საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
7108

გაგზავნეთ თქვენი სახელი მარსზე - NASA-ს მავალი InSight-ი უნიკალურ შანსს გაძლევთ

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-03 22:32:00

შეიძლება მარსზე ვერასოდეს მოხვდეთ, მაგრამ გაქვთ შანსი, ეს შესაძლებლობა საკუთარ გვარ-სახელს მისცეთ. 

ენთუზიასტებს მთელი მსოფლიოდან, შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ NASA-ს მორიგ მარსულ ტურნეში — უფრო კონკრეტულად, თითოეულ თქვენგანს შეუძლია მეზობელ პლანეტაზე გააგზავნოს საკუთარი სახელი. ჩანაწერებს მავალი InSight-ი წაიღებს, რომელიც 2018 წლის მაისში გაეშვება და წითელ პლანეტაზე 2018 წლის ნოემბერში დაჯდება.  

ამ ეტაპზე, კოსმოსურ ხომალდთა სპეციალისტები მავალ InSight-თან ერთად ასევე ამზადებენ ათცენტიანის ზომის ჩიპს, რომელშიც ყველა იმ ადამიანის გვარ-სახელი ჩაიწერება, ვინც სპეციალურ ონლაინ-ფორმას შეავსებს

საკუთარი გვარ-სახელის ჩაწერა 2017 წლის 1 ნოემბრამდე, NASA-ს საიტზე შეგიძლიათქვეყნის ველში საქართველოს არჩევის შემთხვევაში, თქვენ არ მოგეთხოვებათ საფოსტო ინდექსის მითითება. ამ დროისათვის, უკვე ჩაწერილია 831 865 ადამიანის სახელი. რამდენიმე თვეში „ისინი“ 56 მილიონ კილომეტრიან ტურნეში გაემგზავრებიან. 

NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის (JPL) ინჟინრები სახელებს 8 კვადრატულ მილიმეტრიან სილიციუმის მიკროჩიპზე დაიტანენ. უკიდურესად ციცქნა, ადამიანის თმის ღერის სისქეზე ათასჯერ წვრილ ასოებს ელექტრული ნაკადის გამოყენებით დაწერენ. ათცენტიანის ზომის ჩიპი მავალის ჯავშანზე მიმაგრდება და მარსზე სამარადისოდ დარჩება. 

მსგავსი ტექნოლოგია NASA-ს წარსულშიც გამოუყენებია. მილიონობით ადამიანის სახელი მარსზე უკვე წაღებული აქვს წინა წლებში გაგზავნილ მავალებს. 

მარსმავალი InSight-ი შეისწავლის წითელი პლანეტის წიაღს, სეისმურ აქტივობას, გეოდეზიასა და სითბოს გადაადგილებას. ეს გახლავთ მარსის პირველი მისია, რომლის მთავარი დანიშნულებაც პლანეტის ღრმა ინტერიერის შესწავლა იქნება. მისი აღმოჩენები დაგვეხმარება უკეთ გავერკვეთ მზის სისტემის კლდოვანი პლანეტების ადრეულ ისტორიაში. 

მაშ ასე, თუ გსურთ თქვენი სახელი ისტორიულმა მისიამ თან წაიღოს და სამარადისოდ დარჩეს წითელი პლანეტის ისტორიას, იჩქარეთ, ფორმის შევსება 1 ნოემბრამდე შეგიძლიათ.  

მართალია, მარსზე ვერასოდეს მოვხვდები, მაგრამ ჩემი გვარ-სახელი ალბათ ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც წითელ პლანეტას უძველეს ქართულ ასოებს უანდერძებს: 


 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
NASA-მ მარსის უზარმაზარი, დაკლაკნილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა
NASA-მ მარსის უზარმაზარი, დაკლაკნილი მაგნიტური კუდი აღმოაჩინა
NASA-მ აღმოაჩინა უხილავი, დაკლაკნილი მაგნ
წაკითხვა
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
მარსზე უძველესი სიცოცხლის შესაძლო აკვანი აღმოაჩინეს
შეიძლება მარსი დღეს მშრალი, უნაყოფო მიწაა
წაკითხვა
მარსზე თავსდატეხილმა უმძლავრესმა მზის შტორმმა გლობალური ციალი გამოიწვია
მარსზე თავსდატეხილმა უმძლავრესმა მზის შტორმმა გლობალური ციალი გამოიწვია
რამდენიმე დღის წინ, მარსზე მოხდა იმდენად
წაკითხვა
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
როგორ წარმოიქმნა დედამიწა და მარსი — ახალი კვლევის აქამდე უცნობი შედეგები
დედამიწისა და მეტეორიტების ანალიზების შედეგად, ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ახალი შუქი
წაკითხვა
ელონ მასკმა მარსის კოლონიზაციის ახალი, საოცარი გეგმა წარმოადგინა
ელონ მასკმა მარსის კოლონიზაციის ახალი, საოცარი გეგმა წარმოადგინა
ელონ მასკი მარსის კოლონიზაციის დაწყებას უ
წაკითხვა
„მარსის რბოლაში“ არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთვება - არაბები უზარმაზარ მარსულ ქალაქს გააშენებენ
„მარსის რბოლაში“ არაბთა გაერთიანებული საამიროები ერთვება - არაბები უზარმაზარ მარსულ ქალაქს გააშენებენ
სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ადამიანების მა
წაკითხვა
მარსზე გამგზავრება შესაძლოა მოსალოდნელზე ორჯერ მეტად სახიფათო იყოს - ახალი კვლევა
მარსზე გამგზავრება შესაძლოა მოსალოდნელზე ორჯერ მეტად სახიფათო იყოს - ახალი კვლევა
NASA-ს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მარსზე ა
წაკითხვა
ღამით მარსზე თოვლიანი ქარბუქები მძვინვარებს - პირველი მტკიცებულება
ღამით მარსზე თოვლიანი ქარბუქები მძვინვარებს - პირველი მტკიცებულება
შეიძლება მარსის ლანდშაფტი ცივი, მტვრიანი
წაკითხვა