საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }
1034

რა უნდა ვიცოდეთ იპოთეკური სესხების შესახებ - ეროვნულმა ბანკმა საგანმანათლებლო ვიდეორგოლი მოამზადა

აკაკი შენგელია
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-05 11:31:00


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, „ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის“ განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერითა და მედიაკომპანია LIVE Branding-ის ჩართულობით, იპოთეკური სესხების შესახებ საგანმანათლებლო ვიდეორგოლი მოამზადა, სახელწოდებით „ბინის შეძენა იპოთეკური სესხით“, რომლის ნახვაც დაინტერესებულ პირებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე შეუძლიათ. 


სებ-ის ინფორმაციით, ვიდეორგოლი იმ ადამიანებისთვის არის შექმნილი, რომლებიც სახლის ყიდვას, აშენებას ან გარემონტებას ფიქრობენ და ამ მიზნით იპოთეკური სესხის აღებას განიხილავენ. ვიდეორგოლი მოიცავს იპოთეკური სესხის აღებისას გასათვალისწინებელ ისეთ საკვანძო ინფორმაციას, როგორიცაა ბინის შეძენასთან დაკავშირებული მთლიანი დანახარჯი; სესხის მოცულობა, რომლის აღების შესაძლებლობაც მომხმარებელს აქვს; იპოთეკური სესხის ხელშეკრულების ყველაზე მნიშვნელოვანი პირობები, ვალუტის, საპროცენტო განაკვეთების, დაფარვის ვადებისა და დაფარვის გრაფიკის გათვალისწინებით. 

საგანმანათლებლო ვიდეორგოლთან ერთად, ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა შესაბამისი ბანერები, რომლებიც უძრავი ქონების პორტალებზე განთავსდა, საიდანაც მომხმარებელი ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გადავა და ნახავს როგორც ვიდეორგოლს, ასევე საგანმანათლებლო ბროშურას იპოთეკური სესხების შესახებ, რომელიც ეროვნულმა ბანკმა და EFSE DF-მა 2016 წელს შეიმუშავეს.

სებ-ის ცნობით, ბროშურაში უფრო დეტალურად და მომხმარებლისთვის ადვილად გასაგები და საინტერესო ენითაა გადმოცემული ვიდეორგოლში განხილული საკითხები. ბროშურა დაინტერესებულ მკითხველებს დამატებით სთავაზობს დეტალურ ინსტრუქციას, რომელიც მათ გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. კერძოდ, საკითხების ჩამონათვალს, რომელიც მომხმარებელმა კრედიტორთან უნდა დააზუსტოს სესხის აღებამდე, ასევე სხვა პრაქტიკულ რჩევებს. 

აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც. კობა გვენეტაძემ განმარტა, რატომ გადაწყვიტა ეროვნულმა ბანკმა მსგავსი საგანმანათლებლო მასალის შექმნა და რაში დაეხმარება ის მოქალაქეებს. 

„იპოთეკური სესხების შესახებ საგანმანათლებლო მასალის შექმნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მოსახლეობის ფინანსური განათლების ამაღლების თვალსაზრისით. იპოთეკური სესხის აღება ძალზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რომელიც მომხმარებლისგან შესაძლებლობებისა და რისკების გულდასმით შეფასებას მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევიმუშავეთ საინტერესო, მარტივი და ადვილად აღსაქმელი ფორმის საგანმანათლებლო მასალა, რომელზე წვდომაც მომხმარებლებს ადვილად შეუძლიათ ისეთი ვებგვერდებიდან, რომლებსაც ისინი სახლის შეძენის, აშენების ან გარემონტების შემთხვევაში სტუმრობენ. მადლობა მინდა გადავუხადო „ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისათვის“ განვითარების პროგრამას, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ბანკს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გაუწია საგანმანათლებლო ვიდეორგოლისა და ბროშურის განვითარების პროცესში“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„ბარბაროსები“ ახალ ზელანდიასთანაც დამარცხდნენ (ვიდეო)
„ბარბაროსები“ ახალ ზელანდიასთანაც დამარცხდნენ (ვიდეო)
რაგბის კლუბი „ბარბაროსები“ 28 ოქტომბერს ა
წაკითხვა
საქართველოს ელჩი საბერძნეთში აცხადებს, რომ ქვეყანაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე ფაქტები დამახინჯებულია
საქართველოს ელჩი საბერძნეთში აცხადებს, რომ ქვეყანაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე ფაქტები დამახინჯებულია
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელ
წაკითხვა
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის წინასა
წაკითხვა
რატომ იზრდება საქართველოში სამომხმარებლო ფასები
რატომ იზრდება საქართველოში სამომხმარებლო ფასები
რატომ იზრდება სამომხმარებლო ფასები. 2018
წაკითხვა
დიმიტრი ქუმსიშვილი - ეროვნულ ბანკს ინფლაციის მოთოკვისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვს
დიმიტრი ქუმსიშვილი - ეროვნულ ბანკს ინფლაციის მოთოკვისთვის ყველა ინსტრუმენტი აქვს
ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს ინფლაციის მოთო
წაკითხვა
ეროვნული ბანკი - ლარის გაუფასურება დროებითია
ეროვნული ბანკი - ლარის გაუფასურება დროებითია
ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ბოლოდროინ
წაკითხვა
თამარ ჩუგოშვილი - პარტიების დაფინანსების თემა საბიუჯეტო რესურსის დიდწილად არასწორად განკარგვაა და ეს პრაქტიკა გადასახედია
თამარ ჩუგოშვილი - პარტიების დაფინანსების თემა საბიუჯეტო რესურსის დიდწილად არასწორად განკარგვაა და ეს პრაქტიკა გადასახედია
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ვერ აკონკრეტებს, უმრავლესობა სიმონ ნოზაძისა
წაკითხვა
სახელმწიფო დაფინანსება შესაძლოა, ისეთმა პოლიტიკურმა პარტიებმაც მიიღონ, რომელთაც სამპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს, მაგრამ პარლამენტში ფრაქციის შექმნას შეძლებენ
სახელმწიფო დაფინანსება შესაძლოა, ისეთმა პოლიტიკურმა პარტიებმაც მიიღონ, რომელთაც სამპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახეს, მაგრამ პარლამენტში ფრაქციის შექმნას შეძლებენ
სახელმწიფო დაფინანსება შესაძლოა, ისეთმა პ
წაკითხვა