საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2569

გრავიტაციული ტალღების აღმომჩენ მეცნიერებს ნობელის პრემია გადაეცათ

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-03 17:21:00

2017 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში რაინერ ვაისს, ბარი ბერიშისა და კიპ თორნს გადაეცათ. სამივე მეცნიერი გრავიტაციული ტალღების აღმომჩენი LIGO-Virgo დეტექტორის თანამშრომლობის ჯგუფის წევრია. 

„ამ წლის პრემია განკუთვნილია აღმოჩენისთვის, რომელმაც მთელი მსოფლიო შეარყია“, — აღნიშნა ნობელის კომიტეტის წარმომადგენელმა სპეციალურ პრესკონფერენციაზე სტოკჰოლმში. 

პრემიის ნახევარი გადაეცა რაინერ ვაისს — ბერლინში დაბადებულ და ამჟამად აშშ-ის მოქალაქეს, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ფიზიკის პროფესორს. 

მეორე ნახევარი კი გაიყო ნებრასკელ ბარი ბერიშსა და იუტელ კიპ თორნს შორის. ორივე მათგანი კალიფორნიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მუშაობს. 

„2015 წლის სექტემბერში, როდესაც გრავიტაციული ტალღები აღმოვაჩინეთ, ბევრი ჩვენგანი ამ ფაქტს ვერ იჯერებდა“, — აღნიშნა ბერიშმა სტოკჰოლმის პრესკონფერენციაზე სატელეფონო ჩართვისას. 

მისი თქმით, მეცნიერებს თვეები დასჭირდათ, რათა საკუთარი თავები დაერწმუნებინათ, რომ მართლაც გრავიტაციულ ტალღებს მოუსმინეს. 

1911 წლიდან დღემდე, ნობელის კომიტეტმა ფიზიკაში 111 პრემია გასცა.  

2016 წლის ლაურეატებმა აღმოაჩინეს ეგზოტიკური ტრანსფორმაცია, რომელიც მატერიას სუპერგამტარებად და უხახუნო სითხეებად გადააქცევს, რაც იძლევა შეუნელებელი მორევის წარმოქმნის შესაძლებლობას. 

ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკის დარგში უერთდებიან იმ უიშვიათესი ჯგუფს, რომლის რიგებშიც შედიან ალბერტ აინშტაინი, მარი კიური და ნილს ბორი. უფრო ბოლოდროინდელ ლაურეატებს შორის არიან მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერები —ანდრე გაიმი და კონსტანტინ ნოვოსელოვი, რომელთაც პრემია 2010 წელს გადაეცათ. მათ ჩაატარეს ინოვაციური ექსპერიმენტები გრაფენთან — ატომის სისქის ნახშირბადის ბადესთან. 

2013 წელს, ნობელის პრემია მიიღეს ფრანსუა ენგლერმა და პიტერ ჰიგსმა, რომლებმაც იწინასწარმეტყველეს სუბატომური ნაწილაკის, ე. წ. ჰიგსის ბოზონის არსებობა, რაც დიდმა ადრონულმა კოლაიდერმა დაადასტურა.  

ხშირად შეუძლებელია იმის გამოცნობა, თუ ვინ მიიღებს ნობელის პრემიას; შერჩევის პროცესი სასტიკად გასაიდუმლოებულია. 

თუმცა, მსგავსი მიდგომა ვერ აღკვეთს სპეკულაციებს. ორი შავი ხვრელის შეჯახების შედეგად წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღების დაფიქსირება პრემიის პრეტენდენტად შარშანაც განიხილებოდა და წელსაც.  წელს პროგნოზი გამართლდა. 

ათასზე მეტი მეცნიერის, მკვლევრისა და ტექნიკოსისგან შედგენილმა LIGO-ს სამეცნიერო თანამშრომლობამ დრო-სივრცის პირველი გრავიტაციული „ჭავლი“ 2015 წლის სექტემბერში აღმოაჩინა.  

მას შემდეგ, დეტექტორებმა კიდევ სამი გრავიტაციული ტალღა დააფიქსირა; ყველა მათგანი შავ ხვრელთა შერწყმის შედეგადაა წარმოქმნილი.  

LIGO-სა და იტალიური Virgo-ს დეტექტორის ჯგუფმა გრავიტაციული ტალღები მეოთხედ დაფიქსირების შესახებ რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს განცხადება

რამდენიმე დღეში, ცნობილი გახდება ნობელის პრემიის ლაურეატთა ვინაობა ქიმიის, ლიტერატურისა და მშვიდობის დარგში. 

მომზადებულია The Washington Post-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ფიზიკოსებმა გრავიტაციის სიჩქარე კიდევ უფრო დიდი სიზუსტით გაზომეს
ფიზიკოსებმა გრავიტაციის სიჩქარე კიდევ უფრო დიდი სიზუსტით გაზომეს
რამდენიმე კვირის წინ, ასტრონომებმა ბოლოსდ
წაკითხვა
როცა ნეიტრონული ვარსკვლავები ეჯახებიან - რა დაინახეს ჰაბლმა და სხვა ტელესკოპებმა [ვიდეოები]
როცა ნეიტრონული ვარსკვლავები ეჯახებიან - რა დაინახეს ჰაბლმა და სხვა ტელესკოპებმა [ვიდეოები]
2017 წლის 17 აგვისტოს, პირველად ისტორიაში
წაკითხვა
უპრეცედენტო აღმოჩენა — დაფიქსირებულია ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებით წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები
უპრეცედენტო აღმოჩენა — დაფიქსირებულია ნეიტრონულ ვარსკვლავთა შეჯახებით წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღები
პირველად ისტორიაში, ევროპის სამხრეთული ობ
წაკითხვა
გრავიტაციული ტალღები კვლავ დაფიქსირებულია, ამჯერად უდიდესი სიზუსტით
გრავიტაციული ტალღები კვლავ დაფიქსირებულია, ამჯერად უდიდესი სიზუსტით
2016 წელს, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა
წაკითხვა
LIGO-მ გრავიტაციული ტალღები კვლავ დააფიქსირა - უკვე მესამედ
LIGO-მ გრავიტაციული ტალღები კვლავ დააფიქსირა - უკვე მესამედ
გრავიტაციული ტალღების ლაზერულ-ინტერფერომე
წაკითხვა
მონსტრი შავი ხვრელი, რომელიც გალაქტიკის ცენტრიდან გაიქცა და უმისამართოდ დაძრწის - ჰაბლის აღმოჩენა
მონსტრი შავი ხვრელი, რომელიც გალაქტიკის ცენტრიდან გაიქცა და უმისამართოდ დაძრწის - ჰაბლის აღმოჩენა
მეცნიერებმა დააფიქსირეს გაქცეული სუპერმას
წაკითხვა
NASA-მ გრავიტაციული ტალღების წყაროდან მომავალი უცნაური სიგნალები დააფიქსირა
NASA-მ გრავიტაციული ტალღების წყაროდან მომავალი უცნაური სიგნალები დააფიქსირა
მას შემდეგ, რაც 2015 წლის 14 სექტემბერს N
წაკითხვა
სტივენ ჰოკინგი მეცნიერებს გრავიტაციული ტალღების აღმოჩენას ულოცავს და სხვა მრავალ აღმოჩენას წინასწარმეტყველებს
სტივენ ჰოკინგი მეცნიერებს გრავიტაციული ტალღების აღმოჩენას ულოცავს და სხვა მრავალ აღმოჩენას წინასწარმეტყველებს
ბრიტანელი ფიზიკოზი სტივენ ჰოკინგი მეცნიერ
წაკითხვა