის მიზანი საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე სოფლებში, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ქვეყანაში მიმდინარე კულტურულ პროცესებში ინტეგრირებაა.

ნიქოზის საჯარო სკოლის ეზოში ღია სამკითხველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე გახსნის. 

პროექტი „სკვერის ბიბლიოთეკები“  კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ინიციატივით  ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ პირველი არხის სახალხო გამოკითხვაში „წლის საუკეთესოს“ ნომინაციაში „წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა განათლებაში“ ხალხის რჩეული გახდა.



ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ზემო ნიქოზში მეკლდეურთა კლუბის პრეზენტაცია გაიმართა
ზემო ნიქოზში მეკლდეურთა კლუბის პრეზენტაცია გაიმართა
სოფელ ზემო ნიქოზში
წაკითხვა
ნიქოზში ანიმაციის რიგით მე-7 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
ნიქოზში ანიმაციის რიგით მე-7 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
სოფელ ნიქოზში ანიმაციის რიგით მე-7 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა.  ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება  ქართველი და უცხოელი ანიმატორე
წაკითხვა
ნიქოზში, ანიმაციის რიგით მე-7 საერთაშორისო ფესტივალი 1 სექტემბერს გაიხსნება
ნიქოზში, ანიმაციის რიგით მე-7 საერთაშორისო ფესტივალი 1 სექტემბერს გაიხსნება
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზში ანიმაციის რიგით მე-7 საერთაშორისო ფესტივალი 1 სექტემბერს გაიხსნება. 
წაკითხვა
„მშვიდობის გზავნილები ნიქოზიდან“ - პროექტი სოფელში „კავკასიურმა მოზაიკამ“ განახორციელა
„მშვიდობის გზავნილები ნიქოზიდან“ - პროექტი სოფელში „კავკასიურმა მოზაიკამ“ განახორციელა
„მშვიდობის გზავნილები ნიქოზიდან“ - ასე ჰქ
წაკითხვა
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს "ნიქოზი" EFFE-მ ევროპული ფესტივალის ხარისხი მიანიჭა
ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალს "ნიქოზი" EFFE-მ (Europe For Festivals Festivals For Europe) ევროპული ფესტივალის ხარისხ
წაკითხვა
დაპირისპირება ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში - მოსწავლეების მშობლები დირექტორის გადადგომას ითხოვენ
დაპირისპირება ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში - მოსწავლეების მშობლები დირექტორის გადადგომას ითხოვენ
მოსწავლეების მშობლები დირექტორის წინააღმდეგ. დაპირისპირება ზემო ნიქოზის საჯარო სკოლაში. აქციის მონაწილეები დირექტორის გადადგომას და სკოლიდა
წაკითხვა
ზემო ნიქოზში მშობლებისა და პედაგოგების ნაწილი სკოლის დირექტორის გადადგომას ითხოვს
ზემო ნიქოზში მშობლებისა და პედაგოგების ნაწილი სკოლის დირექტორის გადადგომას ითხოვს
ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის მოსწავლეების მ
წაკითხვა
გამწვანების აქცია სოფელ ნიქოზში
გამწვანების აქცია სოფელ ნიქოზში
გამწვანების აქცია სოფელ ნიქოზში - ღონისძიების ფარგლებში, ეროვნული საშენი მეურნეობიდან გამოყოფილი 100-მდე მუხისა და კაკლის ნერგები დაირგო. &
წაკითხვა