საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
480

პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთის საკითხის განხილვას საკრებულოში ხმაური მოჰყვა

ანა ბროლაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-29 12:19:00

საკრებულოს გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარების კომისიების სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. 

საკრებულოს წევრები პანორამა თბილისის პროექტის ფარგლებში, პუშკინის სკვერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროს მომიჯნავე 1900 კვადრატული მეტრის ზონის სტატუსის შეცვლის საკითხს განიხილავენ, რომ მიწის ზედას ნაცვლად მიწისქვეშა პარკინგის აშენება იყოს შესაძლებელი. 

“ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი სხდომას მხარდამჭერებთან ერთად ესწრებოდა, მან გააპროტესტა სტატუს ცვლილების საკითხი, რადგან საქმე თანაინვესტირების ფონდის პროექტსა და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას ეხება. 

ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ კერძო პარკინგი, რაზეც საუბარია, კონკრეტული სასტუმროს საკუთრებაში იქნება და მოქალაქეები ამ სიკეთით ვერ ისარგებლებენ.

პოლიტიკური განცხადებების შემდეგ ზაალ უდუმაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად სხდომა დატოვა და განაცხადა, რომ დაელოდება კომისიის გადაწყვეტილებას და საკრებულოს სხდომას, რომელიც ორ საათზეა ჩანიშნული. 

საკრებულოს გაერთიანებულ სხდომებზე კამათი მოჰყვა კიდევ ერთი საკითხის განხილვას, რომელიც პანორამა თბილისის პროექტის ფარგლებში, თაბორის მთაზე საირიგაციო სარწყავი სისტემის განსათავსებლად 5 000 კვადრატული მეტრისთვის ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსის ცვლილებას ითვალისწინებს.

“ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, რომელიც ასევე ესწრებოდა სხდომას კომისიის წევრებს მოუწოდებდა, ნუ გადაიქცევიან ბიძინა ივანიშვილის ნოტარიუსებად და დაჩქარებული წესით ნუ მიიღებენ გადაწყვეტილებებს.

მერიის მთავარი არქიტექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ წიკლაურმა განაცხადა, რომ ახალი ტერიტორია სარწყავი სისტემის ყველაზე ოპტიმალურ და მოსახერხებელ ლოკაციაზე განსათავსებლად გახდა გახდა საჭირო, იმისთვის რომ პანორამა თბილისის პროექტის ფარგლებში თაბორის მთაზე განთავსებული გოლფის მოედნის გარდა, ბოტანიკური ბაღიც მოირწყა, რადგან მასშტაბური პროექტია. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე მარიკა დარჩია იქნება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე მარიკა დარჩია იქნება
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ერთ-ერთი
წაკითხვა
გიორგი ტყემალაძის ინფორმაციით, საკრებულოში კონკრეტულ თანამდებობებზე ”ქართული ოცნებაში” კონსულტაციები მიმდინარეობს
გიორგი ტყემალაძის ინფორმაციით, საკრებულოში კონკრეტულ თანამდებობებზე ”ქართული ოცნებაში” კონსულტაციები მიმდინარეობს
"ქართული ოცნების" საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც უფლებამოსილი გახდება თბილისის ახალი მთავრობა, საკადრო გადაწყვეტილებებთან დაკავში
წაკითხვა
თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე საკრებულოს მომავალი უმრავლესობის წევრებს ხვდება
თბილისის ახლადარჩეული მერი კახა კალაძე საკრებულოს მომავალი უმრავლესობის წევრებს ხვდება
ამ წუთებში  თბილისის
წაკითხვა
ნიკა მელია არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა საკრებულოში შესვლას
ნიკა მელია არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა საკრებულოში შესვლას
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია
წაკითხვა
თვითმმართველობა 2017 - 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოებში მანდატების გადანაწილების პროცესი იწყება
თვითმმართველობა 2017 - 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოებში მანდატების გადანაწილების პროცესი იწყება
არჩევნები დასრულდა: 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოებში მანდატების გადანაწილების პროცესი იწყება. 
წაკითხვა
მელია არ აკონკრეტებს, დატოვებს თუ არა პარლამენტს
მელია არ აკონკრეტებს, დატოვებს თუ არა პარლამენტს
მე ვიქნები იქ, სადაც ყველაზე მეტ დისკომფორტს შევუქმნი ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას და ყველაზე მეტ სარგებელს მოვუტან საზოგადო
წაკითხვა
ზაალ უდუმაშვილი - ვერავინ დამასწრებდა, მიმელოცა გამარჯვებული კანდიდატისთვის, მას რომ ეს ღირსეულად გაეკეთებინა
ზაალ უდუმაშვილი - ვერავინ დამასწრებდა, მიმელოცა გამარჯვებული კანდიდატისთვის, მას რომ ეს ღირსეულად გაეკეთებინა
მე ვერავინ დამასწრებდა, მიმელოცა გამარჯვებული კანდიდატისთვის გამარჯვება, მას რომ ეს ღირსეულად გაეკეთებინა, - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, ზაალ
წაკითხვა
 „ნაციონალური მოძრაობის
„ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ბრიფინგი გამართა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. 
წაკითხვა