საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1750

საქართველოში გერმანიის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი დაიწყო [ვიდეო]

აკაკი შენგელია
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-05 10:32:00


საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი სტუმრობს. ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს. 

საქართველოსა და გერმანიის სახელმწიფო ჰიმნების ფონზე, დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, ვიზიტი მინისტრების შეხვედრით გაგრძელდა. ლევან იზორიამ კოლეგას გერმანიის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეები ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის და სამომავლო პერსპექტივების საკითხებს განიხილავენ. მინისტრები ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ერთობლივ მონაწილეობაზეც გაამახვილებენ ყურადღებას. ლევან იზორიასა ურსულა ფონ დერ ლაინის შეხვედრაზე საუბარი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის კუთხით გერმანული მხარის მიერ გაწეულ დახმარებასაც შეეხება.

საქართველოში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ურსულა ფონ დერ ლაიენის სტუმრობა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB), რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, გერმანული მხარის დახმარებით ჩამოყალიბდა. 

ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც შეხვდება. 

გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი საქართველოში თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას მოწვევით იმყოფება.

საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰაიკე ფაიჩის განცხადებით, გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი საქართველოში თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას მოწვევით ჩამოდის.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს გერმანიის თავდაცვის მინისტრი ეწვევა“, - აღნიშნა გერმანიის ელჩმა.

მისივე ინფორმაციით, ვიზიტის დროს მთავარი განსახილველი თემა საქართველო-გერმანიის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა იქნება. საუბარი შეეხება ავღანეთის მისიაში საქართველოს როლსაც. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„ტოტალური თავდაცვა და ჰიბრიდული ომის წარმოება“ - ფინეთის თავდაცვის მინისტრმა საჯარო ლექცია წაიკითხა
„ტოტალური თავდაცვა და ჰიბრიდული ომის წარმოება“ - ფინეთის თავდაცვის მინისტრმა საჯარო ლექცია წაიკითხა
„ტოტალური თავდაცვა და ჰიბრიდული ომის წარმოება“ – თემაზე ფინეთის თავდაცვის მინისტრმა საჯარო ლე
წაკითხვა
საქართველოში ფინეთის თავდაცვის მინისტრი იმყოფება
საქართველოში ფინეთის თავდაცვის მინისტრი იმყოფება
საქართველოში ფინეთის თავდაცვის მინისტრი იმყოფება. ფინელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი მასპინძლობს. 
წაკითხვა
ლევან იზორია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
ლევან იზორია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი საფრანგეთი
წაკითხვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოში გენერალური შტაბის უფროსების სამმხრ
წაკითხვა
ბათუმში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი გაიხსნა
ბათუმში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი გაიხსნა
ბათუმი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვ
წაკითხვა
ლევან იზორია - მომავალ კვირას საქართველოს მნიშვნელოვანი სტუმრები ეწვევიან
ლევან იზორია - მომავალ კვირას საქართველოს მნიშვნელოვანი სტუმრები ეწვევიან
მომავალ კვირას საქართველოს ოთხი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ეწვევა. ამასთან, ველოდებით მნიშვნე
წაკითხვა
ლევან იზორია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე -  ყველა საერთაშორისო ფორმატის გამოყენება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა დაფიქსირდეს, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს
ლევან იზორია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე - ყველა საერთაშორისო ფორმატის გამოყენება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა დაფიქსირდეს, რომ რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს
ყველა საერთაშორისო ფორმატის გამოყენება ჩვ
წაკითხვა
გერმანიის თავდაცვის მინისტრი საქართვლოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ეწვია
გერმანიის თავდაცვის მინისტრი საქართვლოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ეწვია
გერმანიის თავდაცვის მინისტრი საქართვლოს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას ქართველ კოლეგასთან ერთად ესტუმრა. 
წაკითხვა