საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
6182

ილია მეორე - ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები შემოივლის მთელ ქვეყანას და შეხედავს, როგორ გამოიყურება მის გარეშე საქართველო

ეთა მამალაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-24 14:23:00


ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები შემოივლის მთელს ქვეყანას და შეხედავს, როგორ გამოიყურება მის გარეშე საქართველო, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. 

უწმინდესის თქმით, ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანება ზეიმია. 

„გილოცავთ ამ დიდებულ დღეს. ძალიან ხშირად გვეკითხებიან, რატომ არის ქართველი ასეთი მორწმუნე. ერი, რომელსაც ჰყავს ამდენი წმინდანი, ამდენი მოწამე, როგორ შეიძლება მორწმუნე არ იყოს. დღეს მთელი ქართველი ხალხი თითქოს შეუერთდა ცას. ცა და ქვეყანა გამთლიანდა. ზეიმია ცასა და ქვეყანასა ზედა. ჩვენთან დაბრუნდა ჩვენი საყვარელი დედოფალი, მისი უდიდებულესობა ქეთევანი. ღმერთმა ინებოს, რომ ქეთევანის ლოცვით დამშვიდდეს ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო. ხვალ შუადღეს წმინდა ნაწილები გადაბრძანდება კახეთში, ალავერდის ტაძარში. ასე შემოივლის წმინდა ნაწილები მთელ საქართველოს და შეხედავს, როგორ გამოიყურება საქართველო მის გარეშე. ახლა ქეთევანი შეგვეწევა და უკეთესი ცხოვრება გვექნება. დედოფალი ქეთევანი ჩვენთანაა, მაშასადამე ნურაფრისა ნუ გეშინიათ“, - აღნიშნა პატრიარქმა. 

განსაკუთრებული ღვაწლისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს მადლობის ნიშნად ღვთისმშობლის ხატი გადასცა.

"მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას ვინც, იღვაწა და ვინც იპოვა ეს წმინდა ნაწილები. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა კულტურის მინისტრს, მიხეილ გიორგაძეს იმ დიდი ღვაწლისათვის რომელიც მან გასწია. ნიშნად დიდი პატივისა მე გადავცემ ღვთისმშობლის ხატს. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო ინდოეთს და ელჩს", - აღნიშნა პატრიარქმა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ილია მეორე - გაჭირვებული ადამიანის დახმარება პირდაპირი გზაა სასუფეველში
ილია მეორე - გაჭირვებული ადამიანის დახმარება პირდაპირი გზაა სასუფეველში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
წაკითხვა
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამცხე-ჯავახეთშია
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამცხე-ჯავახეთშია
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამცხე-ჯავახეთშია. წმინდა ნაწილები
წაკითხვა
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამცხე-ჯავახეთშია
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამცხე-ჯავახეთშია
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები სამცხე-ჯავახეთშია. წმინდა ნაწილები დღეს ასპინძაში, ხ
წაკითხვა
ილია მეორე კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - „ენერგიულობითა და გონიერებით მოკლე დროში სერიოზული ავტორიტეტი მოიპოვეთ“
ილია მეორე კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - „ენერგიულობითა და გონიერებით მოკლე დროში სერიოზული ავტორიტეტი მოიპოვეთ“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
წაკითხვა
ილია მეორე ლეჩხუმში უმაღლესი სასულიერო სკოლისა და სასტუმროს მშენებლობის სურვილს გამოთქვამს
ილია მეორე ლეჩხუმში უმაღლესი სასულიერო სკოლისა და სასტუმროს მშენებლობის სურვილს გამოთქვამს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
წაკითხვა
მთავრობის წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთეს
მთავრობის წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთეს
პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე -თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთეს ხელისუფლების პირველმა პირებმა
წაკითხვა
ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძრიდან სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა
ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძრიდან სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა. საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის ტაძარში მიმდინარ
წაკითხვა
საპატრიარქოს განმარტებით, დასალოცად მისული გვარის მიერ სამი ცხვრის შეწირვა, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა, ნებაყოფლობითი ქმედებაა
საპატრიარქოს განმარტებით, დასალოცად მისული გვარის მიერ სამი ცხვრის შეწირვა, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა, ნებაყოფლობითი ქმედებაა
დასალოცად მისული გვარის მიერ სამი ცხვრის შეწირვა, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა,
წაკითხვა