საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
645

ანატოლი ჯიჯოევი - ოკუპირებული ახალგორის რაიონის სკოლებში სწავლება სამ ენაზე უნდა ხორციელდებოდეს

ქეთევან ბერაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-03 16:15:00


ოკუპირებული ახალგორის რაიონის სკოლებში სწავლება სამ ენაზე უნდა ხორციელდებოდეს. ამის შესახებ დე ფაქტო საზოგადოებრივი პალატის ხელმძღვანელმა ანატოლი ჯიჯოევმა განაცხადა. იტყობინება საინფორმაციო საშუალება „რესი“.

„ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფო ენებია ოსური და რუსული. ქართველთა კომპაქტური ჩასახლების ადგილებში კი - ქართული ენა. ამიტომ ლოგიკურია, რომ ახალგორში, სადაც ქართველების გვერდით ოსები ცხოვრობენ, სკოლებში სწავლება სამ ენაზე უნდა იყოს“, - განაცხადა დე ფაქტო საზოგადოებრივი პალატის ხელძღვანელმა ანატოლი ჯიჯოევმა ოფიციალური თბილისის კრიტიკის საპასუხოდ, წერს „რესი“ .

ჯიჯოევის განმარტებით, პირიქით დაუშვებელი იყო ის, რომ აქამდე ოკუპირებული ახალგორის რაიონის სკოლებში სწავლება მხოლოდ ქართულ ენაზე მიმდინარეობდა.

„ბავშვებმა უნდა ისწავლონ ერთიანი საგანმანათლებლო სტანდარტით და არა ქართული სახელმძღვანელოებით, მით უმეტეს, თუ საქმე ისტოიას ეხება“, - განაცხადა ჯიჯოევმა.

ოკუპირებულ ახალგორის რაიონში 10 სკოლიდან 6 ქართულია, სადაც 1 სექტემბრიდან, დაწყებით კლასებში სწავლება სამ ენაზე ხორციელდება - ქართულ, ოსურ, რუსულ ენებზე.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
000
000
000
წაკითხვა
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა