საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
946

ნიკოლოზ ანთიძე - ანჩისხატის ტაძრის ეზოში საეკლესიო მაღაზიის მშენებლობა ტაძარს სჭირდება

თათია კუჭუხიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-26 19:46:00

ანჩისხატის ტაძრის ეზოში საეკლესიო მაღაზიის მშენებლობის პროექტზე სააგენტო წელიწადნახევრის განმავლობაში მუშაობდა. ეკლესიას ეს ნაგებობა ნამდვილად სჭირდება სწორად ფუნქციონირებისთვის, - ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა. 

ანთიძე ანჩისხატის მეექვსე საუკუნის ტაძრის ეზოში საეკლესიო ნივთების მაღაზიის მშენებლობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ კრიტიკას პასუხობს და ამბობს, რომ მშენებლობის პროცესი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს.

„საქმის შესწავლის გარეშე ხდება ინფორმაციების გავრცელება და შემდეგ მისით მანიპულირება. ანჩისხატის პროექტი არის ერთ-ერთი ის პროექტი, რომელზეც სააგენტო წელიწადნახევრის განმავლობაში მუშაობდა. ეკლესიას მართლა სჭირდება ეს ნაგებობა სწორად ფუნქციონირებისთვის, რომ ხელის შემშლელი ფაქტორები არ არსებობდეს. 

პროექტი ჩვენი შეთავაზებული არქიტექტორ-რესტავრატორის მიერ მომზადდა. არაერთი განხილვა იყო საბჭოზე და საბოლოო ჯამში შეიქმნა ეს მოცულობა, თანაც ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ადრე არსებობდა სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა, რომელიც თუ სწორად მახსოვს, 80-იან წლებში დაინგრა. 

მსუბუქი კონსტრუქციებით ისეთი ნაგებობა აშენდა, რომელიც ეკლესიის მიერ იქნება გამოყენებული. ვფიქრობ, არც ეკლესიას, არც მის გარემოსა და არც ეზოს არანაირ საფრთხეს არ უქმნის. ადამიანები ისე აპელირებენ ამ თემით, რომ საქმეში საერთოდ არ არიან ჩახედული. ის ადამიანები, რომლებიც სააგენტოს დაუმსახურებლად აკრიტიკებდნენ, თვითონ მონაწილეობდნენ ბევრ არასწორ ღონისძიებაში კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით.

მაგალითად, იმ სპეციალისტებს, რომლებიც დღეს ანჩისხატზე პრეტენზიებს გამოთქვამენ, შამქორეთის ეკლესიის უკან მშენებარე სასტუმროზე დადებითი დასკვნები აქვთ გაცემული. მიკერძოებულია თითოეული შეფასება და მხოლოდ სოციალური ქსელით საუბარი არ მიმაჩნია სწორად მაშინ, როდესაც შესაძლებელია პირდაპირი კომუნიკაცია“- აცხადებს ანთიძე.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ნიკოლოზ ანთიძე - კუმურდოში, ტაძრის რეაბილიტაციის დასრულებამდე, ქვაჯვრის იმ ადგილას დადგმა, სადაც საზოგადოების ერთი ჯგუფი მოითხოვდა, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია
ნიკოლოზ ანთიძე - კუმურდოში, ტაძრის რეაბილიტაციის დასრულებამდე, ქვაჯვრის იმ ადგილას დადგმა, სადაც საზოგადოების ერთი ჯგუფი მოითხოვდა, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია
ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმურდოში, ტაძრ
წაკითხვა
თბილისის ანჩისხატის ეკლესიის ინტერიერის ქვის საკონსერვაციო სამუშაოების მე-3 ეტაპი დასრულდა
თბილისის ანჩისხატის ეკლესიის ინტერიერის ქვის საკონსერვაციო სამუშაოების მე-3 ეტაპი დასრულდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის ანჩისხატის ეკლესიის ი
წაკითხვა
 29 აგვისტოს მართლმადიდებლური სამყარო ხელთუქმნელი ანჩისხატის დღესასწაულს აღნიშნავს
29 აგვისტოს მართლმადიდებლური სამყარო ხელთუქმნელი ანჩისხატის დღესასწაულს აღნიშნავს
ლოცვითი მსვლელობა რუსთველის გამზირზე. სხვადასხვა ტაძრის მრევლმა ანჩისხატის კანონიკური ასლი ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში, მი
წაკითხვა
ნიკოლოზ ანთიძე - ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღეს
ნიკოლოზ ანთიძე - ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღეს
ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუს
წაკითხვა
ნიკოლოზ ანთიძე - მურყვამის ჩამონგრევის შესახებ ინფორმაციას ვფლობ და არსებულ მდგომარეობას ხვალ სპეციალისტები გაეცნობიან
ნიკოლოზ ანთიძე - მურყვამის ჩამონგრევის შესახებ ინფორმაციას ვფლობ და არსებულ მდგომარეობას ხვალ სპეციალისტები გაეცნობიან
უშგულში, სოფელ ჩვიბიანში მურყვამის (კოშკი
წაკითხვა
ანთიძე: სპეციალისტთა ჯგუფის პირველადი შეფასებით, ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარში არასახარბიელო მდგომარეობაა
ანთიძე: სპეციალისტთა ჯგუფის პირველადი შეფასებით, ვარძიის ღვთისმშობლის ტაძარში არასახარბიელო მდგომარეობაა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში უკვე გ
წაკითხვა
ნიკოლოზ ანთიძე: პარხლის მონასტერზე დაგეგმილი სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ ქართული მხარე ინფორმირებული არ იყო
ნიკოლოზ ანთიძე: პარხლის მონასტერზე დაგეგმილი სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ ქართული მხარე ინფორმირებული არ იყო
ისტორიულ ტაო-კლარჯეთში პარხლის მონასტერზე დაგეგმილი სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ ქართული მხარე ინფორმირებული არ იყო. განცხადება ამის შ
წაკითხვა
საყდრისის საქმეზე სასამართლომ ნიკოლოზ ანთიძე დაკითხა
საყდრისის საქმეზე სასამართლომ ნიკოლოზ ანთიძე დაკითხა
საყდრისი-ყაჩაღიანისთვის ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ანთიძე დაკითხა. 
წაკითხვა