საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
4077

პრინცი ჰარი და ქართველი სამხედროები - კანადაში „ძლიერთა თამაშები“ მიმდინარეობს (ფოტოები)

გამოქვეყნებულია 2017-09-28 00:15:00

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული 15-კაციანი გუნდი კანადაში „ძლიერთა თამაშებში“ (Invictus Games) მონაწილეობს. 

აშშ-ში საქართველოს საელჩო ქართველი სამხედროებისა და პრინც ჰარის ერთობლივ ფოტოს ავრცელებს. პრინცი ჰარი კანადაში სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად იმყოფება. 

„ძლიერთა თამაშები“ არის ყოველწლიური საერთაშორისო პარაოლიმპიური სპორტული შეჯიბრი, რომელიც პრინცმა ჰარიმ 2014 წელს დააარსა და პირველი შეჯიბრი სწორედ ამ წელს ჩატარდა. „ძლიერთა თამაშები“ მეორედ 2016 წელს გაიმართა და წელს უკვე მესამედ ტარდება.

„ძლიერთა თამაშებში“ საქართველოს გარდა, ავღანეთი, ავსტრალია, კანადა, დანია, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, ერაყი, იტალია, იორდანია, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, რუმინეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და აშშ მონაწილეობს.

აშშ-ში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ქართველი ჯარისკაცების მხარდაჭერის მიზნით, ტორონტოში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად იმყოფება.




ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პრინცი ჰარი - არავინ ელოდა, რომ  ქართველთა გუნდი, რომელსაც სამი წლის წინ მჯდომარე ფრენბურთში თამაშის გამოცდილებაც კი არ ჰქონდა, ოქროს მედალს მოიპოვებდა [ვიდეო]
პრინცი ჰარი - არავინ ელოდა, რომ ქართველთა გუნდი, რომელსაც სამი წლის წინ მჯდომარე ფრენბურთში თამაშის გამოცდილებაც კი არ ჰქონდა, ოქროს მედალს მოიპოვებდა [ვიდეო]
არავინ ელოდა, რომ  ქართველების გუნდი, რომ
წაკითხვა
Invictus Games-ში გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები პრინცმა ჰარიმ გადასცა
Invictus Games-ში გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები პრინცმა ჰარიმ გადასცა
კანადაში მიმდინარე საერთაშორისო პარაოლიმპიურ თამაშებში დაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. 
წაკითხვა
„საქართველოს გაუმარჯოს“ - პრინც ჰარის გამამხნევებელი შეძახილი ქართველ სამხედროებთან ერთად [ვიდეო]
„საქართველოს გაუმარჯოს“ - პრინც ჰარის გამამხნევებელი შეძახილი ქართველ სამხედროებთან ერთად [ვიდეო]
დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი კანადაში, „ძლ
წაკითხვა
ლევან იზორია - კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რა საპასუხისმგებლო ფუნქციას ასრულებენ ჩვენი ოფიცრები გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მსოფლიოში
ლევან იზორია - კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რა საპასუხისმგებლო ფუნქციას ასრულებენ ჩვენი ოფიცრები გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მსოფლიოში
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რა საპასუხისმგებლო ფუნქციას ასრულებენ ჩვენი ოფიცრები ჩვენი ქვეყნის ი
წაკითხვა
ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო შესაძლოა, სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანონ
ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო შესაძლოა, სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანონ
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაჭრ
წაკითხვა
"ეს გრანდიოზული სიყვარულის ისტორიაა"- პრინც ჰარის შეყვარებულმა მათი რომანის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა
"ურთიერთობა ზღაპარს ჰგავს, ეს გრანდიოზული სიყვარულის ისტორიაა, რომელიც ყოველდღე დიდ ენერგიას მაძლევს. რა თქმა უნდა დეტალებს ვერ მოგიყვ
წაკითხვა
პრინცმა უილიამმა და პრინცმა ჰარიმ პრინცესა დაიანას გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ BBC-ს პირველი ინტერვიუ მისცეს
პრინცმა უილიამმა და პრინცმა ჰარიმ პრინცესა დაიანას გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ BBC-ს პირველი ინტერვიუ მისცეს
პრინცმა უილიამმა და პრინცმა ჰარიმ პრინცესა დაიანას გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ BBC-ს პირველი და გულწრფელი ინტერვიუ მისცეს, სადაც დედის შ
წაკითხვა
პრინც ჰარის სამეფო ტიტულზე უარის თქმა და ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრება სურდა
პრინც ჰარის სამეფო ტიტულზე უარის თქმა და ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრება სურდა
პრინც ჰარის სამეფო ტიტულზე უარის თქმა და
წაკითხვა