საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1130

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 231 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

ლიკა ალელიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-29 18:30:00

ქალაქ ახალციხეში, უფროსი სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების საბრძოლო მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. 

რაბათის ციხესთან ღვთისა და ერის წინაშე ფიცი 231 სამხედრო მოსამსახურემ დადო.

მათ კურსის დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის პირად შემადგენლობასა და ჯარისკაცების მშობლებს მადლობა გადაუხადეს. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფიცის დადების შემდეგ, ღონისძიება დაჯილდოებით გაგრძელდა. კურსის საუკეთესო ინსტრუქტორსა და საუკეთესო კურსდამთავრებულს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. ფიზიკურ მომზადებაში საუკეთესო მაჩვენებლის მქონე სამხედრო მოსამსახურემ საპატიო სიგელი მიიღო. საპატიო სიგელი გადაეცა ასევე ჯარისკაცს ,ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ნორმატივების წარმატებით შესრულებისათვის. გამოვლინდა ყველაზე დისციპლინირებული კურსდამთავრებულიც.

ამასთან, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში რეკრუტებმა საბრძოლო მომზადების სამთვიანი კურსი გაიარეს. კურსის განმავლობაში ისინი სადისციპლინო წესდებას, ტაქტიკას, საცეცხლე მომზადებას, სამხედრო ტოპოგრაფიასა და პირველად სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს დაეუფლნენ. ისინი სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და ოთხწლიან საკონტრაქტო-სამხედრო სამსახურს გაივლიან.

ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, ჯარისკაცების ოჯახის წევრები და ახლობლები დაესწრნენ, რომლებსაც მათთან გასაუბრების შესაძლებლობა მიეცათ. პირადი შემადგენლობა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის კაპელანმა, დეკანოზმა ალექსანდრემ დალოცა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე ერთი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა
სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე ერთი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა
სიმონეთის სამხედრო პოლიგონზე სამხედრო მოს
წაკითხვა
სამხედრო მოსამსახურეები მომზადებას პროფესიულ ცენტრებში გაივლიან
სამხედრო მოსამსახურეები მომზადებას პროფესიულ ცენტრებში გაივლიან
სამხედრო მოსამსახურეები მომზადებას პროფესიულ ცენტრებში გაივლიან. თანამშრომლობის მემორანდუმი პროფესიულ სასწავლებლებთან გაფორმდა. &
წაკითხვა
ქართველი სამხედროების გმირობის ისტორიები გაიხსენეს მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც ომის მსხვერპლთა ახლობლები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ
ქართველი სამხედროების გმირობის ისტორიები გაიხსენეს მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც ომის მსხვერპლთა ახლობლები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ
ქართველი სამხედროების გმირობის ისტორიები გაიხსენეს მუხათგვერდის სასაფლაოზე.- იქ,, სადაც გმირები არიან დაკრძალული, 
წაკითხვა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დღეს შერეულ საავიაციო ბაზაზე  ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დღეს შერეულ საავიაციო ბაზაზე ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა საქართველო დღეს მას შემდეგ დატოვა, რაც შერეულ საავიაციო ბაზაზე მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ში
წაკითხვა
საერთო საჯარისო ცენტრი ერთი წლის გახდა - საზეიმო ღონისძიება გაიმართა
საერთო საჯარისო ცენტრი ერთი წლის გახდა - საზეიმო ღონისძიება გაიმართა
საერთო საჯარისო ცენტრი ერთი წლის გახდა. საზეიმო ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.  
წაკითხვა
რა პრობლემებზე საუბრობენ ყოფილი სამხედროები და რას პასუხობს მათ თავდაცვის უწყება
რა პრობლემებზე საუბრობენ ყოფილი სამხედროები და რას პასუხობს მათ თავდაცვის უწყება
რამდენად ზრუნავს სახელმწიფო სამხედრო მოსამსახურეებზე მას შემდეგ რაც ისინი შეიარაღებულ ძალებს ტოვებენ. 
წაკითხვა
სამხედრო მოსამსახურეების საპენსიო რეფორმის შესახებ განხილვები პარლამენტში მიმდინარე წელს დაიწყება
სამხედრო მოსამსახურეების საპენსიო რეფორმის შესახებ განხილვები პარლამენტში მიმდინარე წელს დაიწყება
 საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეების საპენსიო
წაკითხვა
კრემლის პროვოკაციული გეგმა - ცხინვალის ე.წ. სამხედროები რუსულ ჯარში იმსახურებენ
კრემლის პროვოკაციული გეგმა - ცხინვალის ე.წ. სამხედროები რუსულ ჯარში იმსახურებენ
კრემლის პროვოკაციული გეგმა რეალობად იქცევა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამხედროები რუსულ ჯარში იმსახურებენ. შესაბამის შეთანხმებას ვლადიმერ
წაკითხვა