საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
4139

დონალდ ტრამპმა აშშ-ში შესვლა კიდევ სამი ქვეყნის მოქალაქეებს შეუზღუდა

სალომე თორაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-25 09:41:00


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა კიდევ სამი ქვეყნის მოქალაქეებს შეუზღუდა. მათ შორის ჩრდილოეთ კორეა, ვენესუელა და ჩადია

აღსანიშნავია, რომ არაბული ქვეყნების მოქალაქეთათვის დაწესებულ შეზღუდვას ვადა კვირას, 24 სექტემბერს ამოეწურა. ახლად დამატებული ქვეყნებისთვის, ისევე, როგორც სიაში უკვე არსებულთათვის, გამკაცრებული შემზღუდველი ზომები 18 ოქტომბრიდან ამოქმედდება და შეზღუდვები გავრცელდება იმ პირებზეც, რომელთაც აშშ-ში მაცხოვრებლებთან მჭიდრო კონტაქტები აკავშირებთ. მანამდე კი ძალაში რჩება ძველი პირობები. თუმცა, არაბული ქვეყნების სიაში ცვლილებები განხორციელდა და ნუსხიდან სუდანი, უფრო ადრე კი ერაყი ამოიღეს.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გადაწყვეტილებას ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვით ხსნის. „ჩემი ნომერ პირველი პრიორიტეტი ამერიკის უსაფრთხოებაა. ჩვენს ქვეყანაში ვერ მივიღებთ მათ, ვისთვისაც ვერ შევძლებთ უსაფრთხო შერჩევის უზრუნველყოფას“, – წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში და განმარტავს, რომ სიაში ახლად დამატებული ვენესუელისა და ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებები შეერთებულ შტატებთან სავიზო და უსაფრთხოების საკითხებში არ თანამშრომლობენ. 

ვენესუელის შემთხვევაში, აკრძალვა სახელმწიფო მოხელეებს, მათი ოჯახის წევრებსა და ბიზნეს და ტურისტულ ვიზებს შეეხება. სხვა შემთხვევაში კი ამოქმედდება დამატებითი შეზღუდვები. 

1-ლი სექტემბრიდან აშშ-ის მოქალაქეებისთვის, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, უკვე მოქმედებს ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრებაზე შეზღუდვა, ახლა კი აკრძალვა უკუმიმართულებითაც გავრცელდება. 

სიაში კვლავ რჩება ირანი, იემენი, ლიბია, სირია და სომალი, რომელთა მოქალაქეებისთვისაც კვლავ შეჩერებულია როგორც საიმიგრაციო, ასევე არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა. ახალ შეზღუდვებს ირანელებისთვის შეურაცხყოფად აფასებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი.

წყარო: Reuters

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ. NBC
წაკითხვა
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ი
წაკითხვა
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ
ამერიკელ სენატორ რენდი პოლს თავს დაესხნენ. ინფორმაციას ამის შესახებ CBS-ო ავრცელებს.
წაკითხვა
დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს დროს, შესაძლოა, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს
დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს დროს, შესაძლოა, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს
დონალდ ტრამპი, აზიური ტურნეს ფარგლებში, ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბორტ ნომერ ერთზე ჟურნალისტებს უთხრა.
წაკითხვა
მასაჩუსეტსის შტატში იარაღის გაყიდვის ახალი რეგულაციები შეიმუშავეს
მასაჩუსეტსის შტატში იარაღის გაყიდვის ახალი რეგულაციები შეიმუშავეს
მასაჩუსეტსი ამერიკის პირველი შტატია, რომე
წაკითხვა
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
წაკითხვა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპულ ტურნეს იწყებს. ჯეიმს მეტისი 6-10 ნოემბერს ევროპის რამდენიმე ქვეყნას ესტუმრება.
წაკითხვა
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სომალიში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ავიაიერიშები მიიტანეს
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სომალიში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ავიაიერიშები მიიტანეს
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა სომალიში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოზე ავიაიერიშები მიიტანეს. ინფორმაციას აშშ-ის აფრიკის სარდლობის პრესსამსახური ა
წაკითხვა