საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
663

კინოთეატრების ქსელისა და დისტრიბუციის განვითარებისთვის, საქართველოში ევროკომისიის მისიის ვიზიტი იგეგმება

თათია კუჭუხიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-03 16:08:00

საქართველოში კინოთეატრების ქსელისა და დისტრიბუციის სისტემის ჩამოყალიბების გასაუმჯობესებლად თბილისს ევროკომისიის წარმომადგენლები ეწვევიან. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. როგორც კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მისიის მიზანი საქართველოში კინოთეატრების ქსელის და დისტრიბუციის სისტემის ჩამოყალიბების გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების მომზადებაა. საექსპერტო დელეგაცია ქვეყანას საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და ევროკომისიის პროგრამის (TAIEX) ფინანსური მხარდაჭერით თბილისს 9 ოქტომბერს ეწვევა და ქვეყანაში 13 ოქტომბერის ჩათვლით დარჩებიან. საექსპერტო მისია შედგება უცხოელი სპეციალისტებისგან - Ms Edith Sepp-Dallas - ესტონეთის კინოინსტიტუტის დირექტორი. ახალი ევროპული კინოს ასოცისაციის (FNE ) და ევროპული კინოს ხელშეწყობის ქსელის (EFP) თავმჯდომარე. რამდენიმე წლის განმავლობაში იგი მუშაობდა კინოს საკითხებში მრჩევლად ესტონეთის კულტურის სამინისტროში. Ms.Renata Pawłowska-Pyra - პოლონეთის კინოს ინსტიტუტის კინოკულტურის და ფილმის გავრცელების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. წლების განმავლობაში პასუხისმგებელი იყო კინოთეატრების განვითარების, დისტრიბუციისა და კინო განათლების პროექტებზე. Mr. Arnfinn Inderhaug - ნორვეგიული კინოორგანიზაციის Film & Kino პროექტის Bygdekinoen - მობილური კინოთეატრი - მენეჯერი. იგი მუშაობს კინოთეატრების განვითარებისა და მართვის საკითხებზე.

პროექტის ფარგლებში დაიგეგმა შეხვედრები, რომელსაც კინოსექტორის წარმომადგენლებთან ერთად სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები დაესწრებიან. მისიის დასრულების შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში ექსპერტები წერილობით რეკომენდაციას და დასკვნას მოამზადებენ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მალტელი ჟურნალისტის დაფნა კარუანა გალიციას ​ხსოვნის პატივსაცემად ევროკომისიის წინ დროშები დაუშვეს
მალტელი ჟურნალისტის დაფნა კარუანა გალიციას ​ხსოვნის პატივსაცემად ევროკომისიის წინ დროშები დაუშვეს
მალტელი ჟურნალისტის დაფნა კარუანა 
წაკითხვა
ევროკომისია ე.წ. ზაფხულის დროის გაუქმების საკითხს განიხილავს
ევროკომისია ე.წ. ზაფხულის დროის გაუქმების საკითხს განიხილავს
ევროკომისია ე.წ. ზაფხულის დროის გაუქმების საკითხს განიხილავს. დასავლური მედიის ინფორმაციით, ე
წაკითხვა
ევროკომისიამ კატალონიაში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმს უკანონო უწოდა
ევროკომისიამ კატალონიაში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმს უკანონო უწოდა
ევროკომისიამ კატალონიაში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმს უკანონო უწოდა. ამის შესახებ განცხადება ბრიუსელში ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელ
წაკითხვა
ევროკომისია საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა
ევროკომისია საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა
ევროკომისია საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფის ინიციატივით გამოვიდა. როგორც ევროკომისიის ვებ გვერდზე დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათ
წაკითხვა
ქრისტიან დანიელსონი - ევროკავშირი და ევროკომისია გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების მიმართულებით
ქრისტიან დანიელსონი - ევროკავშირი და ევროკომისია გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას რეფორმების განხორციელების მიმართულებით
ვფიქრობ ის, რაც ჩვენ ვნახეთ საქართველოში რეფორმების მიმართულებით, ძალიან შთამბეჭდავია, - განაცხადა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებ
წაკითხვა
ჟან-კლოდ იუნკერი   - ევროკავშირი უფრო ძლიერი იქნება, როცა 27-ზე მეტ სახელმწიფოს გააერთიანებს
ჟან-კლოდ იუნკერი - ევროკავშირი უფრო ძლიერი იქნება, როცა 27-ზე მეტ სახელმწიფოს გააერთიანებს
კიბერშეტევა უფრო საშიშია ქვეყნის დემოკრატიისთვის, განვითარებისთვის, ეკონომიკისა და სტაბილურობისთვის, ვიდრე იარაღი და ტანკი,-ამის შესახებ ევ
წაკითხვა
ჟან-კლოდ იუნკერი - ევროპის უსაფრთხოება რუსეთის გარეშე დაცული ვერ იქნება
ჟან-კლოდ იუნკერი - ევროპის უსაფრთხოება რუსეთის გარეშე დაცული ვერ იქნება
ევროპის უსაფრთხოება რუსეთის გარეშე დაცული ვერ იქნება, - ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა პოლონეთში გამართულ
წაკითხვა
ჟან კლოდ იუნკერი - ევროკავშირსა და აშშ-ს შორის უნდა მოხდეს მოქმედებების კოორდინირება, რათა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ეფექტური იყოს
ჟან კლოდ იუნკერი - ევროკავშირსა და აშშ-ს შორის უნდა მოხდეს მოქმედებების კოორდინირება, რათა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ეფექტური იყოს
ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონის მიღების
წაკითხვა