საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
901

თორნიკე ოქრიაშვილმა რუსეთის პრემიერლიგის მე-12 მატჩის დროს მუხლი დაიზიანა

მერაბ მამულაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-09-30 12:53:00


საქართველოს ნაკრების შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურის მატჩის დროს დაშავდა - მისი კლუბი „კრასნოდარი“ გასვლაზე ტულის "არსენალთან" ანგარიშით 0:1 დამარცხდა.

ქართველი შემტევი „კრასნოდარის“ რიგებში 70-ე წუთზე გამოჩნდა, მაგრამ 10 წუთში მუხლი დაიზიანა და მოედანი ისე დატოვა, თამაში ვერ დაასრულა.

"კრასნოდარის" მანამდე შარლ კაბორე გაუგდეს, სამივე შეცვლის უფლება კლუბს უკვე გამოყენებული ჰქონდა და მატჩი 9 ფეხბურთელით დაასრულა.

ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია ოქრიაშვილის მუხლის ტრავმა და დაეხმარება თუ არა საქართველოს ნაკრებს უელსისა (6 ოქტომბერს) და სერბეთის (9 ოქტომბერს) წინააღმდეგ ჩასატარებელ მატჩებში.

ასევე უცნობია, შეძლებს თუ არა სანაკრებო თამაშში მონაწილეობას მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე - მას წინა ტურში ტრავმა ისევ გაუმწვავდა და არც „ურალთან“ დღეს ჩასატარებელი შეხვედრის წინ უვარჯიშია.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ოქრიაშვილი 7-თვიანი შესვენების შემდეგ გოლით დაბრუნდა
ოქრიაშვილი 7-თვიანი შესვენების შემდეგ გოლით დაბრუნდა
თორნიკე ოქრიაშვილი მოედანს ხანგრძლივი შეს
წაკითხვა
თორნიკე ოქრიაშვილი ფორმაში შედის
თორნიკე ოქრიაშვილი ფორმაში შედის
დღეს, ირლანდიასთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ერთ-ერთ ლიდერი, თორნიკე ოქრიაშვილი ვერ დაეხმარება.
წაკითხვა
თორნიკე ოქრიაშვილი „კრასნოდარის
თორნიკე ოქრიაშვილი „კრასნოდარის" ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელია
თორნიკე ოქრიაშვილი, „კრასნოდარის" ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელია. 
წაკითხვა
უელსი-საქართველო 1:1
უელსი-საქართველო 1:1
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მესამე მატჩი სტუმრად უელსის ნაკრებთან, ფრედ 1:1 დაასრულა და
წაკითხვა