საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
899

კანადაში გამართულ Invictus Games-ში მონაწილე სამხედროები საქართველოში დაბრუნდნენ

ანი ფაცია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-03 06:25:00


კანადაში გამართულ საერთაშორისო თამაშებში, Invictus Games-ში („ძლიერთა თამაშები“) მონაწილე დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები საქართველოში დაბრუნდნენ. 

სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დახვდა, წარმატებით ასპარეზობა მიულოცა და მადლობა გადაუხადა.

„ჩვენს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს მივულოცე დიდი გამარჯვება. მათ „ძლიერთა თამაშებში“ დაამტკიცეს, რომ ძლიერთა შორის უძლიერესები არიან და მოიპოვეს ოქროს მედლები. მათ გვიჩვენეს მაგალითი, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო სიცოცხლე, იბრძოლო იმისათვის, რომ შენი ქვეყნის ღირსება გაიტანო არამარტო საერთაშირისო მისიების შესრულების დროს, არამედ სპორტშიც. სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტრის სახელით, კიდევ ერთხელ ვულოცავ სპორტსმენებს ამ გამარჯვებას“, - განუცხადა თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს.

კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა. Invictus Games​-ში გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები დიდი ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ პირადად გადასცა.

საბრძოლო მოქმედებებისა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებულმა 15-კაციანმა გუნდმა კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ სპორტის ექვს სახეობაში იასპარეზა: ველორბოლა, ცურვა, წოლჭიმი, მშვილდით სროლა, ავტორბოლა, მჯდომარე ფრენბურთი. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები გაერთიანებული სამეფოს პრინცის, ჰარის პატრონაჟით გამართულ „ძლიერ თამაშებში“ მესამედ მონაწილეობდნენ

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„ტოტალური თავდაცვა და ჰიბრიდული ომის წარმოება“ - ფინეთის თავდაცვის მინისტრმა საჯარო ლექცია წაიკითხა
„ტოტალური თავდაცვა და ჰიბრიდული ომის წარმოება“ - ფინეთის თავდაცვის მინისტრმა საჯარო ლექცია წაიკითხა
„ტოტალური თავდაცვა და ჰიბრიდული ომის წარმოება“ – თემაზე ფინეთის თავდაცვის მინისტრმა საჯარო ლე
წაკითხვა
სასამართლომ დონალდ ტრამპის განკარგულება დაბლოკა, რომელიც ტრანსგენდერებს აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში სამსახურს უკრძალავდა
სასამართლომ დონალდ ტრამპის განკარგულება დაბლოკა, რომელიც ტრანსგენდერებს აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში სამსახურს უკრძალავდა
ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის განკარგულება დაბლოკა, რომელიც
წაკითხვა
საქართველოში ფინეთის თავდაცვის მინისტრი იმყოფება
საქართველოში ფინეთის თავდაცვის მინისტრი იმყოფება
საქართველოში ფინეთის თავდაცვის მინისტრი იმყოფება. ფინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი მასპინძლობს. 
წაკითხვა
ლევან იზორია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
ლევან იზორია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი საფრანგეთი
წაკითხვა
საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი პროფილის მქონე სამხედროები მომზადებას პროფესიულ ცენტრებში გაივლიან
საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი პროფილის მქონე სამხედროები მომზადებას პროფესიულ ცენტრებში გაივლიან
საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი პროფილის მქონე სამხედრო მოსამსახურეები მომზადებას პროფესიულ ცენტრებში გაივლიან. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თან
წაკითხვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოში გენერალური შტაბის უფროსების სამმხრ
წაკითხვა
ბათუმში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი გაიხსნა
ბათუმში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი გაიხსნა
ბათუმი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვ
წაკითხვა
ლევან იზორია - მომავალ კვირას საქართველოს მნიშვნელოვანი სტუმრები ეწვევიან
ლევან იზორია - მომავალ კვირას საქართველოს მნიშვნელოვანი სტუმრები ეწვევიან
მომავალ კვირას საქართველოს ოთხი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ეწვევა. ამასთან, ველოდებით მნიშვნე
წაკითხვა