საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3449

რუსული მედია - გერგიევის „დიდი კავკასიური პროექტი საქართველოსთვის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის“

ქეთევან ბერაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-28 12:06:00


სანკტ-პეტერბურგის მარიას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვალერი გერგიევი „დიდი კავკასიის“ რეგიონში შემოქმედებითი პროექტების განხორციელებას გეგმავს. ამის შესახებ მან განცხადება ვლადიკავკაზში, მე-5 საერთაშორისო კავკასიური ფესტივალის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, - წერს რუსული მედია.

გერგიევის განმარტებით, აუცილებელია უმწვავესი წინააღმდეგობების დაძლევა, რომელიც 15-20 წლის განმავლობაში შეიქმნა. 

„საუბარია იმაზე, რომ კავკასიის დიდმა რეგიონმა კვლავ შეძლოს ძველი ურთიერთობების აღდგენა. ამიტომ სომხეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, სამხრეთ ოსეთი, აფხაზეთი, ჩრდილო კავკასიის ყველა რესპუბლიკა, როსტოვის ოლქი და ცალკეული უმსხვილესი ქალაქები, როგორიცაა სოჭი და კრასნოდარი - ყველანი შედიან შემოქმედებითი პროექტების არეალში“, - განაცხადა გერგიევმა.

მარიას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის განმარტებით „დიდი კავკასიის“ რეგიონის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცემათ, ნებისმიერ ქალაქში - ვლადიკავკაზში, ბათუმში, ბაქოსა თუ ერევანში - ერთ სცენაზე ერთად გამოვიდნენ. 

„აუცილებელია უმწვავესი წინააღმდეგობების დაძლევა, რომელიც 15-20 წლის განმავლობაში შეიქმნა და ამას მუსიკოსებზე უკეთ ვერავინ შეძლებს. საქართველოში ეს ყველაზე რთული იქნება, ბუნებრივი მიზეზების გამო, მაგრამ მე ამ გზით ვცდილობ, კოლეგებს შორის კავშირების გამყარებას, რადგან, სრულიად აპოლიტიკურები ვართ“, - განმარტა გერგიევმა.

მარიას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვალერი გერგიევმა კონცერტი ოკუპირებულ ცხინვალში ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, 2008 წლის 22 აგვისტოს გამართა.




ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა