საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
484

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ხელისუფლებას აფგან მუხტარლის საქმის სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდებს

გურამ როგავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-25 11:21:00


საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებისგან აფგან მუხტარლის საქმის სრულყოფილ გამოძიებას, მისთვის და მისი მეუღლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. 

ორგანიზაციები “თავისუფლება ახლა” (აშშ), “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი - EMC” (საქართველო), “საერთაშორისო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (ბელგია) ამ წუთებში “სოროსის ფონდში” მართავენ ანგარიშის პრეზენტაციას: “რეპრესიები საზღვრების მიღმა: აზერბაიჯანის დევნილი მოქალაქეები საქართველოში”.

ანგარიშში ასახულია ფაქტები, როცა საქართველოში ჩამოსულ აზერბაიჯანელ დისიდენტებს ემუქრებიან, ავიწროებენ და თავს ესხმიან. ასევე, საუბარია ტენდენციაზე, როცა დისიდენტებს, ხშირ შემთხვევაში, დაუსაბუთებლად ეუბნებიან უარს დევნილის სტატუსისა, თუ ბინადრობის მოწმობის გაცემაზე.

არასამთავრობო ორგანიზაციები წარმოდგენილ ფაქტებზე ხელისუფლებისგან რეაგირებას და სრულყოფილ გამოძიებას მოითხოვენ.

“დროა, საქართველოს მთავრობამ მკვეთრად დააფიქსიროს, რომ ის ადამიანის უფლებებს არ შეწირავს აზერბაიჯანის ავტორიტარულ რეჟიმთან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნებას. ბოლო წლების განმავლობაში აზერბაიჯანი ახორციელებს სისტემურ პოლიტიკას კრიტიკული ხმის ჩახშობის კუთხით და ამ დროისთვის 100-ზე მეტი დისიდენტია პატიმრობაში”,-აღნიშნულია არასამთავრობოების ერთობლივ კვლევაში.

კვლევის პრეზენტაცია ერთი კვირის წინ ვარშავაში, ეუთო-ს ვალდებულებათა შესრულების შეფასების ყოველწლიურ შეხვედრაზე გაიმართა. დოკუმენტი საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს გაეგზავნება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესტონეთის პრეზიდენტს ხვდებიან
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესტონეთის პრეზიდენტს ხვდებიან
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს ხვდებიან. შეხვედრა სასტუ
წაკითხვა
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიამ არაკონსტიტუციურად ცნო მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეების ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვერ სარგებლობდა
საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიამ არაკონსტიტუციურად ცნო მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეების ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვერ სარგებლობდა
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს მთავრობის 2013 წლის დადგენილება, რომლის მიხედვითაც საყოველთაო
წაკითხვა
ნილ სკოტი - საქართველოს მთავრობის ღიაობის კუთხით უკვე დიდი სამუშაო ჩატარდა
ნილ სკოტი - საქართველოს მთავრობის ღიაობის კუთხით უკვე დიდი სამუშაო ჩატარდა
სამი საკითხი შეგვიძლია პრიორიტეტად დავასა
წაკითხვა
აშშ-ის საელჩო - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საჩივარი
აშშ-ის საელჩო - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სწრაფად და გამჭვირვალედ გამოიძიოს არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საჩივარი
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სწრაფად
წაკითხვა
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ინფორმაციით, 10:30 საათისთვის, რამდენიმე საარჩევნო უბანზე მცირე პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა
განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის ინფორმაციით, 10:30 საათისთვის, რამდენიმე საარჩევნო უბანზე მცირე პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა
10:30 საათისათვის, განვითარებისა და დემოკ
წაკითხვა
არჩევნებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა მედიაცენტრი ოფიციალურად გაიხსნა
არჩევნებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა მედიაცენტრი ოფიციალურად გაიხსნა
ექვსი ადგილობრივი არასამთავრობო, სადამკვი
წაკითხვა
მესამე სექტორი ხელისუფლებას აფგან მუხტარლის საქმის სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდებს
მესამე სექტორი ხელისუფლებას აფგან მუხტარლის საქმის სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდებს
რეპრესიები საზღვრებს მიღმა: აზერბაიჯა
წაკითხვა
ლეილა მუსტაფაევა მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს - რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას აფგან მუხტარლის მეუღლესთან
ლეილა მუსტაფაევა მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს - რა კითხვები ჰქონდა გამოძიებას აფგან მუხტარლის მეუღლესთან
ლეილა მუსტაფაევა მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს.  აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის მეუღლე საგამოძიეო უწყებაში ადვოკატთან ერთად მი
წაკითხვა