საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
480

ზურაბ ჭიაბერაშვილი - ფასების იზრდება პრაქტიკულად ყველაფერზე, რასაც სასურსათო მაღაზიაში ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ

მანანა დევაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-03 15:18:00

„ფასები იზრდება, „ქართული ოცნება“ კი აგრძელებს ბიუჯეტის დატაცებასა და ხალხის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის მოწყობას“, - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს. მისი თქმით, საქსტატის მონაცემების მიხედვით 2017 წლის სექტემბერში, წინა წლის სექტემბერთან შედარებით, ფასების ზრდამ 6.2% შეადგინა.

„ფასების საგრძნობი ზრდა ფიქსირდება პრაქტიკულად ყველაფერზე, რასაც სასურსათო მაღაზიაში ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ. ფასების საგრძნობი ზრდაა მედიკამენტებზე და ზოგადად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში - 7.7%. განსაკუთრებით დიდია ფასების წლიური ზრდა ტრანსპორტის ჯგუფში - 14.7%, რაც „ქართული ოცნების“ მიერ საწვავზე აქციზის მატების პირდაპირი შედეგია და რაც ჯაჭვურად საკვებ პროდუქტებსაც გადაეცემა.

გაზის ტარიფის 11-12-13-თეთრიანი (ზოგან 16-16 თეთრითაც კი) გაზრდა საქართველოს ქალაქებისა და რაიონების დიდ ნაწილში ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას ცხოვრებას კიდევ უფრო გაუძვირებს. მათ მეტი საფასურის გადახდა არა მხოლოდ ბუნებრივ აირში, არამედ გაძვირებულ პროდუქტშიც მოუწევთ, რადგან გაზის ტარიფის ზრდა ინფლაციისთვის დამატებითი ბიძგია.

2018 წლის ბიუჯეტის პროექტი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში წარმოადგინა, ავლენს 3 რამეს: ხელისუფლება ვერ გრძნობს ფასების ზრდას, ხალხის გაჭირვებას და პენსიას და სოციალურ დახმარებებს არ ზრდის. ხელისუფლება არ ამცირებს გადასახადებს, რათა კვლავ გააგრძელოს ხალხის ჯიბიდან მეტი ფულის ამოღება და პრემია-დანამატებით საკუთარი ცხოვრების მოწყობა. ხელისუფლება ბიუჯეტს ზრდის არა ეკონომიკის ზრდის ხარჯზე, არამედ ვალების აღებით, რაც ისევ ხალხის გადასახდელია“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რატომ იზრდება საქართველოში სამომხმარებლო ფასები
რატომ იზრდება საქართველოში სამომხმარებლო ფასები
რატომ იზრდება სამომხმარებლო ფასები. 2018
წაკითხვა
„ევროპული საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს გაყალბებულს უწოდებს
„ევროპული საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს გაყალბებულს უწოდებს
პარტია „ევროპული საქართველო“ თვითმმართველობის 2017 წლის არჩევნების შედეგებს
წაკითხვა
წლისა და რვა თვის განმავლობაში მთავარ პროკურორსა და მის სამ მოადგილეზე ხელფასისა და დანამატის სახით 800 000 ლარამდე გაიცა
წლისა და რვა თვის განმავლობაში მთავარ პროკურორსა და მის სამ მოადგილეზე ხელფასისა და დანამატის სახით 800 000 ლარამდე გაიცა
წლისა და რვა თვის განმავლობაში, მთავარ პროკურორსა და მის სამ მოადგილეზე ხელფასისა და დანამატის სახით 800 000 ლარამდე გაიცა. 
წაკითხვა
„რეალი“ ხელფასებზე ნახევარ მილიარდს ხარჯავს, „ბარსელონა“ - შვიდი მილიონით მეტს
„რეალი“ ხელფასებზე ნახევარ მილიარდს ხარჯავს, „ბარსელონა“ - შვიდი მილიონით მეტს
ესპანეთის ჩემპიონატში მონაწილე 20 გუნდის სახელფასო ბიუჯეტები ცნობილი გახდა. ყველაზე მეტ თანხა
წაკითხვა
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ეკონომიკური პრობლემების ძირითადი სათავე არასწორად დაგეგმილი სახელმწიფო ბიუჯეტია
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ეკონომიკური პრობლემების ძირითადი სათავე არასწორად დაგეგმილი სახელმწიფო ბიუჯეტია
ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების ძირითადი სათავე არასწორად დაგეგმილი სახელმწიფო ბიუჯეტია, -
წაკითხვა
სალომე სამადაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკა რუსეთს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება შეასრულოს
სალომე სამადაშვილი - ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკა რუსეთს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება შეასრულოს
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამერიკა რუსეთს მოუწოდებს, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება შეასრულოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა აშ
წაკითხვა
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ინვესტიციების კლებისა და დაბალი ეკონომიკური ზრდის მიზეზი ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა
ზურაბ ჭიაბერაშვილი - ინვესტიციების კლებისა და დაბალი ეკონომიკური ზრდის მიზეზი ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკაა
ინვესტიციების კლებისა და დაბალი ეკონომიკუ
წაკითხვა
აგვისტოში სურსათზე გლობალური ფასები შემცირდა
აგვისტოში სურსათზე გლობალური ფასები შემცირდა
აგვისტოში FAO-ს სურსათის ფასის ინდექსი დაეცა, რაც მსოფლიოში ხორბალსა და მარცვლეულზე ფასების შ
წაკითხვა