საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
6431

ასტეროიდისკენ გაგზავნილმა NASA-ს ხომალდმა დედამიწას საუცხოო ფოტო გადაუღო

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-27 18:50:00

NASA-ს კოსმოსური ხომალდი OSIRIS-REx გაბედულად მიემართება ასტეროიდ ბენუსკენ. იგი მხოლოდ ერთი წლის წინ, 2016 წლის 8 სექტემბერს გაუშვეს, თუმცა, იმისათვის, რომ დარჩენილი გზა ბოლომდე გაიაროს, დედამიწის გრავიტაციისგან დამატებითი, პატარა ხელის კვრა ესაჭიროება.  

ჩვენს პლანეტას OSIRIS-REx-მა 22 სექტემბერს გადაუფრინა და ჯგუფმა შანსი ხელიდან არ გაუშვა, რათა ზონდის ინსტრუმენტები გაეტესტა და დაეკალიბრებინა. შედეგად, მონაცემები უკვე ხელთ გვაქვს — დედამიწის ფერადი, დიდებული კომპოზიტური კადრი, რომელიც OSIRIS-REx-ის MapCam-მა 170 000 კმ მანძილიდან გადაიღო.  

ხომალდმა ძირითადად გადაიღო წყნარი ოკეანე, თუმცა ფოტოს მარცხენა დაბლითა კუთხეში, კარგად ჩანს ავსტრალიაც, მაღლა მარჯვნივ კი მექსიკის შტატი ქვემო კალიფორნია. ავსტრალიის ზემოთ, თქვენ ხედავთ ჩინეთს. 

სურათის თავში, მუქი ვერტიკალური ხაზები გამოწვეულია ექსპოზიციის მცირე დროით. OSIRIS-REx-ის ინტრუმენტები დამზადებულია ასტეროიდ ბენუს გადასაღებად, რომელიც დედამიწაზე გაცილებით ბნელია. დედამიწის სიკაშკაშის კომპენსირების მიზნით, კამერის ექსპოზიციის დრო მართლაც ძალიან მცირე იყო. ასეთი ხაზები ბენუს ფოტოებზე არ გამოჩნდება. 

ბენუს ორბიტული პერიოდი (მზის გარშემო ერთი შემოვლის დრო) დედამიწისაზე ოდნავ მეტია — 436,63 დღე, მაგრამ დედამიწიდან მისი დაშორება ცვალებადია. 

ბენუსთან ხომალდის შეხვედრა მოითხოვს უდიდეს სიფრთხილეს, უზუსტეს გათვლებს, უნარებსა და რა თქმა უნდა, ცოტა იღბალსაც. 

დედამიწის გრავიტაციის, როგორც შურდულის გამოყენების გარეშე, OSIRIS-REx ბენუსკენ ვერ გაემართებოდა, სადაც ის ნამდვილ ისტორიას დაწერს — შეაგროვებს და შესასწავლად დედამიწაზე ჩამოიტანს ასტეროიდის ნიმუშებს. მეთოდს, როდესაც კოსმოსური ხომალდი პლანეტის გრავიტაციას იყენებს დიდ ტრაექტორიაზე გაჭრისათვის საჭირო სიჩქარის ასაკრეფად —გრავიტაციულ დახმარებას ან შურდულს უწოდებენ. 

ასეთი მანევრი თავის დროზე ჩაატარეს ვოიაჯერებმა და კასინიმაც.  

გრავიტაციულმა დახმარებამ OSIRIS-REx-ის სიჩქარე 3,778 კმ/წმ-ით გაზარდა და შეცვალა მისი მზის გარშემო ორბიტის დახრილობა, რათა ბენუსას დამთხვეოდა. 

გეგმის მიხედვით, ხომალდი ასტეროიდ ბენუს 2018 წლის აგვისტოში უნდა შეხვდეს, ნიმუშების ასაღებად და დედამიწაზე დასაბრუნებლად კი კიდევ 2,5 წელი დასჭირდება.


  




მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მზის სისტემაში ვარსკვლავთშორისი ობიექტი შემოიჭრა
მზის სისტემაში ვარსკვლავთშორისი ობიექტი შემოიჭრა
ამ დრომდე, ჩვენ მიერ დაფიქსირებული ყველა
წაკითხვა
სიცოცხლე დედამიწაზე შესაძლოა მეტეორიტების მიერ მოტანილი ნივთიერებებისგან აღმოცენდა
სიცოცხლე დედამიწაზე შესაძლოა მეტეორიტების მიერ მოტანილი ნივთიერებებისგან აღმოცენდა
სიცოცხლე დედამიწაზე წარმოიშვა 3,7 – 4,5 მ
წაკითხვა
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
დედამიწისა და მეტეორიტების ანალიზების შედეგად, ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი შუქი
წაკითხვა
სიცოცხლე დედამიწაზე დაახლოებით 4 მლრდ წლის წინ დაიწყო - აღმოჩენილია უძველესი სიცოცხლის ახალი კვალი
სიცოცხლე დედამიწაზე დაახლოებით 4 მლრდ წლის წინ დაიწყო - აღმოჩენილია უძველესი სიცოცხლის ახალი კვალი
დროა, სიცოცხლის საიუბილეო ტორტზე უფრო მეტი სანთლები დავამატოთ — დაზუსტებისათვის, დაახლოებით 1
წაკითხვა
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან
„ჩაკრულოს კვირეულის” ფარგლებში, საქართველოში NASA-ს წარმომადგენლები იმყოფებიან.
წაკითხვა
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
თბილისს NASA-ს მთავარი ინჟინრები ეწვევიან - „ჩაკრულოს კვირეული“
25-28 სექტემბერს, საქართველოს NASA-ს მეცნ
წაკითხვა
რომელ ახლომდებარე ვარსკვლავებს შეუძლიათ დედამიწისკენ კომეტების ტყორცნა  - ახალი კვლევა
რომელ ახლომდებარე ვარსკვლავებს შეუძლიათ დედამიწისკენ კომეტების ტყორცნა - ახალი კვლევა
ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის ასობით ათა
წაკითხვა
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
ვენერაზე სავარაუდოდ საათის მექანიზმზე მომუშავე მავალი გაიგზავნება
კოსმოსი შეიძლება ჯოჯოხეთიც იყოს, განსაკუთ
წაკითხვა