საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3239

ილია მეორე - ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა თავისი

თათია ტაბეშაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-28 13:30:00

ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა თავისი, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამებაში, მრევლთან და სამღვდელოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა. 

პატრიარქმა ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სურს, მრევლისგან მოისმინოს, რა უნდა გაკეთდეს, რათა ქართველმა ხალხმა თავისი სახე შეინარჩუნოს. 

"მინდა, მოვისმინოს თქვენგან, რა უნდა გაკეთდეს, რათა ქართველმა ხალხმა შეინარჩუნოს თავისი სახე. ჩვენ ძალიან ხშირად ვფიქრობთ და ვამბობთ იმის შესახებ, რომ აი, ბევრი ტურისტი ჩამოდის. ეს გვახარებს.  ტურისტთან ერთად შემოდის მატერიალური დოვლათიც. საქართველოს აქვს მიზიდულობა, მაგრამ ეს გვაწყობს ჩვენ, თუ არა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა  - თავისი. რა უნდა გაკეთდეს, რათა სამუშაოები ადგილები გაჩნდეს, ძალიან ხშირად ამაზე ვლაპარაკობთ ჩვენ. სამუშაო ადგილი თუ უნდა ადამიანს, აუცილებლად გაჩნდება" , - აღნიშნა პატრიარქმა. 

როგორც პატრიარქმა განაცხადა ხალხმა ყურადღება უნდა მიაქციოს ტაძრებს, სახლებს, ქუჩების სისუფთავეს. 

"მე მახსოვს ადრე ირეცხებოდა ქუჩები, მანქანა დადიოდა დილით ადრე და რეცხავდა ქუჩებს, ახლა რაღაც აღარ ჩანს. შევახსენოთ, რომ სახელმწიფო უნდა მიიღოს მონაწილეობა ამ საქმეში", - აღნიშნა პატრიარქმა. 

ილია მეორემ ქართული მიწის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. 

"ჩვენ გვქონდა ურთიერთობა, კავშირი კვიპრიოსთან და კვიპროსის მღვდელმთავრები გვირჩევდნენ, რომ უპირველეს ყოვლისა მიხედეთ მიწას. მიწა არ გაასხვისოთ, მიწა არ გაყიდოთ. დღესაც ეს აქტუალური პრობლემაა. ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორ შევინახოთ მიწა და რა არის მიწის გარდა, კიდევ რა ფასეულობა გვაქვს წყალი", - აღნიშნა პატრიარქმა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ილია მეორე - გაჭირვებული ადამიანის დახმარება პირდაპირი გზაა სასუფეველში
ილია მეორე - გაჭირვებული ადამიანის დახმარება პირდაპირი გზაა სასუფეველში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
წაკითხვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი შეხვდა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი შეხვდა
საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტი
წაკითხვა
კახა კალაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორს ბრუნო ბალვანერას შეხვდა
კახა კალაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორს ბრუნო ბალვანერას შეხვდა
თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული
წაკითხვა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფრანკლინის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფრანკლინის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფრანკლინის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ირაკლი კობახიძე მათ ქვე
წაკითხვა
ლევან იზორია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
ლევან იზორია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა. ლევან იზორია ფლორანს პარლის თბილისის საერთაშორისო აეროპო
წაკითხვა
კახა კალაძე საკრებულოს უმრავლესობის მომავალ წევრებს შეხვდა
კახა კალაძე საკრებულოს უმრავლესობის მომავალ წევრებს შეხვდა
კახა კალაძე გარდამავალ პერიოდში, დაგეგმილი პროექტების განხორციელების მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და ცენტრალური ხელისუფლე
წაკითხვა
კახა კალაძე საკრებულოს მომავალი უმრავლესობის წევრებს ხვდება - „მნიშვნელოვანია ერთობა და გუნდურობა, მე და  მერია მარტო ვერაფერს გავაკეთებთ“
კახა კალაძე საკრებულოს მომავალი უმრავლესობის წევრებს ხვდება - „მნიშვნელოვანია ერთობა და გუნდურობა, მე და მერია მარტო ვერაფერს გავაკეთებთ“
თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებული კახა კალაძე საკრებულოს უმრავლესობის მომავალ წევრებს ხვდება.
წაკითხვა
ილია მეორე კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - „ენერგიულობითა და გონიერებით მოკლე დროში სერიოზული ავტორიტეტი მოიპოვეთ“
ილია მეორე კახა კალაძეს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს - „ენერგიულობითა და გონიერებით მოკლე დროში სერიოზული ავტორიტეტი მოიპოვეთ“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,
წაკითხვა