საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2603

როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-09-30 19:55:00

დედამიწისა და მეტეორიტების ანალიზების შედეგად, ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი შუქი მოჰფინეს იმ მოვლენათა თანმიმდევრობას, რომელთა შედეგადაც დედამიწა და მარსი წარმოიქმნა. 

პლანეტები აკრეციის პროცესის შედეგად იზრდება — დამატებითი ნივთიერებების თანდათანობითი აკუმულაცია, რომლის ფარგლებშიც ისინი შეჯახებების შედეგად ერწყმიან მეზობლებს. 

ხშირად ეს ქაოტური პროცესია და ამიტომ, ნივთიერებები ხან იკარგება, ხან კი გროვდება. 

მასიურ პლანეტურ სხეულებზე სხვა სხეულთა შეჯახება წამში რამდენიმე კილომეტრის სიჩქარით, წარმოქმნის უზარმაზარ სიცხეს, რომელიც თავის მხრივ წარმოქმნის მაგმის ოკეანეებსა და აორთქლებული ქანების დროებით ატმოსფეროს. 

მანამ, სანამ პლანეტა დაახლოებით მარსის ზომას მიიღებს, მისი გრავიტაციული მიზიდულობა იმდენად სუსტია, რომ ასეთი სილიკატების ატმოსფეროში შენარჩუნება შეუძლებელია. 

ხშირი შეჯახებების შედეგად აორთქლებული ასეთი ქანების მუდმივი დანაკარგი პლანეტის შემადგენლობის მნიშვნელოვან ცვლილებას იწვევს. 

ბრისტოლის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერებათა სკოლის დოქტორი რემკო ჰილი ხელმძღვანელობდა კვლევას, რომელიც 26 სექტემბერს გამოქვეყნდა ჟურნალ Nature-ში.   

„დავადგინეთ, რომ ასეთი მოვლენები ხშირი იყო დედამიწისა და მარსის ფორმაციის პროცესში; ამისათვის ჩავატარეთ მათი მაგნიუმის იზიტოპური შემადგენლობის მაღალი სიზუსტის ანალიზები“, — ამბობს ჰილი. 

„მაგნიუმის იზოტოპის პროპორციები სილიკატების ორთქლის დაკარგვის შედეგად იცვლება, რომელიც თავის მხრივ შეიცავს უფრო მსუბუქ იზოტოპებს. ამ გზით, ვვარაუდობთ, რომ მშენებლობისას, დაკარგულია დედამიწის მასის 40%“. 

„როგორც ჩვენი ერთ-ერთი წევრი აღნიშნავს, სწორედ ეს პროცესია პასუხისმგებელი დედამიწის უნიკალურ შემადგენლობაზე“. 

კვლევა მიეკუთვნება იმ მრავალმხრივ ძალისხმევას, რომლის მიზანია გადაჭრას დედამიწისა და პლანეტარულ მეცნიერებაში ათწლეულობის განმავლობაში მიმდინარე დებატები განსხვავებული, არასტაბილური და ღარიბი შემადგენლობის პლანეტების წარმოშობის შესახებ. 

ბოლომდე გაურკვეველია, ეს იმ პროცესების შედეგია, რომელიც ადრეული მზის სისტემის ნისლეულის გაზისა და მტვრის ნაზავში მიმდინარეობდა თუ უბრალოდ შედეგად მოჰყვა მათ ძალადობრივ ზრდას. 

მეცნიერებმა ანალიზები ჩაუტარეს დედამიწისეულ ნიმუშებს, მარსისა და ასტეროიდ ვესტას მეტეორიტებს, რისთვისაც გამოიყენეს ახალი ტექნიკა, რათა მაგნიუმის იზიტოპთა პროპორციების იმაზე გაცილებით ზუსტი შედეგები მიეღოთ, ვიდრე აქამდე ჰქონდათ. 

შედეგად, გაკეთდა სამი ძირითადი აღმოჩენა:  

დედამიწას, მარსსა და ასტეროიდ ვესტას აქვთ ყველა შესაძლო ნისლეულისეულისგან განსხვავებული მაგნიუმის იზოტოპის პროპორციები. 

პლანეტის იზოტოპურად მძიმე მაგნიუმის იზოტოპთა შემადგენლობა მიუთითებს მასის მნიშვნელოვან დანაკარგებზე აკრეციის პერიოდში მიმდინარე აორთქლებათა სერიების შედეგად. 

ზრდის დროს, მშენებლობის დაუხვეწელ პროცესებს შედეგად მოჰყვა სხვა ქიმიური ცვლილებებიც, რამაც საბოლოოდ, დედამიწის უნიკალური ქიმიური მახასიათებლები წარმოქმნა. 

„ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევა ცვლის ჩვენს ხედვებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძინეს პლანეტებმა თავიანთ ფიზიკური და ქიმიური მახასიათებლები“, — აღნიშნავს დოქტორი ჰილი. 

„ადრეც ცნობილი იყო, რომ პლანეტების მშენებლობა ძალადობრივი პროცესია, ვიცოდით ისიც, რომ დედამიწის მსგავსი პლანეტების შემადგენლობა განსხვავებულია, თუმცა ბოლომდე გარკვეული არ იყო ამ მახასიათებელთა ერთმანეთთან კავშირი“.  

„ახლა ჩვენ ვნახეთ, რომ პლანეტური აკრეციისას, მაღალენერგიული შეჯახებების დროს ორთქლის დანაკარგებს სიღრმისეული ეფექტი ჰქონდა პლანეტის შემადგენლობაზე“. 

„როგორც ჩანს, ასეთი პროცესები არა მხოლოდ დედამიწისა და მარსისთვის, არამედ ზოგადად მზის სისტემისა თუ მის მიღმა პლანეტათა მშენებლობისთვისაა დამახასიათებელი. თუმცა, შეჯახებათა ისტორიებში არსებული სხვაობები საფუძვლად უდევს მათ შემადგენლობებში არსებულ განსხვავებებს“. 

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
NASA-მ მარსის უზარმაზარი, დაკლაკნილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა
NASA-მ მარსის უზარმაზარი, დაკლაკნილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა
NASA-მ აღმოაჩინა უხილავი, დაკლაკნილი მაგნ
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
სიცოცხლე დედამიწაზე შესაძლოა მეტეორიტების მიერ მოტანილი ნივთიერებებისგან აღმოცენდა
სიცოცხლე დედამიწაზე შესაძლოა მეტეორიტების მიერ მოტანილი ნივთიერებებისგან აღმოცენდა
სიცოცხლე დედამიწაზე წარმოიშვა 3,7 – 4,5 მ
წაკითხვა
გაგზავნეთ თქვენი სახელი მარსზე - NASA-ს მავალი InSight-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ
გაგზავნეთ თქვენი სახელი მარსზე - NASA-ს მავალი InSight-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ
შეიძლება მარსზე ვერასოდეს მოხვდეთ, მაგრამ
წაკითხვა
მარსზე თავსდატეხილმა უმძლავრესმა მზის შტორმმა გლობალური ციალი გამოიწვია
მარსზე თავსდატეხილმა უმძლავრესმა მზის შტორმმა გლობალური ციალი გამოიწვია
რამდენიმე დღის წინ, მარსზე მოხდა იმდენად
წაკითხვა
ელონ მასკმა მარსის კოლონიზაციის ახალი, საოცარი გეგმა წარმოადგინა
ელონ მასკმა მარსის კოლონიზაციის ახალი, საოცარი გეგმა წარმოადგინა
ელონ მასკი მარსის კოლონიზაციის დაწყებას უ
წაკითხვა
სიცოცხლე დედამიწაზე დაახლოებით 4 მლრდ წლის წინ დაიწყო - აღმოჩენილია უძველესი სიცოცხლის ახალი კვალი
სიცოცხლე დედამიწაზე დაახლოებით 4 მლრდ წლის წინ დაიწყო - აღმოჩენილია უძველესი სიცოცხლის ახალი კვალი
დროა, სიცოცხლის საიუბილეო ტორტზე უფრო მეტი სანთლები დავამატოთ — დაზუსტებისათვის, დაახლოებით 1
წაკითხვა
„მარსის რბოლაში“ არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთვება - არაბები უზარმაზარ მარსულ ქალაქს გააშენებენ
„მარსის რბოლაში“ არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთვება - არაბები უზარმაზარ მარსულ ქალაქს გააშენებენ
სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ადამიანების მა
წაკითხვა