საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2388

კოსმოსური გამოსხივების წარმომავლობის 50-წლიანი საიდუმლო ამოხსნილია

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-23 18:55:00

მრავალწლიანი ძალისხმევის შემდეგ, ბოლოსდაბოლოს დადგენილია იმ უმძლავრესი ენერგიის მქონე კოსმოსური გამოსხივების წარმოშობის ადგილი, რომელიც დედამიწაზე ეცემა. ირკვევა, რომ მათი წყარო ირმის ნახტომში არ მდებარეობს.  

უკვე თითქმის 50 წელია, ამ სხივების წარმომავლობის მისტერია მეცნიერებს საგონებელში აგდებს. თუმცა, ახალი კვლევას ხელთ აქვს პირველი სოლიდური მტკიცებულება, რომლის თანახმადაც, სუბატომური ნაწილაკები, რომლითაც დედამიწა გამუდმებით იბომბება, ჩვენი გალაქტიკის მიღმიდან მოდის; ეს კი ადასტურებს დიდი ხნის ვარაუდს. 

პიერ ოგერის ობსერვატორია საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა და კოსმოსური სხივების უმძლავრესი დეტექტორია მთელ მსოფლიოში. პროექტში ჩართულია 400-ზე მეტი მეცნიერი მსოფლიოს 18 ქვეყნიდან.  

„ჩვენ ახლა მნიშვნელოვნად ახლოს ვართ საიდუმლოს ამოხსნასთან — სად და როგორ წარმოიქმნება ეს გასაოცრად მცირე ნაწილაკები — კითხვა, რომელიც ასტროფიზიკოსთა უდიდეს ინტერესს იწვევს“, — აღნიშნა გერმანიის ვუპერტალის უნივერსიტეტის პროფესორმა კარლ-ჰაინც კამპერტმა.  

მაღალენერგიული კოსმოსური გამოსხივება არის რადიაცია, რომელიც შედგება ისეთი ელემენტების პროტონებისა და ატომბირთვებისგან, როგორებიცაა წყალბადი და რკინა; იგი სამყაროში თითქმის სინათლის სიჩქარით მოძრაობს. 

ეს გამოსხივება მილიონობით უფრო მეტ ენერგიას შეიცავს, ვიდრე ამის მიღწევა ადამიანის მიერ შექმნილი ნაწილაკთა ამაჩქარებლებითაა შესაძლებელი. 

აღსანიშნავია, რომ დედამიწამდე უიშვიათესი მათგანი აღწევს — წელიწადში დაახლოებით ერთი კოსმოსური სხივი ერთ კვადრატულ კილომეტრზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათი დაფიქსირებისა და ბუნების შესასწავლად, საჭიროა წარმოუდგენლად უზარმაზარი ობსერვატორია. 

პიერ ოგერის ობსერვატორია მოიცავს 3000 კვადრატულ კილომეტრს. დაახლოებით ამ ზომისაა იოსემიტეს ეროვნული პარკიც. 

ამ არეალს შიგნით მოქცეულია 1600 დეტექტორი, რომლებიც დედამიწის ატმოსფეროში შემოჭრილ კოსმოსურ სხივებს აფიქსირებენ. სხივები წარმოქმნიან პროტონების, ელექტრონებისა და მიუონების წვიმას, რომელიც აყალიბებს რამდენიმე კილომეტრ დიამეტრზე გადაჭიმულ ურთიერთქმედების გიგანტურ დისკს. თითოეულ ასეთ შეჯახებას რომელიმე კონკრეტული დეტექტორი აფიქსირებს. 

12 წლის განმავლობაში, ჯგუფმა დააფიქსირა 30 000-ზე მეტი კოსმოსური სხივი და იქვე რაღაც უცნაურიც შენიშნა. მათი დიდი ნაწილი კონკრეტული მიმართულებიდან მოდიოდა და როგორც შემდეგ გაირკვა, ამ მიმართულებით განსაკუთრებით მაღალია გალაქტიკათა სიმჭიდროვე. 

მილიონში ერთზე ნაკლები შანსია იმისა, რომ ასეთი რამ მხოლოდ ერთი მიმართულებიდან ხდებოდეს. 

„ეს მკაფიოდ მიუთითებს, რომ ეს ნაწილაკები წარმოშობით ჩვენი გალაქტიკის გარედან არიან, რაც ძალიან ამაღელვებელი მიგნებაა; ეს ყველაფერი გიგანტურ დეტექტორთან წლობით ფაქიზი მუშაობის შედეგია“, — ამბობს ადელაიდის უნივერსიტეტის პროფესორი ბრიუს დეივსონი. 

„ეს გახლავთ პირველი დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ შორეული გალქტიკებიდან დედამიწამდე აღწევს არა მხოლოდ ვარსკვლავთა სინათლე, არამედ რეალური ატმომური ნაწილაკებიც“. 

საინტერესოა, რა იწვევს კოსმოსურ გამოსხივებას? შემოთავაზებულ შესაძლებლობებს შორისაა სუპერმასიური შავი ხვრელები, გალაქტიკათა შეჯახებები, გამა-გამოსხივების ჭავლები და სუპერნოვები

ჯერჯერობით არც ერთი ეს ჰიპოთეზა არ დამტკიცებულა, მაგრამ საკმარისად გამოსადეგია მათი შესწავლაც. ისინი გვეხმარებიან, უკეთ გავიგოთ გალაქტიკათა შედგენილობა და პროცესები, რომელთა შედეგადაც ნაწილაკები ასეთ უკიდურეს სიჩქარეს კრეფენ. 

კოსმოსური სხივების შესწავლა შეიძლება ასევე დაგვეხმაროს იმის გარკვევაშიც, თუ როგორ წარმოიქმნება ატომის ბირთვი. 

ჯგუფს ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო ელის წინ, თუმცა, უპირველესად საჭიროა ობსერვატორიის განახლება, რათა დადგინდეს ნაწილაკთა წარმოშობის წყარო. განახლებულ ტექნიკას შეეძლება სიგნალების უფრო სწრაფად და აკურატულად დაჭერა; საჭიროა დამატებითი დეტექტორებიც. 

კვლევა ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა. 

მომზადებულია adelaide.edu.au-სა და ScienceAlert-ის მიხედვით  

 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე ძველი სპირალური გალაქტიკა
აღმოჩენილია სამყაროს ყველაზე ძველი სპირალური გალაქტიკა
აღმოჩენილია ამ დრომდე უძველესი სპირალური
წაკითხვა
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
სპირალურ გალაქტიკათა კიდეებზე, სავარაუდოდ, უამრავი შავი ხვრელი იმალება
ჩვენი გალაქტიკის მსგავსი სპირალური გალაქტიკების გარეუბნები შეიძლება გადაჭედილი იყოს ერთმანეთთ
წაკითხვა
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]
ახლომდებარე გალაქტიკათგროვის მძვინვარე წარსული უპრეცედენტო დეტალებში გადაიღეს [ფოტო]
მძვინვარე გალაქტიკა, რომელიც მეზობლებს ფლ
წაკითხვა
რატომ და როგორ იღებენ გალაქტიკები უცნაურ ფორმებს - ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
რატომ და როგორ იღებენ გალაქტიკები უცნაურ ფორმებს - ბოლოსდაბოლოს გარკვეულია
1926 წელს, ცნობილმა ასტრონომმა ედუინ ჰაბლ
წაკითხვა
5 მლრდ სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა სამყაროს მაგნეტიზმის საიდუმლოს ამხელს
5 მლრდ სინათლის წლის მანძილზე მდებარე გალაქტიკა სამყაროს მაგნეტიზმის საიდუმლოს ამხელს
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ახალი მტკიცებულება
წაკითხვა
ჩვენი სხეულის შემადგენელ ატომთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ სხვა გალაქტიკებიდანაა მოსული
ჩვენი სხეულის შემადგენელ ატომთა ნახევარზე მეტი სავარაუდოდ სხვა გალაქტიკებიდანაა მოსული
როგორც ახალი კვლევიდან ირკვევა, ირმის ნახტომის მატერიის ნახევარი — მათ შორის ყველა ჩვენგანის
წაკითხვა
აღმოჩენილია გალაქტიკათა სუპერგროვა, რომელიც კოსმოსზე თქვენს წარმოდგენას შეცვლის
აღმოჩენილია გალაქტიკათა სუპერგროვა, რომელიც კოსმოსზე თქვენს წარმოდგენას შეცვლის
ასტრონომებმა დედამიწიდან 4 მილიარდი სინათ
წაკითხვა
ირმის ნახტომის უსწრაფესი ვარსკვლავები სხვა გალაქტიკიდანაა გამოქცეული
ირმის ნახტომის უსწრაფესი ვარსკვლავები სხვა გალაქტიკიდანაა გამოქცეული
როგორც ასტრონომთა ჯგუფმა დაადგინა, ჩვენი გალაქტიკის ყველაზე სწრაფად მოძრავი ვარსკვლავები, რომ
წაკითხვა