საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2743

მარსზე თავსდატეხილმა უმძლავრესმა მზის შტორმმა გლობალური ციალი გამოიწვია

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-03 19:45:00

რამდენიმე დღის წინ, მარსზე მოხდა იმდენად დიდი პოლარული ნათება, რომ ის სიკაშკაშით 25-ჯერ აღემატებოდა წითელ პლანეტაზე ჩვენ მიერ დაკვირვებულ ნებისმიერ სხვა მახასიათებელს.  

მიზეზი მარსზე თავსდატეხილი ძლიერი მზის ქარია — მოვლენა, რომელმაც საოცრად გაზარდა პლანეტის რადიაციის დონეც, თითქმის ორჯერ მეტად, რაც კი აქამდე დაუფიქსირებია მავალ Curiosity-ს დეტექტორს. 

ამ მომაჯადოებელ ციალთა ნახვა შესაძლებელია დედამიწაზე, მარსზე და სხვა პლანეტებზე; მათი გამომწვევი მიზეზია მზისგან გამოტყორცნილი მაღალენერგიული ნაწილაკები, რომლებიც პლანეტათა მაგნიტურ ველს ურტყამენ და ქიმიურ რეაქციაში შედიან ატმოსფეროში არსებულ აირებთან. 

კოლორადოს უნივერსიტეტის მკვლევრისა და NASA-ს მარსის ორბიტერ MAVEN-ის ჯგუფის წევრის, სონალ ჯაინის თქმით, ჩვენი ვარსკვლავიდან წამოსულმა ენერგიის ამ განსაკუთრებულმა ნაკადმა „მარსი ნათურასავით აანთო“ ულტრაიისფერი შუქით. 

„ამ ნათებას შეუძლია საბურველში გახვიოს მთლიანი მარსი, რადგან ამ პლანეტას არ გააჩნია დედამიწის მსგავსი ძლიერი მაგნიტური ველი, რათა ციალთა კონცენტრაცია პოლუსებთან მოახდინოს“, — ამბობს ჯაინი. 

„გარდა ამისა, მზისგან წამოსულ ენერგიულ ნაწილაკებს ასევე შთანთქავს ზედა ატმოსფერო, რაც იწვევს მისი ტემპერატურის ზრდასა და აჩქარებას“. 

მარსის ატმოსფერტსთან მზის ქარების ურთიერთქმედებას 2014 წლიდან აკვირდება პლანეტის  ორბიტაზე მოძრავი NASA-ს ხელოვნური თანამგზავრი MAVEN-ი. ამას ემატება 2011 წლიდან მავალ Curiosity-ს მიერ შეგროვილი მონაცემებიც და შედეგად, მარსის გარემოს შესახებ უკვე ხელთ გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი ცნობა. 

თუკი ჩვენ თანდათანობით მარსზე საცხოვრებლად გადავალთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ როდის და როგორ ხდება იქ ასეთი დრამატული მოვლენები. საყურებლად ის მართლაც დიდებულია, მაგრამ ნამდვილად არაა ასეთივე დიდებული მსგავსი რადიაციის პირობებში გარეთ ყოფნა. 

„თუკი მარსზე გარეთ ხართ და უცბად შეიტყობთ, რომ მოახლოებულია ასეთი მოვლენა, აუცილებლად უნდა შეასწროთ თავშესაფარში, რადგან გარეთ დარჩენა იგივე იქნებოდა, რაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან, გარეთ იაროთ, ღია კოსმოსში“, — ამბობს მკვკლევარი დონ ჰასლერი. 


„იმისათვის, რათა სამომავლოდ მარსზე მყოფი ჩვენი ასტრონავტები დავიცვათ, საჭიროა გავაგრძელოთ ამ ტიპის კოსმოსური ამინდის მონიტორინგი“. 

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი მოვლენებისგან ჩვენ უკეთესად ვართ დაცული დედამიწის მაგნიტური ველის მიერ, მეცნიერებს მაინც ეშინიათ, რომ მზის დიდ შტორმებს შეუძლია დააზიანოს პლანეტის საკომუნიკაციო ტექნოლოგიების უდიდესი ნაწილი. მოსამზადებლად, რა თქმა უნდა, საჭიროა რაც შეიძლება მეტად შევისწავლოთ მსგავსი სახის კომსოსური მოვლენები. 

აღსანიშნავია, რომ მეცნიერთა აზრით, სწორედ მზის ქარებმა გააცალეს მარსს დედამიწის მსგავსი ატმოსფერო მილიარდობით წლის წინ — აღმოჩენა, რომელიც ასევე ორბიტერმა MAVEN-მა გააკეთა. 

როგორც წესი, ეს სასტიკი მოვლენები მზეზე მისი 11-წლიანი ციკლის წყნარ პერიოდებში ხდება, როდესაც შემცირებულია მზის ლაქებისა და შტორმების აქტივობა. 

NASA-ს მეცნიერები ამჟამად უფრო ღრმად იქექებიან მონაცემებში, რათა გაარკვიონ კიდევ რა შეიძლება ვისწავლოთ იქიდან, მაგრამ როგორც ჩანს, ამ მოვლენათა შესახებ, ისევე როგორც თავად მარსის ატმოსფეროს შემადგენლობის შესახებ — გაცილებით მეტს შევიტყობთ მომავალში. 

„გავიუმჯობესებთ ცოდნას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დააზიანა მზეზე განვითარებულმა მოვლენებმა მარსის გარემო, ატმოსფეროს ზედა ნაწილიდან დაწყებული, პლანეტის ზედაპირით დამთავრებული“, — ამბობს ჰასლერი. 



მომზადებულია jpl.nasa.gov-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
NASA-მ მარსის უზარმაზარი, დაკლაკნილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა
NASA-მ მარსის უზარმაზარი, დაკლაკნილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა
NASA-მ აღმოაჩინა უხილავი, დაკლაკნილი მაგნ
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
გაგზავნეთ თქვენი სახელი მარსზე - NASA-ს მავალი InSight-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ
გაგზავნეთ თქვენი სახელი მარსზე - NASA-ს მავალი InSight-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ
შეიძლება მარსზე ვერასოდეს მოხვდეთ, მაგრამ
წაკითხვა
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
დედამიწისა და მეტეორიტების ანალიზების შედეგად, ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი შუქი
წაკითხვა
ელონ მასკმა მარსის კოლონიზაციის ახალი, საოცარი გეგმა წარმოადგინა
ელონ მასკმა მარსის კოლონიზაციის ახალი, საოცარი გეგმა წარმოადგინა
ელონ მასკი მარსის კოლონიზაციის დაწყებას უ
წაკითხვა
„მარსის რბოლაში“ არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთვება - არაბები უზარმაზარ მარსულ ქალაქს გააშენებენ
„მარსის რბოლაში“ არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთვება - არაბები უზარმაზარ მარსულ ქალაქს გააშენებენ
სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ადამიანების მა
წაკითხვა
მარსზე გამგზავრება შესაძლოა მოსალოდნელზე ორჯერ მეტად სახიფათო იყოს - ახალი კვლევა
მარსზე გამგზავრება შესაძლოა მოსალოდნელზე ორჯერ მეტად სახიფათო იყოს - ახალი კვლევა
NASA-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მარსზე ა
წაკითხვა
ღამით მარსზე თოვლიანი ქარბუქები მძვინვარებს - პირველი მტკიცებულება
ღამით მარსზე თოვლიანი ქარბუქები მძვინვარებს - პირველი მტკიცებულება
შეიძლება მარსის ლანდშაფტი ცივი, მტვრიანი
წაკითხვა