საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
3347

„ალუბალსაც თუ მოიტანენ, უფრო კარგი იქნება“ - პირველ გიმნაზიაში ვაშლები დაარიგეს [ფოტო/ვიდეო]

მარიამ სეთურიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-04 11:04:00

თბილისში მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგება დღეიდან დაიწყო. პროექტის მონაწილე პირველი სკოლა პირველი კლასიკური გიმნაზიაა, სადაც ბავშვებმა ვაშლები უკვე მიიღეს, რის შემდეგაც პირველ არხს საკუთარი მოსაზრებებიც გაუზიარეს:

„ვიცოდი, რომ ვაშლები უნდა დაერიგებინათ, მაგრამ არ ვიცოდი, დღეს თუ დაგვხვდებოდა. გემრიელია“, - ამბობს პირველი გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლე. 

„მე წითელი ვაშლი უფრო მიყვარს, ეს ცოტა მჟავე იყო“, - აღნიშნა მეშვიდე კლასის მოსწავლემ ვაშლის დაგემოვნების შემდეგ. 

„გამიხარდა, ვაშლები რომ დაგვხვდა. თუ ალუბალსაც მოიტანენ, უფრო კარგი იქნება“, - ამბობს მეხუთე კლასელი.

როგორც განათლების სამინისტროში პირველ არხს განუცხადეს, სკოლაში ტენდერში გამარჯვებული კომპანია 2 200 ვაშლს შეიტანს, თითოეული გარეცხილი და დაფასოებული იქნება და მათ მოსწავლეებს სკოლის ადმინისტრაცია დაურიგებს. 

სამინისტროს ცნობით, პროექტი ეტაპობრივად დანარჩენ 9 სკოლაშიც განხორციელდება.

სკოლებში ვაშლის დარიგების პროექტის ფარგლებში ვაშლის შესასყიდად გამოცხადებული ელექტრონულ ტენდერში შპს KEPKA-მ გაიმარჯვა, რომელმაც უწყებას ვაშლების შესაძენ თანხად 69 940 ლარი შესთავაზა. პროდუქტით განათლების სამინისტრო დედაქალაქის 10 საჯარო სკოლას 260 ათასი ერთეული ვაშლით მოამარაგებს. ტენდერის პირობებში პროექტის მოქმედების ვადად მიმდინარე წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდია დასახელებული. 

გაგრძელდება თუ არა პროექტი მომავალ წელს, ჯერჯერობით უცნობია. ვაშლების დარიგება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობის მიზნით დაწყებული კამპანიის ნაწილია.

ვაშლი კვირაში ერთხელ მიეწოდება თბილისის 10 საჯარო სკოლას, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. ესენია: N161 საჯარო სკოლა, თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის № 51 საჯარო სკოლა, კლასიკური გიმნაზია, ვახტანგ გზირიშვილის სახელობის №173 საჯარო სკოლა; №147 სკოლა, №180 საჯარო სკოლა; №115 საჯარო სკოლა; №166 საჯარო სკოლა; გოგიტა კიკნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №182 საჯარო სკოლა.

ფოტო: ირაკლი გედენიძე

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კასპის საჯარო სკოლაში ვეტერანმა ფეხბურთელებმა სკოლის ახალ სპორტულ მოედანზე მოსწავლეებთან ერთად ითამაშეს
კასპის საჯარო სკოლაში ვეტერანმა ფეხბურთელებმა სკოლის ახალ სპორტულ მოედანზე მოსწავლეებთან ერთად ითამაშეს
კასპის რაიონის სოფელ
წაკითხვა
გორის სამხატვრო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
გორის სამხატვრო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა
გორის სამხატვრო სკოლის  რეაბილიტაცია დასრულდა.  შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ აშენდა და მას შემდეგ რ
წაკითხვა
მოსწავლის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით, აჭარის განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
მოსწავლის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით, აჭარის განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
აჭარის განათლების სამინისტრო ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტთან და
წაკითხვა
აჭარის განათლების სამინისტრო ბათუმის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ახალი რეგულაციები საბავშვო ბაღებისთვის - მთავრობამ სკოლამდელი განათლების სტანდარტები დაამტკიცა
ახალი რეგულაციები საბავშვო ბაღებისთვის - მთავრობამ სკოლამდელი განათლების სტანდარტები დაამტკიცა
საბავშვო ბაღებში ახალი რეგულაციები და წეს
წაკითხვა
თბილისის 67-ე საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლებულია
თბილისის 67-ე საჯარო სკოლის დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლებულია
განათლების სამინისტროს შიდა აუდიტმა თბილი
წაკითხვა
67-ე სკოლიდან გათავისუფლებული ქიმიის მასწავლებელი სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს
67-ე სკოლიდან გათავისუფლებული ქიმიის მასწავლებელი სამართლებრივი დავის დაწყებას აპირებს
თბილისის 67-ე საჯარო სკოლიდან გათავისუფლე
წაკითხვა
დაპირისპირება 67-ე საჯარო სკოლაში - პედაგოგთა ნაწილი გაკვეთილებს არ ატარებს
დაპირისპირება 67-ე საჯარო სკოლაში - პედაგოგთა ნაწილი გაკვეთილებს არ ატარებს
67-ე საჯარო სკოლაში დაპირისპირება გრძელდება. პედაგოგთა ნაწილი გაკვეთილებს არ ატარებს. მათი უკმაყოფილება ქიმიის მასწავლებლის გათავისუფლებას
წაკითხვა