საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2107

მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-26 19:13:00

ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც დაჟინებით ვცდილობთ, გავცდეთ მშობლიურ პლანეტას. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი სხვა ცოცხალი ორგანიზმების პოვნაა, რათა დავამტკიცოთ, რომ მარტონი არ ვართ. რა თქმა უნდა, ჯერ მსგავსი არაფერი გვიპოვია.  

თუმცა, სულ უფრო და უფრო იზრდება მონაცემები, რომლებიც უკეთეს წარმოდგენას გვიქმნის იმის თაობაზე, თუ სად უნდა გამოვიჩინოთ ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება მზის სისტემაში.   

არამიწიერ ცივილიზაციათა ძებნის ინსტიტუტის (SETI) უფროსი ასტრონომი სეთ შოსტაკი ეჭვობს, რომ ჩვენს სამეზობლოში მრავლადაა ისეთი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლის გარკვეული ფორმები არსებობდეს.  

„მზის სისტემაში არის სულ მცირე შვიდი ისეთი ადგილი, ფაქტობრივად სამეზობლოში, სადაც რაკეტით მიღწევაც შესაძლებელია და სადაც, შეიძლება მიკრობული სიცოცხლე ყვაოდეს“, — უთხრა შოსტაკმა Futurism-ს.  

მას ასევე მიაჩნია, რომ არამიწიერი მიკრობული სიცოცხლე შესაძლოა ჩვენ გაცილებით მალე ვიპოვოთ, ვიდრე გონიერი არამიწიერი სიცოცხლე.  

შეგიძლიათ, გამოიცნოთ მზის სისტემის ეს შვიდი ადგილი?   

მაშ ასე.  


წითელი პლანეტა და იუპიტერის მთვარეები  

შოსტაკის თქმით, ერთ-ერთი მათგანი აშკარად მარსია. შესაძლოა, სიცოცხლის ფორმები მარსის ქანებში, ზედაპირიდან 30 მეტრზე ან უფრო ღრმად იმალებოდეს, სადაც შეიძლება თხევადი წყალი არსებობდეს.  

გარდა მარსისა, კანდიდატებს შორისაა იუპიტერის სამი მთვარეც.  

ერთი მათგანია ევროპა, რომელიც ფლობს მიკრობული სიცოცხლისათვის ხელსაყრელ ზედაპირქვეშა ოკეანეებს. სიცოცხლის ასეთი ფორმები შეიძლება არსებობდეს ფსკერზე, ცხელ წერტილებთან, რომლებიც მინი-ვულკანებივითაა და სიცოცხლისათვის აუცილებელ ენერგიას უნდა გამოყოფდეს.  

მეორე სავარაუდოდ განიმედეა — უდიდესი მთვარე მთელ მზის სისტემაში, რომელსაც გააჩნია ყინულის სქელი ქერქის ქვეშ ჩამარხული უზარმაზარი ოკეანე, ზუსტად დედამიწის მსგავსი. კანდიდატებს შორისაა მთვარე კალისტოც, რომელსაც აქვს როგორც ოკეანე, ისე ატმოსფერო.  


წყლის ყინულით დაფარული ევროპა



სატურნის მთვარეები და ჩვენი საყვარელი ყოფილი პლანეტა  

სიცოცხლის გარკვეულ ფორმებს შეიძლება მასპინძლობდეს სატურნის ორი მთვარე, რაზეც ხომალდმა კასინიმ მიგვანიშნა.  

ერთ-ერთი მათგანია ტიტანი, რომელიც ფლობს თხევადი ბუნებრივი გაზის (მეთანი) ტბებს. წყლის გლობალური ოკეანე სავარაუდოდ, ტიტანის ზედაპირქვეშაც იმალება.  

შოსტაკის თქმით, უფრო ხელსაყრელი გარემო პირობები აქვს მთვარე ენცელადს. მიკრობული სიცოცხლის პოვნა აქ გაცილებით მარტივია, რადგან „იგი კოსმოსში გამოაფრქვევს გეიზერებს. შესაბამისად, საჭირო აღარაა ზედაპირზე დაჯდომა და გაბურღვა“, — განმარტავს შოსტაკი.  

„საჭიროა მხოლოდ ამ წყლის ნიმუშის აღება და დედამიწაზე ჩამოტანა, რამაც შესაძლოა უცხოპლანეტელებიც გვაპოვნინიოს“.  


NASA-ს ხომალდ „კასინის“ მიერ ენცელადზე დაფიქსირებული წყლის ჭავლები



და ბოლოს, ჩვენს ხელთაა პლუტონი.

„პლუტონის ზედაპირქვეშ სავარაუდოდ არის თხევადი წყალი. ნებისმიერ ადგილზე, სადაც არის თხევადი წყალი ან ნებისმიერი სახის სითხე, დიდი ალბათობით, უნდა იყვნენ მიკრობებიც“, — ამბობს შოსტაკი.  

თუმცა, იქვე განმარტავს: „არ ვამბობ, რომ იქ მართლაც არიან პლუტონელები“.  

ამ შვიდ სხეულზე მიმდინარეობს სათანადო ორგანული პროცესები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას კვებისა და ენერგიის წყაროდ; ისინი ფლობენ სითხეებსაც — მიკრობული სიცოცხლის არსებობისათვის კი მაინცდამაინც წყალი არაა აუცილებელი.   

„ფუნდამენტურად, იქ არის საკვებისათვის აუცილებელი წყაროები; და სიცოცხლის აღმოცენების შესაძლებლობაც, რაც ბოლოსდაბოლოს, მხოლოდ ორგანული ქიმიაა და მეტი არაფერი“.  

შეკითხვაზე, თუ როდის ვიპოვით გონიერ არამიწიერ სიცოცხლეს, შოსტაკს სჯერა, რომ ეს მომდევნო ორ ათწლეულში მოხდება.  

„ჩვენ მიღმა ნამდვილად ბევრი უძრავი ქონებაა, არა? ჯერ მხოლოდ ირმის ნახტომში, ტრილიონობით პლანეტაა. ამავე დროს, თვალი მიგვიწვდება ტრილიონობით სხვა გალაქტიკაზე, რომელთაგან თითოეულში, ასევე ტრილიონობით პლანეტაა. თუკი არც ერთ მათგანზე არაფერი არსებობს, გამოდის, რომ ჩვენ მართლაც განსაკუთრებულნი ვყოფილვართ“.  

მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით  

 

 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
ჰოლივუდის ფილმები და სამეცნიერო ფანტასტიკ
წაკითხვა
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
NASA-ს მიერ ჩატარებული ახალი კვლევა აუმჯობესებს ჩვენს გაგებას სიცოცხლისათვის ვარგის იმ პლანეტ
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით
არამიწიერ ცივილიზაციათა ძიების ინსტიტუტის
წაკითხვა
ვართ თუ არა შესამჩნევი არამიწერი ცივილიზაციებისთვის? რამდენი ეგზოპლანეტიდან შესძლებდნენ დედამიწის დაფიქსირებას
ვართ თუ არა შესამჩნევი არამიწერი ცივილიზაციებისთვის? რამდენი ეგზოპლანეტიდან შესძლებდნენ დედამიწის დაფიქსირებას
ბელფასტის ქვინის უნივერსიტეტისა და გერმან
წაკითხვა
რატომ არის არამიწიერი სიცოცხლის ძებნა საზოგადოებისათვის კარგი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ არსებობს
რატომ არის არამიწიერი სიცოცხლის ძებნა საზოგადოებისათვის კარგი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ არსებობს
სიცოცხლის ძებნა ჩვენს მიღმა, დანარჩენ სამ
წაკითხვა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის საიდუმლოს კიდევ ერთი შესაძლო ახსნა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის საიდუმლოს კიდევ ერთი შესაძლო ახსნა
ალბათ კარგად გახსოვთ ე. წ. ტაბის ვარსკვლა
წაკითხვა
მზის მსგავს უახლოეს ვარსკვლავთან სიცოცხლისთვის ვარგისი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
მზის მსგავს უახლოეს ვარსკვლავთან სიცოცხლისთვის ვარგისი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
როგორც ახალი მტკიცებულება მიუთითებს, ჩვენ
წაკითხვა