საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
5081

„მარსის რბოლაში“ არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთვება - არაბები უზარმაზარ მარსულ ქალაქს გააშენებენ

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-29 19:53:00

სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ადამიანების მარსზე გამგზავრება მხოლოდ დროის საკითხია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კითხვა, რომელიც ამ დროს ისმის, შემდეგია — როდესაც იქ ჩავალთ, როგორ ვაპირებთ ცხოვრებას?  

არაბთა გაერთიანებული საამიროები ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მთლიანი ქალაქის მშენებლობით გეგმავს, რომელიც აქ, დედამიწაზე გაშენდება და მაქსიმალურად სიმულირებული იქნება მარსის გარემო პირობები. 

ქალაქის მშენებლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფებამ გასულ კვირას, ყოველწმიური შეხვედრაზე დააანონსა; მშენებლობა 136$ მილიონი დაჯდება; შერჩეულია სახელიც — მარსის სამეცნიერო ქალაქი. პროექტი მიეკუთვნება მოჰამედ ბინ რაშიდის კოსმოსური ცენტრის ემირატების მარსის მისიას, რომელიც 2117 წლისთვის წითელ პლანეტაზე ადამიანთა კოლონიის დაარსებას გეგმავს. 

ქალაქი გაშენდება 177 000 კვადრატულ მეტრზე, აშშ-ის კუნძულ ალკატრასის ფართობზე ორჯერ დიდ ტერიტორიაზე. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრმა, შეიხ მუჰამედ ბინ რაშიდმა Twitter-ზე მას „განსაცვიფრებელი ეროვნული პროექტი“ უწოდა. 

ქალაქი დანიელმა არქიტექტორმა ბიარკე ინგელსმა არაბ მეცნიერებთან და ინჟინრებთან ერთად დააპროექტა და მოიცავს ფუტურისტულ გუმბათოვან ნაგებობათა სერიებს. 

შენობებს შიგნით განთავსდება ლაბორატორიები, რომელთა მიზანიც იქნება იმის გარკვევა, თუ როგორ მოხერხდება საკვების, ენერგიისა და წყლის მართვა; მოეწყობა მუზეუმიც, რომელიც მიეძღვნება კაცობრიობის უდიდეს კოსმოსურ მიღწევებს; დუბაის მედია-ოფისის განცხადებით, კედლებს არაბთა გაერთიანებული საამიროების ქვიშისგან დაამზადებს 3D პრინტერი. 

არსებობს რამდენიმე შეზღუდვა, რომელსაც ქალაქი ასევე მოაგვარებს. არ იქნება საჭირო ჟანგბადის წარმოება, მოსახლეობა არც იმ რადიაციას მიიღებს, რაც მარსზეა; წითელ პლანეტას არ გააჩნია მაგნიტური ველი, რომელიც მას საზიანო ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაიცავდა

მარსის ზედაპირს დედამიწის გრავიტაციის მხოლოდ 38% აქვს, ასევე გაცილებით დაბალია მისი საშუალო ტემპერატურა. ლაბორატორიები მოახდენს მარსის გარემოს სიმულაციას, ასევე დაბლოკავს სიცხესა და რადიაციას. 

გეგმის მიხედვით, ჯგუფი ქალაქში ერთ წელიწადს იცხოვრებს და შექმნის არასტუმართმოყვარე პლანეტაზე გრძელვადიანი ცხოვრების სტრატეგიას. 

„მარსი 2117 გრძელვადიანი პროექტია, რომელშიც ჩვენი უპირველესი მიზანია განვავითაროთ ჩვენი განათლების სისტემა ისე, რომ ჩვენმა შვილებმა სამეცნიერო კვლევები სხვადასხვა სექტორში შესძლონ“, — აღნიშნა შეიხ მუჰამედმა.  

„ადამიანთა ამბიციებს საზღვრები არ აქვს და ვინც კი ამ საუკუნის სამეცნიერო გარღვევებს უყურებს, სჯერა, რომ ადამიანთა შესაძლებლობებს შეუძლია ყველაზე საოცარ ოცნებათა რეალიზება“. 










მომზადებულია mediaoffice.ae-სა და ScienceAlert-ის მიხედვით 

 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
NASA-მ მარსის უზარმაზარი, დაკლაკნილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა
NASA-მ მარსის უზარმაზარი, დაკლაკნილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა
NASA-მ აღმოაჩინა უხილავი, დაკლაკნილი მაგნ
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
გაგზავნეთ თქვენი სახელი მარსზე - NASA-ს მავალი InSight-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ
გაგზავნეთ თქვენი სახელი მარსზე - NASA-ს მავალი InSight-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ
შეიძლება მარსზე ვერასოდეს მოხვდეთ, მაგრამ
წაკითხვა
მარსზე თავსდატეხილმა უმძლავრესმა მზის შტორმმა გლობალური ციალი გამოიწვია
მარსზე თავსდატეხილმა უმძლავრესმა მზის შტორმმა გლობალური ციალი გამოიწვია
რამდენიმე დღის წინ, მარსზე მოხდა იმდენად
წაკითხვა
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
დედამიწისა და მეტეორიტების ანალიზების შედეგად, ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი შუქი
წაკითხვა
ელონ მასკმა მარსის კოლონიზაციის ახალი, საოცარი გეგმა წარმოადგინა
ელონ მასკმა მარსის კოლონიზაციის ახალი, საოცარი გეგმა წარმოადგინა
ელონ მასკი მარსის კოლონიზაციის დაწყებას უ
წაკითხვა
მარსზე გამგზავრება შესაძლოა მოსალოდნელზე ორჯერ მეტად სახიფათო იყოს - ახალი კვლევა
მარსზე გამგზავრება შესაძლოა მოსალოდნელზე ორჯერ მეტად სახიფათო იყოს - ახალი კვლევა
NASA-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მარსზე ა
წაკითხვა
ღამით მარსზე თოვლიანი ქარბუქები მძვინვარებს - პირველი მტკიცებულება
ღამით მარსზე თოვლიანი ქარბუქები მძვინვარებს - პირველი მტკიცებულება
შეიძლება მარსის ლანდშაფტი ცივი, მტვრიანი
წაკითხვა