საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
2178

ზღვის დონის ცვლილება მიძინებულ ვულკანებს აღვიძებს - ახალი კვლევა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-04 19:44:00

კლიმატის ცვლილების საზარელი პროგნოზების მიხედვით, წინ გველის მცხუნვარე მომავალი, რომელშიც აწეული ზღვები შთანთქავენ ხმელეთს; თუმცა, დედამიწის შორეულ წარსულში, წყლის უკან დახევას შეიძლება სრულიად სხვა სახის ჯოჯოხეთი გამოეწვია. 

დედამიწაზე 5 მილიონი წლის წინ მომხდარმა საოცარმა დაშრობამ გამოიწვია ხმელთაშუა ზღვის აორთქლება, ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით; მეცნიერთა აზრით, ამ მოვლენას უნებურად უნდა გამოეწვია გადამეტებული ვულკანური აქტივობა რეგიონში. 

მესინის მარილიანობის კრიზისის სახელით ცნობილი ეს ეპიზოდი დედამიწაზე 5,96 – 5,33 მილიონი წლის წინ მოხდა, როდესაც ხმელთაშუა ზღვა ატლანტის ოკეანეს მოსწყდა და თითქმის დაშრა.  

საკვები მტკნარი წყლით შევსების გარეშე, ხმელთაშუა ზღვამ მასობრივი დაშრობა დაიწყო, რაც იმით დასრულდა, რომ სულ რაღაც ათას წელიწადში, ზღვის თითქმის მთლიანი აუზი დაცარიელდა, აორთქლდა. 

მკვლევართა ჯგუფის ცნობით, რომელსაც ჟენევის უნივერსიტეტის მკვლევრები უძღვებოდნენ, წყლის ასეთ მასშტაბურ აორთქლებას ხელუხლებელი არ უნდა დაეტოვებინა ხმელთაშუა ზღვის დაბლა მდებარე ვულკანური რეგიონები. 

„ვიცით, რომ დედამიწის ზედაპირზე განვითარებული მოვლენები, მაგალითად ზღვის დონის ასე უცაბედი დაწევა, წნევას სიღრმის შეცვლას აიძულებს და ასევე აქვს გავლენა მაგმის წარმოებაზე“, — ამბობს ჟენევის უნივერიტეტის გეოლოგი პიეტრო სტერნე. 

გაციებულ მაგმაში აღმოჩენილ კრისტალიზებულ მინერალებზე დაყრდნობით, ჯგუფი ვარაუდობს, რომ მესინის მარილიანობის კრიზისის დროს, ხმელთაშუა ზღვის აუზში დაახლოებით 13 ვულკანური ამოფრქვევა მოხდა. 

მკვლევართა თქმით, ვულკანური აქტივობის ეს მაჩვენებელი რეგიონის ჩვეულებრივი პერიოდის აქტივობას ორჯერ აღემატებოდა. მათივე განცხადებით, არსებობს ამის ახსნაც.  

„ერთადერთი ლოგიკური ახსნა არის ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც, ზღვა დაშრა, რადგან ეს ერთადერთი საკმარისად მძლავრი მოვლენაა იმისთვის, რათა შეცვალოს დედამიწის წნევა და მაგმის წარმოება ხლემთაშუა ზღვის მთლიან აუზში“, — ამბობს სტერნე. 

იმის გამო, რომ ხმელთაშუა ზღვის აუზში ძალიან ცოტა წყალი დარჩა, მნიშვნელოვნად უნდა შემცირებულიყო წნევა მიმდებარე ხმელეთზე, რასაც მოსდევს ფენომენი, რომელსაც ლითოსფერული განტვირთვა ეწოდება — შემსუბუქების საპასუხოდ. 

ჯგუფის მოდელირების მიხედვით, წყლის უზარმაზარი წონის ეფექტი უნდა იწვევდეს დედამიწის ქერქის ჩადრეკას, რაც თავის მხრივ განაპირობებს მაგმის წარმოებას ნაკლებ ჰერმეტიზებულ ვულკანურ კამერებში. 

„როგორც ჩვენმა სიმულაციებმა აჩვენა, ვულკანების აქტივობის ასეთი ზრდის ერთადერთი გზა ხმელთაშუა ზღვის დონის 2 კილომეტრით შემცირება უნდა ყოფილიყო“, — ამბობს სტერნე. 

ასეთ ინტენსიურ ამოშრობას მთლიანად უნდა შეეცვალა ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლის კონტურები, როგორც ამას ილუსტრაციაზე ხედავთ. 

თეთრი ხაზი ამჟამინდელ სანაპიროს ასახავს, ლურჯი ტბორი კი ხმელთაშუა ზღვას ისეთს, როგორიც ის მესინის მარილიანობის კრიზისის პერიოდში უნდა ყოფილიყო. 

 

წითელი წრეები წარმოადგენს ვულკანურ რეგიონებს. წითელი წრეები ასახავს მათ მიერ წარმოებული მაგმის ოდენობას. 

თეორია მხედველობაში მისაღებია, მაგრამ არა უპრეცედენტო.  

მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, ყოველთვის ვფიქრობთ თუ რა გავლენას ახდენს ვულკანები კლიმატის ცვლილებაზე, მეცნიერთა განცხადებით, შესაძლებელია საპირისპიროც, როდესაც ტემპერატურის ცვლილებით გამოწვეულიგარემო ცვლილებები ასევე ცვლიან დედამიწის ქერქის დრეკადობას. 

სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსის, სტივ მაკნატის განმარტებით, როდესაც ეს ხდება, ჩახშობილ მაგმას კამერებიდან ამოსვლა შეუძლია, „როგორც კბილის პასტა გამოდის ტუბიდან. 

თუკი სტერნე და მისი კოლეგები არ ცდებიან, მსგავსი ცვლილებები გაღვიძებას და გამანადგურებელ მოქმედებას აიძულებს მილიონობით წლის წინ მიძინებულ ვულკანებს — კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხსენება იმისა, რომ ჩვენ, ადამიანები სათანადოდ ვერასოდეს ვაფასებთ იმ გადამწყვეტ, მოულოდნელ ეფეტქებს, რომლებიც კლიმატის ცვლილებას მოსდევს. 

კვლევა ჟურნალ Nature Geoscience-ში გამოქვეყნდა. 

მომზადებულია unige.ch-სა და ScienceAlert-ის მიხედვით 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ოზონის ხვრელი პატარავდება - მინიმალური ზომა 1988 წლის შემდეგ
ოზონის ხვრელი პატარავდება - მინიმალური ზომა 1988 წლის შემდეგ
თქვენ წინაშეა უიშვიათესად კარგი სიახლე გა
წაკითხვა
ისლანდიის უდიდესი ვულკანი ამოფრქვევისთვის ემზადება
ისლანდიის უდიდესი ვულკანი ამოფრქვევისთვის ემზადება
ისლანდიაში, ვატნაიეკუდლის მყინვარის ქვეშ დაფიქსირებული მიწისძვრის გრუხუნი შეიძლება ქვეყნის უდ
წაკითხვა
ძველი ეგვიპტის დაცემა შესაძლოა, გიგანტური ვულკანის ამოფრქვევამ გამოიწვია
ძველი ეგვიპტის დაცემა შესაძლოა, გიგანტური ვულკანის ამოფრქვევამ გამოიწვია
კლეოპატრას თვითმკვლელობისა და ძველი ეგვიპ
წაკითხვა
ვულკანის ამოფრქვევის გამო, ვანუატუს ერთ-ერთ კუნძულზე მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო
ვულკანის ამოფრქვევის გამო, ვანუატუს ერთ-ერთ კუნძულზე მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო
ავსტრალიამ ვანუატუს ერთ-ერთ კუნძულთან სამაშველო გემები გააგზავნა. ხომალდებით კუნძულ ამბაედან მოსახლეო
წაკითხვა
2100 წლიდან დედამიწაზე მე-6 გლობალური გადაშენება დაიწყება - მათემატიკოსთა საგანგაშო პროგნოზი
2100 წლიდან დედამიწაზე მე-6 გლობალური გადაშენება დაიწყება - მათემატიკოსთა საგანგაშო პროგნოზი
მართალია, ძალიან ხშირად არ ხდება, მაგრამ
წაკითხვა
მეცნიერებმა იტალიის საშიში სუპერვულკანის მაგმის სავარაუდო წყაროს მიაგნეს
მეცნიერებმა იტალიის საშიში სუპერვულკანის მაგმის სავარაუდო წყაროს მიაგნეს
მეცნიერთა ცნობით, სამხრეთ იტალიაში მდებარ
წაკითხვა
მექსიკაში ძლიერმა მიწისძვრამ ვულკანი პოპოკატეპეტლი გააღვიძა
მექსიკაში ძლიერმა მიწისძვრამ ვულკანი პოპოკატეპეტლი გააღვიძა
მექსიკაში ძლიერმა მიწისძვრამ ვულკანი პოპოკატეპეტლი გააღვიძა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. 
წაკითხვა
ნილ დეგრას ტაისონი კაცობრიობას მკაცრად აფრთხილებს
ნილ დეგრას ტაისონი კაცობრიობას მკაცრად აფრთხილებს
ცნობილი ამერიკელი ასტროფიზიკოსი ნილ დეგრა
წაკითხვა