საზოგადოებრივი
104.5 FM
1085

საქართველოს მასშტაბით, წელს 60 ათას ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან

მერაბ წულუკიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-30 11:59:00

საქართველოს მასშტაბით, წელს 60 ათას ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან, ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბათუმში განაცხადა.

ბათუმი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს სახელწოდებით „ციტრუსის ექსპორტი 2017“. ფორუმის მიზანი ციტრუსის ექსპორტის ხელშეწყობა და ამ მიზნით კონკრეტული ექსპორტიორი კომპანიების დაინტერესების გაზრდაა. 

„ველოდებით დაახლოებით იგივე მოსავალს, რაც გვქონდა გასულ წელს. საუბარია 60 ათას ტონა მანდარინის მოსავალზე საქართველოს მასშტაბით. ვფიქრობთ, კარგი მოსავალია. თუ კლიმატი ხელს შეგვიწყობს, გვექნება ხარისხიანი მოსავალი, რაც არის იმის პირობა, რომ ფერმერები ხელსაყრელ პირობებში მოახდენენ პროდუქციის რეალიზებას. 

ასევე აჭარის სოფლის მეორნეობის სამინისტროს ორგანიზებით, გადამამუშავებელი საწარმოებისთვის არის ხელშემწყობი პროგრამები და, შესაბამისად, არასტანდარტული მანდარინის დაბინავების პრობლემასაც არ ველოდებით“ - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. 

საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, ბათუმს სტუმრობენ ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები პოლონეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, ლიტვიდან, ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან, ტაჯიკეთიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან. ციტრუსის ექსპორტისთვის პრიორიტეტული წელს სწორედ ეს მიმართულებები იქნება.

ფორუმის დასკვნით ნაწილში გაიმართება შემაჯამებელი დისკუსია, ადგილობრივ ციტრუსის დამამზადებლებსა და ექსპორტიორებს საშუალება ექნებათ, კომპეტენტური ორგანიზაციებიდან მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე, ადგილზე გაესაუბრონ ერთმანეთს და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების შემთხვევაში, ადგილზევე გააფორმონ ხელშეკრულებები. 

აჭარაში უკვე დაიწყო საადრეო ჯიშის მანდარინის დაკრეფა. ციტრუსის სეზონი კი ოქტომბრის ბოლოდან დაიწყება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„ციტრუსის ექსპორტი 2017“ - ბათუმი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს
„ციტრუსის ექსპორტი 2017“ - ბათუმი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს
აჭარაში წელს 60 ათას ტონა ციტრუსის მოსავალს ელოდებიან. სეზონის წინ ბათუმი საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს სახელწოდებით „ციტრუსის ექსპორტი 2
წაკითხვა
ნაფარეულის მოსახლეობა ყურძნის მოსავლის შესაბამის ფასში ჩაბარების პრობლემაზე საუბრობს
ნაფარეულის მოსახლეობა ყურძნის მოსავლის შესაბამის ფასში ჩაბარების პრობლემაზე საუბრობს
კახეთში, ნაფარეულის მოსახლეობა ყურძნის მოსავლის შესაბამის ფასში ჩაბარების პრობლემაზე საუბრობს. 
წაკითხვა
ლევან დავითაშვილი - წინასწარი შეფასებით, თხილის მოსავალი 20-30%-ით ნაკლები შეიძლება იყოს, ვიდრე წინა წლებში
ლევან დავითაშვილი - წინასწარი შეფასებით, თხილის მოსავალი 20-30%-ით ნაკლები შეიძლება იყოს, ვიდრე წინა წლებში
თუ არ იქნებიან მასობრივად მობილიზებულნი ჩვენი თხილის მწარმოებლები, ჩვენ ვერ მივიღებთ კარგ შედეგებს მომავალ წელსაც, - ამი შესახებ ჟურნალისტებს სოფ
წაკითხვა
სოფელ კოკის მოსახლეობის ნაწილი, თხილის მოსავლის განადგურების გამო, დახმარებას ითხოვს
სოფელ კოკის მოსახლეობის ნაწილი, თხილის მოსავლის განადგურების გამო, დახმარებას ითხოვს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში ადგი
წაკითხვა
„საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლები პირველ კვარტალში 9.4%-ით შემცირდა
„საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლები პირველ კვარტალში 9.4%-ით შემცირდა
„საქართველოს რკინიგზის“ შემოსავლები პირვე
წაკითხვა
2017 წლის ექვს თვეში საქართველოში უცხოური ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 434.6 მლნ დოლარი შეადგინა
2017 წლის ექვს თვეში საქართველოში უცხოური ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 434.6 მლნ დოლარი შეადგინა
2017 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში უცხოური ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 434.6 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 82 მილიონით მეტი
წაკითხვა
ორად გაყოფილი მიწის ფართობები და მოსავალი მავთულხლართების მიღმა - პრობლემები საოკუპაციო ზოლში
ორად გაყოფილი მიწის ფართობები და მოსავალი მავთულხლართების მიღმა - პრობლემები საოკუპაციო ზოლში
პრობლემები საოკუპაციო ზოლში - მცოცავი ოკუპაციისა და მავთულხლართების გამო, ადგილობრივები სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ჩატარებას ხშირ შემთხვ
წაკითხვა
პრემიერის თქმით, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა
პრემიერის თქმით, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ტურიზმის მიმართ
წაკითხვა