საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
4245

შორეული გალაქტიკიდან მომავალი უცნაური სიგნალების საიდუმლო შეიძლება ანტარქტიდის ობსერვატორიამ ამოხსნას

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-26 20:13:00

Tags:FRB

დღეისათვის, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოება დაჟინებით ცდილობს ამოხსნას სწრაფი რადიოსიგნალების (FRB) საიდუმლო. ეს უმძლავრესი სიგნალები მხოლოდ მილიწამებს გრძელდება და მოდის ჩვენი გალაქტიკის გარედან. 

ჯერჯერობით არ ვიცით, რა არის ისინი. არც ის ვიცით, საიდან მოდის მათი უდიდესი ნაწილი, რადგან წყაროების უმეტესობა მხოლოდ ერთ სიგნალს გამოყოფს და შემდეგ დუმდება. 

პასუხი შეიძლება ნეიტრინოებში იმალებოდეს. სწორედ ამიტომ, საქმეში ერთვება დედამიწის სამხრეთ პოლუსზე განთავსებული ტელესკოპი IceCube.  

FRB-ს შესახებ ასტრონომებმა პირველად 2007 წელს შეიტყვეს, როდესაც შეისწავლეს ავსტრალიის პარკსის ობსერვატორიის მიერ 2001 წელს ჩაწერილი რადიომონაცემები. პირველი ცოცხალი სწრაფი რადიოსიგნალი 2015 წელს დააფიქსირეს, კვლავ პარკსის ობსერვატორიაში. მას შემდეგ, დაჭერილია კიდევ მრავალი სხვა FRB. 

„ეს გახლავთ ასტრონომიულ მოვლენათა ახალი კლასი; ზოგადად, FRB-ს შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით“,  — ამბობს ვისკონსინის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ჯასტინ ვანდენბრუკი, რომელიც IceCube-ის ტელესკოპთან მუშაობს. 

IceCube ოპტიკური ტელესკოპია, რომელიც სპეციალურად ნეიტრინოების დასაფიქსირებლად ააშენეს; ნეიტრინო ფაქტობრივად უმასო, უცნაური ელემენტარული ნაწილაკია; ძალიან მცირეა მისი ინტერაქციის შანსი ჩვეულებრივ მატერიასთან და მოძრაობს თითქმის სინათლის სიჩქარით. 

ნეიტრინოები შესაძლოა წარმოქმნილია ისეთი მაღალენერგიული, ძალადობრივი მოვლენებისა და ობიექტების მიერ, როგორებიცაა შავი ხვრელები, გამა-გამოსხივების ჭავლები, გალაქტიკათგროვები და აქტიური გალაქტიკები. 

სამხრეთ პოლუსის ნათელ, მშრალ, სტაბილურ ატმოსფეროში ამ ციცნქა ნაწილაკთა დასაფიქსირებლად, ტელესკოპი IceCube 5 160 ოპტიკურ მოდულსა და განსაკუთრებით ფართო ხედვის ველს იყენებს. როდესაც სხვა რადიოტელესკოპები FRB-ებს დააფიქსირებენ, IceCube-ის ჯგუფს შეუძლია რადიომონაცემები თავიანთ საკუთარ მონაცემებს შეადარონ და შეამოწმონ გაზრდილი ნეიტრინო-აქტივობა. 

სხვათა შორის, ისინი ასე უკვე მოიქცნენ თითქმის 30 FRB-ის შემთხვევაში, რომელთაგან 17 სიგნალი წამოსულია FRB 121102-დან — FRB-თა ანომალიური წყაროდან, რომლისგანაც უკვე მრავალი სიგნალი მივიღეთ. ეს წყარო მდებარეობს დედამიწიდან 3 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე, ერთ-ერთ ჯუჯა გალაქტიკაში

ჯგუფმა უჩვეულო ნეიტრინო-მონაცემები ჯერ ვერ აღმოაჩინა, თუმცა, შედეგებს ფასი მაინც აქვს. ეს კვლევა მეცნიერებს FRB-თა შესახებ არსებული მოსაზრებების დავიწროებაში დაეხმარება. 

„ჩვენ უკვე გამოვრიცხეთ გამა-გამოსხივების ჭავლები და ძლიერ აკვიატებული გვაქვს შავ ხვრელთა შესაძლებლობა“, — ამბობს ვანდენბრუკი. 

ცხადია, მომდევნო ათწლეულში ბევრად ძლიერი რადიოტელესკოპები აშენდება; დაგეგმილია, რომ ტელესკოპთა ქსელი Square Kilometre Array გახდება FRB-ებზე მონადირე ნამდვილი მხეცი საშუალო და დაბალ სიხშირეებში. აღსანიშნავია ისიც, რომ თებერვალში გახსნილმა ავსტრალიის ტელესკოპმა Square Kilometre Array Pathfinder-მ უკვე დააფიქსირა სამი FRB, მაშინ, როცა ტელესკოპი ჯერ მხოლოდ შესაძლებლობათა მეოთხედს იყენებს. 

მოსალოდნელია ისიც, რომ სწრაფ რადიოსიგნალებს უფრო დიდი სიხშირით დააფიქსირებენ; ზოგიერთი მკვლევრის მოსაზრებით კი, სამყაროს მასშტაბით, ყოველ ერთ წამში ერთი ასეთი სიგნალი უნდა გამოიყოფოდეს

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითოეული იმპულსის მიერ ნეიტრინოების სახით გამოყოფილი ენერგიის მოცულობა ნაკლებია მიჩნეულ ოდენობაზე, რისი შედარებაც თავისუფლადაა შესაძლებელი თითოეული ინდივიდუალური თეორიის პროგნოზთან“, — ამბობს ვანდენბრუკი. 

„იქიდან გამომდინარე, რომ მომდევნო რამდენიმე წელიწადში მოსალოდნელია ამ სიგნალთა რიცხვის დრამატული ზრდა, საიდუმლოება ან კიდევ უფრო ღრმად გაიდგამს ფესვებს, ან მას საბოლოოდ ამოვხსნით“. 

სწრაფი რადიოიმპულსები ჩვენ მიერ სამყაროში ამ დრომდე დაფიქსირებული ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ფეთქებადი ფენომენია. სულ რაღაც მილიწამებში, მათ შეუძლიათ გამოიმუშაონ იმდენივე ენერგია, რამდენსაც 500 მილიონი მზე გამოიმუშავებდა


მომზადებულია news.wisc.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით 

 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
იდუმალი სწრაფი რადიოსიგნალები შესაძლოა დედამიწას ყოველ წამში ეცემა
იდუმალი სწრაფი რადიოსიგნალები შესაძლოა დედამიწას ყოველ წამში ეცემა
სწრაფი რადიოსიგნალები (
წაკითხვა
დაფიქსირებულია შორეული გალაქტიკიდან მომდინარე კიდევ 15 იდუმალი რადიოსიგნალი
დაფიქსირებულია შორეული გალაქტიკიდან მომდინარე კიდევ 15 იდუმალი რადიოსიგნალი
რამდენიმე დღის წინ, დილით ადრე, არამიწიერ
წაკითხვა
ყველაზე იდუმალი კოსმოსური რადიოსიგნალების წყარო ბოლოსდაბოლოს ნაპოვნია
ყველაზე იდუმალი კოსმოსური რადიოსიგნალების წყარო ბოლოსდაბოლოს ნაპოვნია
მეცნიერები უკვე აღარ დავობენ, რომ სწრაფი
წაკითხვა
კიდევ ერთი იდუმალი კოსმოსური რადიოსიგნალი - მეცნიერები მის წარმომავლობას ვერ ხსნიან
კიდევ ერთი იდუმალი კოსმოსური რადიოსიგნალი - მეცნიერები მის წარმომავლობას ვერ ხსნიან
22 მათგანი უკვე ხელთ გვაქვს და ჯერ არაფერი ვიცით თუ რა არის, რას ნიშნავს ან საერთოდაც საიდან
წაკითხვა
დამტკიცებულია: იდუმალებით მოცული სწრაფი რადიოსიგნალები შორეული კოსმოსიდან მოდის
დამტკიცებულია: იდუმალებით მოცული სწრაფი რადიოსიგნალები შორეული კოსმოსიდან მოდის
უკვე ათწლეულზე მეტია, ასტრონომები ცდილობე
წაკითხვა
იდუმალი სწრაფი რადიოიმპულსები შესაძლოა არამიწიერ ცივილიზაციებს ეკუთვნოდეს
იდუმალი სწრაფი რადიოიმპულსები შესაძლოა არამიწიერ ცივილიზაციებს ეკუთვნოდეს
სამყაროში არსებულ აუხსნელ მოვლენებს შორის
წაკითხვა
გალაქტიკური სწრაფი რადიოსიგნალების პოვნა მობილური ტელეფონებითაც შესაძლებელია - ასტრონომთა რჩევა მომხმარებლებს
გალაქტიკური სწრაფი რადიოსიგნალების პოვნა მობილური ტელეფონებითაც შესაძლებელია - ასტრონომთა რჩევა მომხმარებლებს
სწრაფი რადიოსიგნალები (
წაკითხვა
ასტრონომებმა იდუმალებით მოცული რადიოსიგნალების წყარო ბოლოსდაბოლოს იპოვეს
ასტრონომებმა იდუმალებით მოცული რადიოსიგნალების წყარო ბოლოსდაბოლოს იპოვეს
ღრმა კოსმოსიდან მომდინარე იდუმალებით მოცუ
წაკითხვა