საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3167

მარსზე გამგზავრება შესაძლოა მოსალოდნელზე ორჯერ მეტად სახიფათო იყოს - ახალი კვლევა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-27 20:02:00

NASA-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მარსზე ასტრონავტების გაგზავნა მომდევნო 15-20 წელში. ჩინეთი იმედოვნებს, რომ წითელ პლანეტაზე ადამიანებს 2020-2030 წლებში გაგზავნის; მარსზე ფეხის დადგმას რუსეთიც კი გეგმავს. 

ამასობაში, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი ელონ მასკი ცდილობს კოსმოსური ფრენების დანახარჯები იმდენად შეამციროს, რომ მარსზე 1-მილიონიანი კოლონიის დაარსება რაც შეიძლება მალე დაიწყოს. 

მაგრამ თუკი კოსმოსური რადიაცია ადამიანებისათვისაც ისეთივე საშიში აღმოჩნდა, როგორც ეს თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, მარსზე გამგზავრება შესაძლოა იმაზე გაცილებით სახიფათო იყოს, ვიდრე ვინმე იფიქრებდა. 

პრობლემის თავი და თავი კოსმოსური გამოსხივებაა. 

 

კოსმოსური გამოსხივების საფრთხე 

კოსმოსური სხივები მაღალი ენერგიის მქონე ატომური და სუბატომური ნაწილაკებია, რომლებიც გამოიტყორცნება აფეთქებული ვარსკვლავებისგან, შავი ხვრელებისგან და სხვა უმძლავრესი კოსმოსური წყაროებისგან. 

ამ სხივებს შეუძლია დნმ-ის დაზიანება, კიბოს რისკების გაზრდა, იწვევს მხედველობის შემასუსტებელ კატარაქტებს, ნერვული სისტემის დაზიანებას, ზრდის სისხლის მიმოქცევასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ასტრონავტებში წარმოშობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კიდევ სხვა საფრთხეებს. 

მკვლევრებმა დანამდვილებით იციან, რომ ასტრონავტები გაცილებით მაღალ რადიაციას იღებენ, ვიდრე დედამიწაზე მცხოვრები ადამიანები, რადგან ამ საშიში ენერგიის დიდ ნაწილს ჩვენი პლანეტის ატმოსფერო შთანთქავს. 

კოსმოსური რადიაციის მნიშვნელოვან ნაწილს ასევე შლის და მიმართულებას უცვლის დედამიწის მაგნიტური ველი, რაც იცავს პლანეტის ზედაპირიდან 402 კმ სიმაღლეზე, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ ასტრონავტებს. 

თუმცა, მარსისაკენ მიმავალი გზა კოსმოსური სხივებისთვის აბსოლუტურად ღიაა.  

წარსულში თაგვებზე ჩატარებული ცდები, რომლებმაც ამ ცხოველებში კიბო გამოიწვიეს, ხელახლა შეისწავლეს ლას-ვეგასის ნევადის უნივერსიტეტის მკვლევრებმა — ფრენკ კუსინოტამ და ელიედონა კაკაოატმა; მათი მიზანი აღნიშნული პრობლემის უფრო ღრმად შესწავლა იყო. 

ისინი ეძებდნენ კოსმოსური სხივების უჯრედებზე პირდაპირი დარტყმის შედეგებს, რაც შემდეგ მათში კიბოების განვითარებას იწვევდა; გარდა ამისა, მკვლევრებმა ასევე შეისწავლეს თუ როგორი იყო სხივების მეორადი, „არამიზნობრივი“ ეფექტები. 

როგორც მათ ამ ყველაფრის შემდეგ დაადგინეს, ღრმა კოსმოსში, კიბოს რისკი იმაზე ორჯერ მაღალია, ვიდრე ამას წინა შეფასებები ვარაუდობდა (ყოველ შემთხვევაში, თაგვებისთვის). 

 

რატომ შეიძლება ღრმა კოსმოსში მოგზაურობა მოსალოდნელზე უფრო სახიფათო იყოს 

მკვლევართა აზრით, კიბოს გაზრდილი რისკები დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ვრცელდება ორგანიზმში დაზიანებული დნმ. 

როდესაც უჯრედს კოსმოსური გამოსხივება ურტყამს, იგი უბრალოდ მხოლოდ თავის თავს როდი ცვლის. ამ დროს მას შეუძლია ქიმიური სიგნალები გადასცეს სხვა უჯრედებსაც, რასაც თავის მხრივ შეუძლია ახლომდებარე ჯანმრთელ უჯრედებს კიბოდ გარდაქმნა აიძულოს. 

წინა მოდელებს ეს დომინოს ეფექტი მხედველობაში არ მიუღია. 

რაც ყველაზე უფრო შემაშფოთებელია, რადიაციის ის ტიპი, რომელიც ამ ეფექტებს იწვევს, „მხოლოდ ოდნავ შეამცირა რადიაციის დამცავმა საშუალებებმა“, — წერენ კვლევაში კუსინოტა და კაკაოატა. 

კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ადამიანთა მარსზე გაგზავნამდე, რასაკვირველია, საჭიროა განუწყვეტელი კვლევები.  

კოსმოსური რადიაციის შემცირების გზებზე ამჟამად აქტიურად მუშაობენ სხვადასხვა ქვეყანათა კოსმოსური სააგენტოები და კერძო კომპანიები. 

მაგალითად, ერთ-ერთმა ისრაელურმა სტარტაპმა შექმნა სამოსი, რომელიც უფრო მეტად შთანთქავს რადიაციას, NASA-მ კი ბოლო დროს გააჟღერა მოსაზრება, რომ შესაძლებელია თანამგზავრის გამოყენება, რომელიც მავნე რადიაციის შემცირების მიზნით, მარსის ხელოვნური მაგნიტური ფარის როლს შეასრულებს

როგორც მკვლევრები თავიანთ ნაშრომში შენიშნავენ, თაგვებისა და ადამიანების კიბოს მაჩვენებლებს შორის არსებობს „მნიშვნელოვანი განსხვავებები“. 

„ეს განსხვავებები შეიძლება შეზღუდავს ამ დოკუმენტში აღწერილი პროგნოზების გამოყენების შესაძლებლობას“, — წერენ ისინი. 

მაგრამ მკვლევრები იმასაც დასძენენ, რომ ცოდნაში არსებული ეს ნაპრალი სწორედ ისაა, რის გამოც მკვლევრები და მათ უკან მდგომი კოსმოსური სააგენტოები განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ. 

„დედამიწის გეომაგნიტურ ფარს მიღმა ხანგრძლივი კოსმოსური მისების დაწყებამდე, აუცილებლად საჭიროა სიღრმისეული კვლევები“. 

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით  

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
NASA-მ მარსის უზარმაზარი, დაკლაკნილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა
NASA-მ მარსის უზარმაზარი, დაკლაკნილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა
NASA-მ აღმოაჩინა უხილავი, დაკლაკნილი მაგნ
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
გაგზავნეთ თქვენი სახელი მარსზე - NASA-ს მავალი InSight-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ
გაგზავნეთ თქვენი სახელი მარსზე - NASA-ს მავალი InSight-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ
შეიძლება მარსზე ვერასოდეს მოხვდეთ, მაგრამ
წაკითხვა
მარსზე თავსდატეხილმა უმძლავრესმა მზის შტორმმა გლობალური ციალი გამოიწვია
მარსზე თავსდატეხილმა უმძლავრესმა მზის შტორმმა გლობალური ციალი გამოიწვია
რამდენიმე დღის წინ, მარსზე მოხდა იმდენად
წაკითხვა
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
დედამიწისა და მეტეორიტების ანალიზების შედეგად, ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი შუქი
წაკითხვა
ელონ მასკმა მარსის კოლონიზაციის ახალი, საოცარი გეგმა წარმოადგინა
ელონ მასკმა მარსის კოლონიზაციის ახალი, საოცარი გეგმა წარმოადგინა
ელონ მასკი მარსის კოლონიზაციის დაწყებას უ
წაკითხვა
„მარსის რბოლაში“ არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთვება - არაბები უზარმაზარ მარსულ ქალაქს გააშენებენ
„მარსის რბოლაში“ არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთვება - არაბები უზარმაზარ მარსულ ქალაქს გააშენებენ
სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ადამიანების მა
წაკითხვა
ღამით მარსზე თოვლიანი ქარბუქები მძვინვარებს - პირველი მტკიცებულება
ღამით მარსზე თოვლიანი ქარბუქები მძვინვარებს - პირველი მტკიცებულება
შეიძლება მარსის ლანდშაფტი ცივი, მტვრიანი
წაკითხვა