საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3151

SETI-ს ასტრონომი დარწმუნებულია, რომ უახლოეს 20 წელში არამიწიერ ცივილიზაციას ვიპოვით

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-03 20:29:00

არამიწიერ ცივილიზაციათა ძიების ინსტიტუტის (SETI) უფროსი ასტრონომი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ რამდენიმე ათწლეული გვაშორებს იმ დღესთან, როდესაც დადასტურდება გონიერი არამიწიერი სიცოცლის არსებობა. 

SETI-ს ინსტიტუტმა ათწლეულები შეალია სამყაროში მიმდინარე იდუმალებით მოცულ და ხშირად ამოუხსნელ მოვლენათა შესწავლას. მთელი ამ ძიების მტკიცე იმედი ისაა, რომ დადგება დღე, როდესაც ჩვენ ბოლოსდაბოლოს დავადასტურებთ, რომ იქ სადღაც, ჩვენ მიღმა, მართლაც არსებობს სიცოცხლე. 

Futurism-თან ინტერვიუში, SETI-ს უფროსმა ასტრონომმა, სეთ შოსტაკმა რამდენიმე საკითხი განიხილა, მათ შორის — რა ეტაპზე ვართ ამჟამად გონიერი არამიწიერი სიცოცხლის ძიების პროცესში. 

„ყველას სანაძლეოს გიდებთ ფინჯან ყავაზე, რომ გონიერ არამიწიერ სიცოცხლეს უახლოეს 20 წელიწადში ვიპოვით“, — ამ სიტყვების ხაზგასმით დაიწყო ინტერვიუ ასტრონომმა. 

Futurism-ის კითხვაზე, თუ რას ამბობს ამჟამად მეცნიერება არამიწიერი სიცოცხლის არსებობაზე, შოსტაკმა აღნიშნა: 

„ძალიან ცოტას, რადგან ჯერ მსგავსი არაფერი გვიპოვია“. 

როგორც შოსტაკი აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ არამიწიერი სიცოცხლის არსებობის მტკიცებულება ჯერ არ გვიპოვია — ის ყველაფერი, რაც გასული 20 წლის განმავლობაში სამყაროს შესახებ შევიტყვეთ, სულაც არ ყოფილა უმნიშვნელო. 

მართლაც, ეს აღმოჩენები შეიძლება ძალიან ბევრს ნიშნავდეს არამიწიერი სიცოცხლის ძებნის თვალსაზრისითაც. ერთ-ერთი რამ, რაც თუნდაც ათწლეულების წინ არ ვიცოდით, მაგრამ ახლა ვიცით, არის ის, რომ ჩვენ მიღმა არსებობს მრავალი შეუსწავლელი „უძრავი ქონება“. 


სიცოცხლე დედამიწის მიღმა 

შოსტაკი არ ერიდება და განიხილავს არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენის შესაძლებლობასა და ბუნებას სადღაც ჩვენ მიღმა, სამყაროს ჯერ სრულიად აღუნუსხავ ნაწილებში. 

„შეიძლება ვიპოვოთ მიკრობული სიცოცხლე — ისეთი, როგორსაც თქვენი აბაზანის კუთხეებშიც არსებობს. და შეიძლება ეს ყოველივე ძალიან მალე მოხდეს, ჩვენს სიცოცხლეშიც კი“. 

ამავე დროს, შოსტაკი დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ, მაგრამ შედარებით არც თუ ისე მალე, აღმოვაჩენთ გონიერ არამიწიერ სიცოცხლეს, რომლებთან კონტაქტიც შესაძლოა სულაც არ შედგეს იმ გზით, რომლითაც ჩვენ წარმოგვიდგენია და როგორც ამას სამეცნიერო ფანტასტიკის ნაწარმოებები გვაჯერებენ. 

„კონტაქტის შესახებ არ ვიცი; მაგალითად, თუ ისინი ჩვენგან 500 სინათლის წლის მანძილზე არიან, მივიღებთ 500 წლის წინ წამოსულ სიგნალს და თუ პასუხის გაცემას მოვინდომებთ 'გამარჯობა, ჩენ დედამიწელები ვართ, როგორ ხართ?' — 1000 წელი დაგვჭირდება, სანამ მათგან პასუხს მივიღებთ. შესაბამისად, არ იქნება კონტაქტი, მაგრამ სულ მცირე ის გვეცოდინება, რომ ისინი არსებობენ“. 

მომზადებულია futurism.com-ის მიხედვით 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
უცხოპლანეტელები შეიძლება იმაზე მეტად გვგავდნენ, ვიდრე წარმოგვიდგენია - ახალი კვლევა
ჰოლივუდის ფილმები და სამეცნიერო ფანტასტიკ
წაკითხვა
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
როგორ პლანეტებზე უნდა ვეძებოთ არამიწიერი სიცოცხლე - NASA-ს ახალი კრიტერიუმები
NASA-ს მიერ ჩატარებული ახალი კვლევა აუმჯობესებს ჩვენს გაგებას სიცოცხლისათვის ვარგის იმ პლანეტ
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
მზის სისტემის შვიდი ადგილი, სადაც შეიძლება მიკრობული სიცოცხლე არსებობდეს
ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როდესაც დაჟინებით
წაკითხვა
ვართ თუ არა შესამჩნევი არამიწერი ცივილიზაციებისთვის? რამდენი ეგზოპლანეტიდან შესძლებდნენ დედამიწის დაფიქსირებას
ვართ თუ არა შესამჩნევი არამიწერი ცივილიზაციებისთვის? რამდენი ეგზოპლანეტიდან შესძლებდნენ დედამიწის დაფიქსირებას
ბელფასტის ქვინის უნივერსიტეტისა და გერმან
წაკითხვა
რატომ არის არამიწიერი სიცოცხლის ძებნა საზოგადოებისათვის კარგი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ არსებობს
რატომ არის არამიწიერი სიცოცხლის ძებნა საზოგადოებისათვის კარგი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ არსებობს
სიცოცხლის ძებნა ჩვენს მიღმა, დანარჩენ სამ
წაკითხვა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის საიდუმლოს კიდევ ერთი შესაძლო ახსნა
„უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურის“ ვარსკვლავის საიდუმლოს კიდევ ერთი შესაძლო ახსნა
ალბათ კარგად გახსოვთ ე. წ. ტაბის ვარსკვლა
წაკითხვა
მზის მსგავს უახლოეს ვარსკვლავთან სიცოცხლისთვის ვარგისი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
მზის მსგავს უახლოეს ვარსკვლავთან სიცოცხლისთვის ვარგისი ორი პლანეტა აღმოაჩინეს
როგორც ახალი მტკიცებულება მიუთითებს, ჩვენ
წაკითხვა