საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
575

ირაკლი კობახიძე - საარჩევნო ბლოკებისა და ბონუსების საკითხზე ახალი კონსტიტუციური კანონის ინიცირებას პარლამენტი მომავალი წლის მარტიდან დაიწყებს

მარიამ ცარელაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-25 16:29:00

საარჩევნო ბლოკებისა და ბონუსების ახალი კონსტიტუციური კანონის ინიცირებას პარლამენტი მომავალი წლის მარტიდან დაიწყებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. 

ირაკლი კობახიძემ მესამე მოსმენით წარმოდგენილი ცვლილებების დროს ახსენა, რომ მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინებას აპირებს, თუმცა შესწორებები მოხდება ახალი კონსტიტუციური კანონის ინიცირებით.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ეს ეხება ორ საკითხს: ბონუსების ამოღებას და ერთჯერადად საარჩევნო ბლოკების დატოვებას. კობახიძემ განმარტა, რომ რადგან ვენეციის კომისიის ორივე შენიშვნა არასარედაქციო ხასიათისაა, მათი განხილვა, დარჩენილი, მესამე მოსმენის ფორმატში ვეღარ მოხდება.

ოპოზიციონერებმა უმრავლესობას სხდომაზე საკუთარი წინადადება შესთავაზეს, რომ არსებული კონსტიტუციური კანონპროექტი მეორე მოსმენაზე დაებრუნებინათ და მომხდარიყო ახალი ცვლილებების დამატება. 

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ სამართლებრივად ეს შეუძლებელი იყო. გიორგი კახიანმა კონსტიტუციის და რეგლამენტის მუხლები დაასახელა. 

მისი თქმით, კონსტიტუციური კანონპროექტის საპარლამენტო მოსმენებს შორის მინიმუმ სამთვიანი ვადა უნდა იყოს.

პარლამენტის თავმჯდომარემ უმცირესობის კითხვებზე საპასუხოდ იგივე არგუმენტი დაასახელა.

ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სამართლებრივი სირთულეების გათვალისწინებით მიმდინარე განხილვა მინიმუმ თებერვლამდე გადაიდება, ახალი ცვლილებების ინიცირება კი უკვე მარტში იქნება შესაძლებელი და მას არანაირი დამატებითი რესურსი არ დასჭირდება.

დეპუტატებმა სხდომის ბოლოს კენჭი უყარეს არსებული პროექტის მესამე მოსმენით პლენარულ სესიაზე განხილვას. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას პარლამენტი მესამე, მოსმენით ხვალ აპირებს. ეს ბოლო კენჭისყრა იქნება. იმისთვის რომ ქვეყანაში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდეს პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფი დააკომპლექტა
პარლამენტმა ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფი დააკომპლექტა
ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვების საორგანიზაციო ჯგუფის წევრების ვინაობა ცნობილია. 
წაკითხვა
მიხეილ ბენიძე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს
მიხეილ ბენიძე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს
"სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების
წაკითხვა
კონსტიტუციაში ტერმინი “ხმოსანი“ “საარჩევნო კოლეგიის წევრით“ იცვლება
კონსტიტუციაში ტერმინი “ხმოსანი“ “საარჩევნო კოლეგიის წევრით“ იცვლება
საქართველოს ახალი კონსტიტუციური პროექტი,
წაკითხვა
პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია - რას ითვალისწინებს კონსტიტუციური პროექტი
პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია - რას ითვალისწინებს კონსტიტუციური პროექტი
პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება მოხდა, რომელსაც ხელს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი 116 დეპუტატი აწერს.&l
წაკითხვა
საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარე - საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება
საუდის არაბეთის მაჯლის ალ-შურას თავმჯდომარე - საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება
საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება, - ეს განცხადება საუდის არაბეთის სამეფოს
წაკითხვა
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი შედგა ხალხთან
ირაკლი კობახიძე - საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი შედგა ხალხთან
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განც
წაკითხვა
იან კელი - აშშ-ის საელჩო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება
იან კელი - აშშ-ის საელჩო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად, კონსტიტუციაში ახალი ცვლილებების ინიცირებას მიესალმება
წაკითხვა
იან კელი - ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტიტუციის გაუმჯობესების შეთავაზებულ ვარიანტს, რომელიც მმართველმა პარტიამ წარადგინა
იან კელი - ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტიტუციის გაუმჯობესების შეთავაზებულ ვარიანტს, რომელიც მმართველმა პარტიამ წარადგინა
ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს, ვენეციის
წაკითხვა