საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
737

ანგელა მერკელი - ვიღებ პასუხისმგებლობას დაკარგულ ხმებზეც და ყველაფერს გავაკეთებ, მათი მხარდაჭერის დასაბრუნებლად

ქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-25 16:43:00

მე ვიღებ პასუხისმგებლობას ამომრჩეველზე, დაკარგულ ხმებზეც და გავაკეთებ ყველაფერს, მათი მხარდაჭერის დასაბრუნებლად, - ამის შესახებ ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

„გასული წლის შემოდგომაზე მე ვფიქრობდი, მიმეღო თუ არა მონაწილეობა არჩევნებში. ვიცოდი, რომ წინასაარჩევნო კამპანია რთული იქნებოდა, ჩემს წინაშე ბევრი გამოწვევა იქნებოდა, მაგრამ მე ეს გადაწყვეტილება მივიღე. ჩვენ გვაქვს მანდატი მთავრობის ფორმირებისთვის და ეს არის მთავარი. დავამტკიცეთ, რომ ყველაზე ძლიერ პარტიას წარმოვადგენთ“, - აღნიშნა მერკელმა. 

პრესკონფერენციაზე საუბარი საიმიგრაციო პოლიტიკას და ულტრამემარჯვენე პარტიის მიერ არჩევნებზე მიღებულ შედეგსაც შეეხო. კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ სწორედ მოიქცა მიგრანტებთან დაკავშირებით და გაუღებს თუ არა ისევ საზღვრებს მიგრანტებს მერკელმა აღნიშნა: „მიგრანტების წინააღმდეგ მე ვერ გამოვიყენებდი წყლის ჭავლს, მიგრანტებთან დაკავშირებით და წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც, მოვიქცეოდი ისე, როგორც მოვიქეცი“.

ანგელა მერკელი ამბობს, რომ ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრებმა ლტოლვილებისა და მიგრანტების თემა არჩევნებში წარმატების მისაღწევად გამოიყენეს და წინასაარჩევნო კამპანიის დროს ორი წლის განმავლობაში მილიონამდე ლტოლვილის ქვეყანაში შემოსვლას გმობდნენ.

„კოალიციის ფორმირებაზე პასუხისმგებელი პარტიები, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, მაინც იპოვიან გამოსავალს. ამ პროცესზე კი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრებს გავლენა ვერ ექნებათ“, - აღნიშნა მერკელმა. 

შეგახსენებთ, 24 სექტემბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად, მერკელის ბლოკის წევრები ახალი მოწვევის პარლამენტში 709-დან 249 მანდატს მიიღებენ. გერმანიის საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბუნდესტაგში სოციალ-დემოკრატებს 153 დეპუტატი ეყოლებათ. ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ 94 დეპუტატს შეიყვანს პარლამენტში. თავისუფალი დემოკრატები - 80, მწვანეები - 67, ხოლო მემარცხენე Die Linke 69 ადგილს მიიღებს. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გერმანიაში ქურთების მიერ გამართულ აქციაზე 15 პოლიციელი დაშავდა
გერმანიაში ქურთების მიერ გამართულ აქციაზე 15 პოლიციელი დაშავდა
გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში ქურთების მიერ გამართული აქციის დროს 15 პოლიციელი დაშავდა. 
წაკითხვა
ანგელა მერკელის განცხადებით, სამ პარტიას სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით რთული მოლაპარაკებები ელის
ანგელა მერკელის განცხადებით, სამ პარტიას სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით რთული მოლაპარაკებები ელის
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ სამ პარტიას სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბება
წაკითხვა
კანადა მომდევნო სამ წელიწადში მილიონ მიგრანტს მიიღებს
კანადა მომდევნო სამ წელიწადში მილიონ მიგრანტს მიიღებს
კანადა მომდევნო სამ წელიწადში მილიონ მიგრანტს მიიღებს. ამის შესახებ ნათქვამია გეგმაში, რომელიც კანადი
წაკითხვა
მერკელი - „ტოლერანტობა ევროპის სულია“
მერკელი - „ტოლერანტობა ევროპის სულია“
გერმანიის პროტესტანტული რეფორმაციის 500 წ
წაკითხვა
გერმანიის შს მინისტრი - „ჩვენ მასშტაბური ტერაქტი აღვკვეთეთ“
გერმანიის შს მინისტრი - „ჩვენ მასშტაბური ტერაქტი აღვკვეთეთ“
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას
წაკითხვა
გერმანიაში ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი დააკავეს
გერმანიაში ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი დააკავეს
გერმანიის ქალაქ კარლსრუეში ტერაქტის დაგეგ
წაკითხვა
ლაიფციგის დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ფესტივალზე საქართველოდან 11 დოკუმენტურ და ორ ანიმაციურ ფილმს აჩვენებენ
ლაიფციგის დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების ფესტივალზე საქართველოდან 11 დოკუმენტურ და ორ ანიმაციურ ფილმს აჩვენებენ
ლაიფციგის დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების მე-60 საიუბილეო ფესტივალზე, ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ და პრესტიჟულ
წაკითხვა
გერმანიას და ჩეხეთს ქარიშხალმა გადაუარა
გერმანიას და ჩეხეთს ქარიშხალმა გადაუარა
გერმანიას და ჩეხეთს ქარიშხალმა გადაუარა.
წაკითხვა