function pluginCreated() {
// We don't need to see the plugin, so hide it by resizing
var plugin = document.getElementById('myPlugin');
plugin.height = 0;
plugin.width = 0;
plugin.callPluginMethod();
}
ინგლისის პრემიერლიგის მეექვსე ტურში ორივე მანჩესტერულმა გუნდმა მოიგო - ისინი კვლავაც დაუმარცხებლები არიან და 16-16 ქულით ლიდერობენ ჩემპიონატს.
„მანჩესტერ სიტი“ უიმედო აუტსაიდერ „კრისტალ პალასს“ ხვდებოდა, რომელსაც ხუთიდან ხუთი წაგება ჰქონდა და ნული ეწერა გატანილი გოლების გრაფაში.
სტუმრებმა 44-ე წუთამდე გაძლეს და შემდეგ ხუთი გოლი მიიღეს სანესგან, სტერლინგისგან (ორი), აგუეროსგან და დელფისგან. დავიდ სილვამ და სანემ ორ-ორი საგოლე პასი შეასრულეს. საბოლოოდ, „სიტიმ“ 5:0 მოიგო.
რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედს“, მან ერთადერთი გოლით მოუგო სტუმრად „საუთჰემპტონს“ - 1:0. მე-20 წუთზე რომელუ ლუკაკუმ გაიტანა და ეს ბელგიელის მეექვსე გოლი იყო პირველ ექვს ტურში - აქამდე, ასეთი რამ „იუნაიტედში" მხოლოდ ლუის საას ჰქონდა გაკეთებული.
გათამაშების ცხრილში მესამე ადგილზეა „ჩელსი“, რომელმაც „სტოკი“ გაანადგურა - 4:0. ჰეთთრიკი შეასრულა ალვარო მორატამ. ბომბარდირთა დავაში 6-6 გოლით ის აგუეროსთან და ლუკაკუსთან ერთად ლიდერობს.