საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3338

აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-26 19:39:00

აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წინანდელი ქალაქი, რომელიც სავარაუდოდ, ალექსანდრე მაკედონელის ეპოქაში უნდა დაარსებულიყო. 

უძველესი ნაქალაქარი ყალატგა-დარბანდი მდებარეობს ერაყის ქურთისტანის პროვინცია სულაიმანიაში, გადმოჰყურებს მდინარეს და მოიცავს უძველესი ფორტიფიცირებული დასახლების ნანგრევებს; ამ არეალს არქეოლოგები დიდი ხნის განმავლობაში იკვლევდნენ. 

მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრები ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ, სავარაუდოდ, ქალაქი დაახლოებით იმ პერიოდისაა, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი მესოპოტამიისკენ გაემართა სპარსეთის მეფე დარიუს III-ის წინააღმდეგ საბრძოლველად. 

იმპერიის დამხობა რა თქმა უნდა, მებრძოლთა დაწყურებასაც მოითხოვდა; ყალატგა-დარბანდი ქურთულად „უღელტეხილის ციხესიმაგრეს“ ნიშნავს და შესაძლოა, ერთ დროს იგი ღვინით ვაჭრობის გადატვირთული ცენტრი იყო დიდების საძიებელ გზაზე მიმავალ ჯარისკაცთა და ვაჭართათვის. 

„მართალია, კვლევა ჯერ ახლა დავიწყეთ, მაგრამ ვფიქრობთ, ეს უნდა ყოფილიყო ირანიდან ერაყში მიმავალ გზაზე მდებარე მოფუსფუსე ქალაქი“, — უთხრა The Times-ს ბრიტანეთის მუზეუმის არქეოლოგმა ჯონ მაკგინისმა. 

„შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, თუ როგორ ამარაგებდა ხალხი ამ გზაზე მიმავალ ჯარისკაცებს ღვინით“. 

მაკგინისი და მისი ჯგუფი ამჟამად ჩართულია ერაყის ავარიული მემკვიდრეობის მენეჯმენტის ტრენინგის სქემაში, რომლის ფარგლებშიც, ერაყელ მკვლევრებს ასწავლიან თუ როგორ გამოავლინონ და გადაარჩინონ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაზიანებული შეუცვლელი არქეოლოგიური საგანძური. 

ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ ყალატგა-დარბანდის აღმოჩენები ასევე ომის მემკვიდრეობაა, თუმცა მიეკუთვნება ადამიანთა შორის მიმდინარე კონფლიქტების სრულიად სხვა ეპოქას.  

ცივი ომის პერიოდში, 1960-იან წლებში, აშშ-ის კოსმოსური პროგრამა  Corona-ს ფარგლებში გადაღებული თანამგზავრული ფოტოები 1990-იან წლებში დეკლასიფიცირდა, რაც მკვლევრებს სავარაუდო უძველესი ქალაქის ნანგრევების იდენტიფიკაციაში დაეხმარა. 

რეგიონში მიმდინარე ომების გამო, ძეგლის ახლოდან კვლევა არქეოლოგებმა 21-ე საუკუნემდე ვერ შესძლეს. ახლახან, ლანდშაფტის შესასწავლად მათ დრონები გამოიყენეს, რაც უძველესი ქალაქის ადგილას მოდებულ მცენარეულ საფარში უმნიშვნელო სახესხვაობებზე მიუთითებდა. 

„დრონებმა უბრალოდ ბრწყინვალე ინფორმაციით მოგვამარაგეს“, — უთხრა მაკგინსმა The Times-ს. 

„მესოპოტამიის არქეოლოგიაში, მცენარეული საფარის ანალიზს ხშირად არ მივმართავთ. იქ, სადაც მიწაში ჩამარხული კედლებია, კარგად ვერ იზრდება ხორბალი და ქერი, შესაბამისად, როცა მაღლიდან შეხედავ, ეს მცენარეები იქ ოდნავ სხვა ფერისაა“. 

ამის შემდეგ, მიწის ზედაპირზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა მიწაში ჩამარხული მრავალი მოზრდილი ნაგებობის საძირკველი, მათ შორის იყო ფორტიფიცირებული კედელი და ქვის საწნახელები, რომლებიც შეიძლება ღვინისა და ზეთის წარმოებაში გამოიყენებოდა. 

ასევე აღმოჩენილია კრამიტები, ქანდაკებები და ფიგურები, რომლებიც სავარაუდოდ ასახავს ძველბერძნულ ქალღმერთ პრესეფონესა და ღვთაება ადონისს. 

კვლევა გრძელდება და ჯერჯერობით უცნობია ამ რელიკვიების ზუსტი ასაკი, თუმცა როგორც ჯგუფი ვარაუდობს, აღმოჩენები ძვ. წ. II-I საუკუნეებს ეკუთვნის. 

ქალაქში აღმოჩენილ მონეტაზე გამოსახულია პართიის მეფე ოროდ II, რომელიც ძვ. წ. 57-37 წლებში მეფობდა, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ქალაქი ალექსანდრეს სიკვდილიდან დიდი ხნის შემდეგაც ყვაოდა. 

გათხრები 2020 წლამდე გაგრძელდება, შესაბამისად, ამ დაკარგული ქალაქის შესახებ ალბათ კიდევ ბევრ რამეს შევიტყობთ და ზოგიერთ გადაუჭრელ საიდუმლოსაც ამოვხსნით. 

მომზადებულია The Times-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით 

 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუში, უძველესი ცივილიზაციის ჩონჩხებზე რიტუალური ძალადობის ნიშნები აღმოაჩინეს
პერუს მაღალმთიანეთში, არქეოლოგიურ ძეგლ პა
წაკითხვა
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტა
წაკითხვა
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს. სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს. სამნავიანი ბაზილიკა, სავარაუდოდ, ამაღლების დღესასწაული
წაკითხვა
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, სოფელ
წაკითხვა
ჩინეთში 5000 წლის წინანდელი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები აღმოაჩინეს
ჩინეთში 5000 წლის წინანდელი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები აღმოაჩინეს
არქეოლოგების განსაცვიფრებელი აღმოჩენა ჩინ
წაკითხვა
მექსიკაში, ტეოტიუაკანის მთვარის პირამიდის ქვეშ საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს
მექსიკაში, ტეოტიუაკანის მთვარის პირამიდის ქვეშ საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს
კომპიუტერული სკანირების ტექნოლოგიით, მექს
წაკითხვა
არქეოლოგების აღმოჩენა, რომელიც თელავის დაარსების განსხვავებულ ისტორიაზე მიუთითებს (ფოტოები)
არქეოლოგების აღმოჩენა, რომელიც თელავის დაარსების განსხვავებულ ისტორიაზე მიუთითებს (ფოტოები)
არქეოლოგიურმა ჯგუფმა, რომელიც თელავში, ჩო
წაკითხვა