საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
490

ზაჰესის ხიდთან მისასვლელ გზას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღადგენს

თამარ წიკლაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-22 12:33:00

ზაჰესის ხიდთან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დიაგნოსტიკურ სამუშაოებს ატარებს და სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დღესვე დაიწყება, - ამის შესახებ GWP-ის ოპერაციების მართვის დირექტორმა მამუკა კიკალიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დაზიანება უმოკლეს ვადაში აღმოიფხვრება. კიკალიშვილი განმარტავს, რომ გზის ჩავარდნილ ნაწილსაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღადგენს. 

„მილი, რომელიც დაზიანდა, საბჭოთა პერიოდშია ჩადებული და შესაბამისად, დაზიანებისგან არავინ არ არის დაზღვეული. დაზიანდა და მოხდება აღდგენა. ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში, კომპანია ოპერატიულად მოქმედებს“, - განაცხადა კიკალიშვილმა. 

მისი თქმით, ეს არის რვა კილომეტრიანი ქსელი, რომლის რეაბილიტაცია დაგეგმილია, მაგრამ მას მოკლე დროში ვერ გამოცვლიან.

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის გივი კუბლაშვილის ინფორმაციით, დაზიანებულია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მაღალი წნევის მილი, რის გამოც გზის საფარი დაზიანდა. კუბლაშვილის განმარტებით, ხიდზე დაზიანებები არ არის, ხოლო აღდგენით სამუშაოებს GWP ატარებს და დაზიანებულ მონაკვეთს უახლოეს პერიოდში აღადგენს.

ზაჰესის ხიდთან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ის მაგისტრალური წყალსადენი მილი დაზიანდა, რამაც ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზაც დააზიანა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კახა კალაძემ ზაჰესის დასახლების ხიდთან მიმდინარე გზის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა
კახა კალაძემ ზაჰესის დასახლების ხიდთან მიმდინარე გზის აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა
ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველ
წაკითხვა
ზაჰესის ხიდთან დაზიანებული გზის აღსადგენად სამუშაოები დაიწყო
ზაჰესის ხიდთან დაზიანებული გზის აღსადგენად სამუშაოები დაიწყო
ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის დაზიანება კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მაგისტრალური წყალსადენი მილის გაფუჭებამ გამოიწვია. ადგილზე დი
წაკითხვა
თბილისის მერია - ზაჰესის ხიდის ჩამონგრევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია
თბილისის მერია - ზაჰესის ხიდის ჩამონგრევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია
ზაჰესის ხიდის ჩამონგრევის შესახებ გავრცელ
წაკითხვა
ზაჰესის ხიდზე 121 ნომერი ავტობუსის  მოძრაობა აღდგა
ზაჰესის ხიდზე 121 ნომერი ავტობუსის მოძრაობა აღდგა
ზაჰესის ხიდზე 121 ნომერი ავტობუსის  მოძრა
წაკითხვა
ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოების გამო, დღეს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება
ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოების გამო, დღეს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოძრაობა შეიზღუდება
ზაჰესის დასახლებაში ხიდის სამშენებლო სამუშაოების გამო, დღეს, 25 ნოემბერს, 22:00-დან 00:00 საა
წაკითხვა
თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, ხვალ ალტერნატიული მარშრუტი იმოქმედებს
თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, ხვალ ალტერნატიული მარშრუტი იმოქმედებს
ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოების გამო
წაკითხვა
ზაჰესის ხიდის მშენებლობა წლის ბოლოს უნდა დასრულდეს
ზაჰესის ხიდის მშენებლობა წლის ბოლოს უნდა დასრულდეს
გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტი. ზაჰესის ხიდის მშენებლობა ისე
წაკითხვა
"ლეიბორისტები" ავჭალაში მოსახლეობას შეხვდნენ
"ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენლები ავჭალაში შეიკრიბნენ. მათი თქმით, ადგილზე ზაჰესის ხიდის რებილიტაციის დასრულებას მოსახლეობა
წაკითხვა