საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
29734

პრინცი ჰარი - არავინ ელოდა, რომ ქართველთა გუნდი, რომელსაც სამი წლის წინ მჯდომარე ფრენბურთში თამაშის გამოცდილებაც კი არ ჰქონდა, ოქროს მედალს მოიპოვებდა [ვიდეო]

აკაკი შენგელია
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-04 14:55:00


არავინ ელოდა, რომ  ქართველების გუნდი, რომელსაც სამი წლის წინ მჯდომარე ფრენბურთში თამაშის გამოცდილებაც კი არ ჰქონდა, ოქროს მედალს მოიპოვებდა, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრინცმა ჰარიმ ტორონტოში, საბრძოლო მოქმედებისას დაჭრილი სამხედროების სპორტული თამაშების, Invictus Games-ის საზეიმოდ დახურვის ცერემონიაზე განაცხადა.

Invictus-ის თამაშების დამაარსებელმა, პრინცმა ჰარიმ ისაუბრა სპორტის როლზე დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის პროცესში. მან მოუწოდა თამაშების მონაწილეებს, თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ ყოფილ თანამებრძოლებს, ჩართონ ისინი თამაშებში, იმუშაონ საზოგადოებასთან, რათა დაეხმარონ სხვა დაჭრილ სამხედროებს.

„თავადაც ვერ წარმოვიდგენდი იმ  მასშტაბს, რისი მოწმენიც თამაშებზე გავხდით. გაგაფრთხილეთ, მზად ყოფილიყავით კონკურენციისთვის, თუმცა არავინ ელოდა, რომ  ქართველების გუნდი, რომელსაც სამი წლის წინ მჯდომარე ფრენბურთში თამაშის გამოცდილებაც კი არ ჰქონდა, ოქროს მედალს მოიპოვებდა“, - აღნიშნა პრინცმა ჰარიმ.

ცერემონიაზე ასევე  სიტყვით გამოვიდნენ კანადის პრემიერ-მინისტრის მეუღლე სოფი ტრუდო, თამაშების აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ ბერნსი და კანადის ონტარიოს პროვინციის პრემიერი კეთლინ ვინი.

თამაშების დახურვის ცერემონიას დაესწრო კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე. მან ღონისძიების ორგანიზატორებს და უშუალოდ პრინც ჰარის მადლობა გადაუხადა საქართველოს გუნდისადმი  გამოხატული მხარდაჭერისა და თანადგომისათვის.  

კონსტანტინე ქავთარაძემ ტორონტოში ასევე ქართველი ძიუდოისტის, კობა ჩიმჩიურის მიერ დაარსებული ბავშვთა ჭიდაობის ცენტრი მოინახულა. აღნიშნულ ცენტრში კანადაში მცხოვრები ქართველი ბავშვები ვარჯიშობენ, რომლებიც  ტრადიციულ ქართულ ჭიდაობას სწავლობენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა კანადის კრივის ნაკრების მწვრთნელი, წარმოშობით უკრაინელი ბორის გიტმანი. შეხვედრაზე განიხილეს  ტორონტოში ერთობლივი ახალგაზრდული კანადურ-ქართულ-უკრაინული კრივის ჩატარების შესაძლებლობა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ჰარი კეინი და ჟოზე მოურინიო სექტემბერში პრემიერლიგის ლაურეატები არიან
ჰარი კეინი და ჟოზე მოურინიო სექტემბერში პრემიერლიგის ლაურეატები არიან
ინგლისის პრემიერლიგამ სექტემბრის თვის ლაურეატები დაასახელა. საუკეთესო ფეხბურთელად გამოცხადდა
წაკითხვა
„რეალს“ ჰარი კეინის 200 მილიონად შეძენა სურს
„რეალს“ ჰარი კეინის 200 მილიონად შეძენა სურს
ესპანეთის ჩემპიონი მადრიდის „რეალი“ ზაფხულში „ტოტენჰემის“ ფორვარდის, ჰარი კეინის შეძენას აპირებს, - ირწმუნება გამოცემა Don
წაკითხვა
კანადაში გამართულ Invictus Games-ში მონაწილე სამხედროები საქართველოში დაბრუნდნენ
კანადაში გამართულ Invictus Games-ში მონაწილე სამხედროები საქართველოში დაბრუნდნენ
კანადაში გამართულ საერთაშორისო თამაშებში,
წაკითხვა
Invictus Games-ში გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები პრინცმა ჰარიმ გადასცა
Invictus Games-ში გამარჯვებულ ქართველ სამხედროებს ოქროს მედლები პრინცმა ჰარიმ გადასცა
კანადაში მიმდინარე საერთაშორისო პარაოლიმპიურ თამაშებში დაჭრილმა ქართველმა სამხედროებმა მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს. 
წაკითხვა
„საქართველოს გაუმარჯოს“ - პრინც ჰარის გამამხნევებელი შეძახილი ქართველ სამხედროებთან ერთად [ვიდეო]
„საქართველოს გაუმარჯოს“ - პრინც ჰარის გამამხნევებელი შეძახილი ქართველ სამხედროებთან ერთად [ვიდეო]
დიდი ბრიტანეთის პრინცი ჰარი კანადაში, „ძლ
წაკითხვა
პრინცი ჰარი და ქართველი სამხედროები - კანადაში „ძლიერთა თამაშები“ მიმდინარეობს (ფოტოები)
პრინცი ჰარი და ქართველი სამხედროები - კანადაში „ძლიერთა თამაშები“ მიმდინარეობს (ფოტოები)
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული 15-კაცია
წაკითხვა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული 15-კაციანი გუნდი კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული 15-კაციანი გუნდი კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული 15-კაციანი გუნდი კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“
წაკითხვა
თავდაცვის სამინისტროს გუნდი კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ ასპარეზობს
თავდაცვის სამინისტროს გუნდი კანადაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ ასპარეზობს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებული 15-კაციანი გუნდი კანადაში გამართულ
წაკითხვა