საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
705

ევროკომისიამ კატალონიაში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმს უკანონო უწოდა

ლევან ახალაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-02 14:48:00

ევროკომისიამ კატალონიაში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმს უკანონო უწოდა. ამის შესახებ განცხადება ბრიუსელში ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარგარიტის სხინასმა გააკეთა. 
„ესპანეთის კონსტიტუციის მიხედვით, გუშინ კატალონიაში გამართული ხმის მიცემის პროცესი უკანონოა“ - განაცხადა სხინასმა.
ამასთან, ევროკომისიამ მოუწოდა მხარეებს დიალოგის მაგიდასთან დაბრუნდნენ.
„ევროკომისია ენდობა ესპანეთის პრემიერის მარიანო რახოის მთავრობას, რომელსაც რთული პროცესის მართვა შეუძლია. ჩენ მოვუწოდებთ ყველა რელევანტურ მხარეს, უარი თქვან კონფრონტაციაზე და სწრაფად დაუბრუნდნენ დიალოგის პროცესს. ძალადობა აღარასდროს უნდა იყოს პოლიტიკური ინსტრუმენტი",- განაცხადა ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
როგორც ბრიუსელში ამბობენ, დღეს საღამოს ევროკომისიის პრეზიდენტი ამ საკითხზე ტელეფონით ესპანეთის პრემიერს გაესაუბრება .
შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებლობის შესახებ ე.წ. რეფერენდუმი კატალონიაში პირველ ოქტომბერს, ესპანეთის ხელისუფლების წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გაიმართა. მადრიდში ამბობენ, რომ კატალონიის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადებას ყველა კანონიერი მეთოდებით წინ აღუდგებიან.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცველებს ჩაბარდა
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცველებს ჩაბარდა
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცავებს ჩაბარდა. კარლეს პუიჩდემონი ოთხ ყოფილ მინისტრთან ერთად ბელგიელი ძალოვანების კითხვებს
წაკითხვა
კარლეს პუიჩდემონი და მისი ყოფილი მრჩევლები ბელგიის პოლიციას ჩაბარდნენ
კარლეს პუიჩდემონი და მისი ყოფილი მრჩევლები ბელგიის პოლიციას ჩაბარდნენ
კარლეს პუიჩდემონი და მისი ყოფილი მრჩევლებ
წაკითხვა
ბილბაოში კატალონიის ავტონომიის შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს
ბილბაოში კატალონიის ავტონომიის შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს
ბილბაოში ესპანეთის მთავრობის მიერ კატალონიის ავტონომიის შეზღუდვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს. 
წაკითხვა
კატალონიის კრიზისი ესპანეთს შესაძლოა, 27 მილიარდი ევრო დაუჯდეს
კატალონიის კრიზისი ესპანეთს შესაძლოა, 27 მილიარდი ევრო დაუჯდეს
კატალონიის კრიზისმა შესაძლოა, ესპანეთის ეკონომიკა 27 მილიარდი ევროთი დააზარალოს - წერს El Pai
წაკითხვა
კარლეს პუიჩდემონი 21 დეკემბერს ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს
კარლეს პუიჩდემონი 21 დეკემბერს ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს
კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი 21 დეკემბერს
წაკითხვა
მალტელი ჟურნალისტის დაფნა კარუანა გალიციას ​ხსოვნის პატივსაცემად ევროკომისიის წინ დროშები დაუშვეს
მალტელი ჟურნალისტის დაფნა კარუანა გალიციას ​ხსოვნის პატივსაცემად ევროკომისიის წინ დროშები დაუშვეს
მალტელი ჟურნალისტის დაფნა კარუანა 
წაკითხვა