საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1720

ილია მეორემ მრევლს მიმართა, ხუთშაბათობით საქართველოს გადარჩენისა და გამთლიანებისთვის ილოცონ

ეთა მამალაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-21 14:11:00

პატრიარქის ლოცვა კურთხევით, ყოველ ხუთშაბათს 12:00 საათზე საქართველოს გადარჩენისა და გამთლიანებისთვის ლოცვებს წაიკითხავენ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა. 

ილია მეორემ საქართველოს ღვთისმშობლობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე კაცობრიობის გადარჩენის დასაწყისია. 

"უნდა ვიფიქროთ ჩვენს წარსულზე, დღევანდელ დღეზე და მომავალზე. უნდა ვიცოდეთ, რომ ყველაფერი ღვთისგანაა. ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რა უნდა გავაკეთოთ, რათა საქართველო გადავარჩინოთ. უნდა ითქვას, რომ დღევანდელი დღე არის საწყისი ჩვენი ცხოვრებისა. ხშირად გვეკითხებიან, რა უნდა გააკეთოს ეკლესიამ ადამიანის გადარჩენისათვის. ვფიქრობ, რომ ჩვენი გადარჩენა ჩვენს მთლიანობაშია. უნდა გავმთლიანდეთ და გავერთიანდეთ. ასეთი დღე უნდა იყოს გამოყოფილი. ეს დღე უნდა იყოს ხუთშაბათი. ყველას გეძლევათ ლოცვა კურთხევა, ვისაც გაქვთ სურვილი და დრო, ხუთშაბათობით დილით მობრძანდეთ წირვაზე , 10:00 საათზე კი მრევლი შეხვდება ერთმანეთს, 12:00 საათზე, იქნება ლოცვა საქართველოს გადარჩენისა და მთლიანობისათვის. ვფიქრობ, რომ ეს გამოიღებს დიდ შედეგს, ჩვენი ერი გამთლიანდება და გადარჩება", - აღნიშნა ქადაგებისას უწმინდესმა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ილია მეორე - გაჭირვებული ადამიანის დახმარება პირდაპირი გზაა სასუფეველში
ილია მეორე - გაჭირვებული ადამიანის დახმარება პირდაპირი გზაა სასუფეველში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
წაკითხვა
ილია მეორე კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - „ენერგიულობითა და გონიერებით მოკლე დროში სერიოზული ავტორიტეტი მოიპოვეთ“
ილია მეორე კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - „ენერგიულობითა და გონიერებით მოკლე დროში სერიოზული ავტორიტეტი მოიპოვეთ“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
წაკითხვა
ილია მეორე ლეჩხუმში უმაღლესი სასულიერო სკოლისა და სასტუმროს მშენებლობის სურვილს გამოთქვამს
ილია მეორე ლეჩხუმში უმაღლესი სასულიერო სკოლისა და სასტუმროს მშენებლობის სურვილს გამოთქვამს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
წაკითხვა
მთავრობის წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთეს
მთავრობის წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთეს
პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე -თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთეს ხელისუფლების პირველმა პირებმა
წაკითხვა
ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძრიდან სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა
ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძრიდან სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა. საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის ტაძარში მიმდინარ
წაკითხვა
საპატრიარქოს განმარტებით, დასალოცად მისული გვარის მიერ სამი ცხვრის შეწირვა, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა, ნებაყოფლობითი ქმედებაა
საპატრიარქოს განმარტებით, დასალოცად მისული გვარის მიერ სამი ცხვრის შეწირვა, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა, ნებაყოფლობითი ქმედებაა
დასალოცად მისული გვარის მიერ სამი ცხვრის შეწირვა, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა,
წაკითხვა
ილია მეორემ მრევლს მიმართა, ერთი დღე და ღამე იმარხულონ, ილოცონ და გაჭირვებულებს სამი ცხვარი შესწირონ
ილია მეორემ მრევლს მიმართა, ერთი დღე და ღამე იმარხულონ, ილოცონ და გაჭირვებულებს სამი ცხვარი შესწირონ
„კარგი იქნებოდა, რომ
წაკითხვა
პატრიარქი მრევლს და სამღვდელოების წარმომადგენლებს შეხვდა
პატრიარქი მრევლს და სამღვდელოების წარმომადგენლებს შეხვდა
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქმა მრევლთან და სამღვდელოების წარმომადგენლებთან პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნის
წაკითხვა