საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
454

გერმანიაში ეგზიტპოლების შედეგებით უკმაყოფილო მოქალაქეები ულტრამემარჯვენე პარტიის ​ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ

სალომე თორაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-24 21:20:00

ეგზიტპოლების შედეგებით უკმაყოფილო მოქალაქეები ულტრამემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მთავარ ოფისთან საპროტესტო აქციას მართავენ. 

ასობით აქციის მონაწილე სხვადასხვა ლოზუნგებს სკანდირებს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.

წ​ინასწარი შედეგების მიხედვით, პარტიამ ამომრჩევლების ხმათა 13 პროცენტის მიღება და პარლამენტში მანდატების მოპოვება შეძლო.

პარტიის მიერ 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა დიდ გამოწვევად შეაფასა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა. ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი აღნიშნავს, რომ მისი პარტია დეტალურ ანალიზს ჩაატარებს და ამომრჩეველთა ხმების კვლავ მოპოვებას შეეცდება. 
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების, ევროს ვალუტაზე უარის თქმისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების ინიციატივით გამოდის.

შეგახსენებთ, ეგზიტპოლების მიხედვით, ქრისტიან-დემოკრატიულმა და ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა ამომრჩეველთა ხმების 33,5 % მიიღო. მეორე ადგილზეა სოციალ-დემოკრატიული პარტია, რომელსაც ევროპარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მარტინ შულცი უდგას სათავეში. ეგზიტპოლის მიხედვით, პარტიამ 21% მიიღო. მესამე ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 13%-ით. მეოთხე ადგილზე არიან ლიბერალები - „თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ“ 10% მიიღო.

ხუთპროცენტიანიბარიერი ასევე გადალახეს მწვანეებმა და მემარცხენე პარტია Die Linke-მ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გერმანიაში ქურთების მიერ გამართულ აქციაზე 15 პოლიციელი დაშავდა
გერმანიაში ქურთების მიერ გამართულ აქციაზე 15 პოლიციელი დაშავდა
გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში ქურთების მიერ გამართული აქციის დროს 15 პოლიციელი დაშავდა. 
წაკითხვა
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის წინასა
წაკითხვა
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
საჩივრებს განიხილავს ცენტრალური საარჩევნო
წაკითხვა
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მ
წაკითხვა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მ
წაკითხვა
გერმანიის შს მინისტრი - „ჩვენ მასშტაბური ტერაქტი აღვკვეთეთ“
გერმანიის შს მინისტრი - „ჩვენ მასშტაბური ტერაქტი აღვკვეთეთ“
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას
წაკითხვა
გერმანიაში ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი დააკავეს
გერმანიაში ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი დააკავეს
გერმანიის ქალაქ კარლსრუეში ტერაქტის დაგეგ
წაკითხვა
ლაიფციგის დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ფესტივალზე საქართველოდან 11 დოკუმენტურ და ორ ანიმაციურ ფილმს აჩვენებენ
ლაიფციგის დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ფესტივალზე საქართველოდან 11 დოკუმენტურ და ორ ანიმაციურ ფილმს აჩვენებენ
ლაიფციგის დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების მე-60 საიუბილეო ფესტივალზე, ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და პრესტიჟულ
წაკითხვა