საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1093

ბრიტანეთის საელჩო - ჩვენს რეკომენდაც​იებში მკაფიოდ არის ხაზგასმული, რომ თბილისში კრიმინალის დონე დაბალია

აკაკი შენგელია
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-28 20:38:00

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველო-უელსის მატჩზე დასწრების მსურველი საკუთარი მოქალაქეების მიმართ 27 სექტემბერს გაცემულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს. 

საელჩო აღნიშნული დოკუმენტის დანიშნულებას განმარტავს და აღნიშნავს, რომ მსგავსი რჩევები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შესახებ გაიცემა. 

თბილისში 6 ოქტომბერს უელსსა და საქართველოს შორის საფეხბურთო მატჩზე დასწრების მსურველ ბრიტანეთის მოქალაქეთათვის გაცემულმა რჩევებმა საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. გვსურს განვმარტოთ, რომ ბრიტანეთის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ მგზავრობის შესახებ არსებული ინფორმაცია არის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს რეკომენდაციებსა და პრაქტიკულ რჩევებს. მისი მიზანია, ბრიტანეთის მოქალაქეების უსაფრთხოება, მათი მხრიდან ადგილობრივი კანონმდებლობის და კულტურის უკეთ გაცნობა და პატივისცემა. ასეთი რჩევები მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის არსებობს“, - ნათქვამია ბრიტანეთის განცხადებაში. 

როგორც გაერთიანებული სამეფოს საელჩო განცხადებაშია აღნიშნული, საქართველო-უელსის ​მატჩთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში მკაფიოდ ხაზგასმულია, რომ თბილისში კრიმინალის დონე დაბალია. 

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ გავეცით პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვისაც სურს დაესწროს უელსსა და საქართველოს შორის საფეხბურთო მატჩს 6 ოქტომბერს. ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში მკაფიოდ არის ხაზგასმული ის ფაქტი, რომ ზოგადად თბილისში კრიმინალის დონე დაბალია. თბილისმა არაერთხელ წარმატებით უმასპინძლა სხვადასხვა საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებას და ამჯერადაც მოლოდინი გვაქვს, რომ ეს მატჩიც წარმატებით ჩაივლის. მოუთმენლად ველით უელსის გულშემატკივრების თბილისში ჩამოსვლას“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში 6 ოქტომბერს, ბორის პაიჭაძის სტადიონზე საქართველო-უელსის მატჩზე დასწრების მსურველ საკუთარ მოქალაქეებს რეკომენდაციები მისცა და განუმარტა, რა უნდა გაითვალისწინონ საქართველოში მოგზაურობისას პასპორტთან, ვიზებთან და ტრანსპორტირების საკითხთან დაკავშირებით. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე გასათვალისწინებელი რეკომენდაციები მიიღო
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე გასათვალისწინებელი რეკომენდაციები მიიღო
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომი
წაკითხვა
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციებს, რომლებიც ევროკავშირთან საქართველოს მეტ ინტეგრაციას ითვალისწინებს
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეკომენდაციებს, რომლებიც ევროკავშირთან საქართველოს მეტ ინტეგრაციას ითვალისწინებს
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა
წაკითხვა
უწყებათაშორისმა კომისიამ საგანმანათლებლო რესურსცენტრების, პედაგოგებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლებისთვის რეკომენდაცია გამოსცა
უწყებათაშორისმა კომისიამ საგანმანათლებლო რესურსცენტრების, პედაგოგებისა და ბაგა-ბაღების თანამშრომლებისთვის რეკომენდაცია გამოსცა
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის
წაკითხვა
დავით ნარმანია - საქართველო-უელსის მატჩზე გულშემატკივართა უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემები არ შეიქმნება
დავით ნარმანია - საქართველო-უელსის მატჩზე გულშემატკივართა უსაფრთხოების თვალსაზრისით პრობლემები არ შეიქმნება
საქართველო-უელსის მატჩზე გულშემატკივართა
წაკითხვა
ბრიტანეთის საელჩო საქართველო-უელსის ​თამაშზე დასწრების მსურველ ბრიტანეთის მოქალაქეებს აფრთხილებს
ბრიტანეთის საელჩო საქართველო-უელსის ​თამაშზე დასწრების მსურველ ბრიტანეთის მოქალაქეებს აფრთხილებს
დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში 6 ოქტომბერს, ბორის პაიჭაძის სტადიონზე საქართველო-უელსის მ
წაკითხვა
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ითვალისწინებენ და ახალი კონსტიტუციური კანონის წარდგენის ინიცირებას საშემოდგომო სესიაზე გეგმავენ
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ითვალისწინებენ და ახალი კონსტიტუციური კანონის წარდგენის ინიცირებას საშემოდგომო სესიაზე გეგმავენ
საარჩევნო ბლოკებთან და ბონუსებთან დაკავშირებით მმართველი გუნდი განცხადებას აკეთებს. 
წაკითხვა
ახალი რეკომენდაციები სტრასბურგიდან - როგორია ვენეციის კომისიის შუალედური დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებებზე
ახალი რეკომენდაციები სტრასბურგიდან - როგორია ვენეციის კომისიის შუალედური დასკვნა საკონსტიტუციო ცვლილებებზე
ახალი რეკომენდაციები სტრასბურგიდან - მთელი დღეა ქართული პოლიტიკური სპექტრი საკონსტიტუციო ცვლილებებზე ვენეციის კომისიის შუალედურ დასკვნას ელ
წაკითხვა
დავით სერგეენკო ბორჯომის ხეობაში მყოფ მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
დავით სერგეენკო ბორჯომის ხეობაში მყოფ მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
სტიქიის ზონაში იმყოფება ჯანდაცვის მინისტრიც. მასშტაბური ხანძრის შედეგად წარმოქმნილი ძლიერი კვამლის გამო დავით სერგეენკო ბორჯომის ხეობაში მყ
წაკითხვა