საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
694

თბილისის ანჩისხატის ეკლესიის ინტერიერის ქვის საკონსერვაციო სამუშაოების მე-3 ეტაპი დასრულდა

თათია კუჭუხიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-29 23:46:00

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ თბილისის ანჩისხატის ეკლესიის ინტერიერის ქვის საკონსერვაციო სამუშაოების მე-3 ეტაპი დაასრულა. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ სამუშაოები, რომელიც ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებზე მიმდინარეობდა, თბილისის სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის რესტავრატორების მიერ განხორციელდა. 

„ტაძარში გაიწმინდა ქვის ზედაპირი, მოიხსნა ცემენტის ხსნარი, ნაკლული ადგილები კი კირხსნარით შეივსო. გაერთიანდა ფრაგმენტული ქვის ზედაპირი. წინასარესტავრაციო სამუშაოების დროს ძეგლზე აქტიურად გამოიყენებოდა ცემენტის ხსნარი, რაც იწვევდა ქვის ზედაპირზე მარილის გავრცელებას. აღნიშნული ხსნარი მექანიკურად მოიხსნა და ჩანაცვლდა კირხსნარით. ქვის ზედაპირზე არსებული მტვრის ფენის ნადები, რესტავრატორებმა მექანიკური დამუშავების მეთოდით, მტვერსასრუტით ჩამოწმინდეს. გამყარებული ნალექი კი მექანიკურად, ლანცეტის საშუალებით მოიხსნა. ფრაგმენტირებული ქვის ნაწილები და ზედაპირი გაერთიანდა მინაბოჭკოვანი ანკერებისა და ეპოქსიდური რეზინის გამოყენებით. ფრაგმენტები დაიფარა ორკომპონენტიანი ეპოქსიდური რეზინით და ავთვენტურ ადგილას დამონტაჟდა. ანჩისხატის ინტერიერის ქვის საკონსერვაციო სამუშაოები ცნობილი იტალიელი რესტავრატორის სტეფანო ვოლტას კონსულტაციების საფუძველზე, არქიტექტორ-რესტავრატორი ნანა კუპრაშვილის ხელმძღვანელობით წარიმართა“, - აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ნიკოლოზ ანთიძე - ანჩისხატის ტაძრის ეზოში საეკლესიო მაღაზიის მშენებლობა ტაძარს სჭირდება
ნიკოლოზ ანთიძე - ანჩისხატის ტაძრის ეზოში საეკლესიო მაღაზიის მშენებლობა ტაძარს სჭირდება
ანჩისხატის ტაძრის ეზოში საეკლესიო მაღაზიის მშენებლობის პროექტზე სააგენტო წელიწადნახევრის განმ
წაკითხვა
 29 აგვისტოს მართლმადიდებლური სამყარო ხელთუქმნელი ანჩისხატის დღესასწაულს აღნიშნავს
29 აგვისტოს მართლმადიდებლური სამყარო ხელთუქმნელი ანჩისხატის დღესასწაულს აღნიშნავს
ლოცვითი მსვლელობა რუსთველის გამზირზე. სხვადასხვა ტაძრის მრევლმა ანჩისხატის კანონიკური ასლი ხელოვნების მუზეუმის წინ არსებულ სამლოცველოში, მი
წაკითხვა
ფონდი „ქართული გალობა“ კულტურის ღვაწლმოსილ მოღვაწეებს და ანსამბლებს დააჯილდოებს
ფონდი „ქართული გალობა“ კულტურის ღვაწლმოსილ მოღვაწეებს და ანსამბლებს დააჯილდოებს
9 ივლისს რუსთაველის თეატრში ფონდი „ქართული გალობა“ ქართული კულტურის სფეროში მოღვაწე ღვაწლმოსილ ადამიანებს და ანსამბლებს დააჯილდოებს. 
წაკითხვა